მამარდაშვილი "მანჩესტერში"? ინგლისური გუნდი დე ხეას კონტრაქტზე ვერ უთანხმდება

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა დავიდ დე ხეას შემცვლელს ეძებს. "წითელი ეშკამების" ბოსები ესპანელ მეკარეს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდებიან და თავის დაზღვევის მიზნით კარის დამცველის ძიება უკვე დაიწყეს.

მოგეხსენებათ, დე ხეა 32 წლისაა, "იუნაიტედის" ღირსებას კი 2011 წლიდან იცავს. ხელშეკრულების დეტალებზე ვერშეთანხმებას დავიდის ამ სეზონში არასახარბიელო გამოსვლაც ემატება.

ვინ შეცვლის ესპანელს?

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერიკ ტენ ჰაგს სურს, რომ კლუბისთვის ლეგენდარული გოლკიპერი ახალგაზრდამ ჩაანაცვლოს, ასეთად კი პირველ ვარიანტად გიორგი მამარდაშვილი განიხილება. "ვალენსიის" საშინელი სეზონისდა მიუხედავად, მამარდაშვილი მაინც ბრწყინავს და არაერთ დასამახსოვრებელ მომენტს
გვჩუქნის.

ყველამ კარგად იცის, რომ დღეს "ღამურებს" ფინანსური პრობლემები აქვს, გიორგი კი ერთ-ერთი ძვირად ღირებული მეკარეა...

თუმცა მედალს ორი მხარე აქვს, რამდენად შეელევა ესპანური მხარე ქართველ მეკარეს და რამდენად გადაიხდის "წითელი ეშმაკების" ხელძღვანელობა მეკარეში დიდ თანხას...

მომზადებულია sportsmanor-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 8 /
გასაგებია რომ ქართველია და წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ "ბრწყინავს" ცოტა გადამეტებული ხომ არ არის? რა შეცდომებსაც გიორგი ესპანეთში უშვებს გამოსვლებზე ერთი ხუთზე გადაამრავლეთ და იმდენ შეცდომას დაუშვებს ინგლისში. გამოსვლებზე სუსტია და ფეხითაც ვერ თამაშობს, ჯერ ეს კომპონენტები დახვეწოს და მერე იფიქრეთ ინგლისზე, თორემ იგივე დაემართება რაც კარიუსს დაემართა
მამუკა
19:17 24-04-2023
8
ვალენსია თუ არ გავარდა აუცილებლად უნდა დარჩეს და შეუბეროს 2-3 სეზონი კიდევ მანდ გაიზარდოს დაიხვეწოს უფრო ამასობაში კურტუაც დაგვიბერდება და ჰალა მადრიდ გენაცვალე!ვალენსიაში ძირითადში ადგილი და სიყვარული გულშენატკივრისგან გარანტირებული აქვს და ვალენსიაც ვალენსია იქბება ყოველთვის!გადარჩენისთვის რომ იბრძვის დღეს შემდეგი სეზონი შეიძლება ოთხეულში მოხვდეს
სოლიმაკერსსნიკერსი
02:56 25-04-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული