დავითაშვილმა გაიტანა - "ბორდომ" გაიმარჯვა და მეორე ადგილზე დაბრუნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურში „ბორდომ“ საკუთარ მოედანზე „გრენობლს“ 3:0 მოუგო.

„მეცთან“ 0:3 დამარცხების შემდეგ ჟირონდული გუნდის მწვრთნელმა დავიდ გიონმა ზურიკო დავითაშვილი ძირითად შემადგენლობაში დააბრუნა და შეუცვლელად ათამაშა. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებიც პირველი ტაიმის დასასრულს მაჯამ დააწინაურა.

დავითაშვილი ძალიან აქტიური იყო და ორი გამოუყენებელი მომენტის შემდეგ, რომლებიც თავად შექმნა, მეურვე ტურენს გაექცა, მეკარესთან პირისპირ გავიდა და მიმდინარე ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა. მერე მაჯამ დუბლი შეასრულა (ეს მისი მე-15 გოლია). ზურიკოს 73-ე წუთზე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა გატანა ვერ მოახერხა.

ჩემპიონატის
დასრულებამდე 6 ტურით ადრე 65 ქულით ლიდერი „ჰავრია", მეორე ადგილზე 59 ქულით „ბორდოა“, ხოლო მესამეზე 58 ქულით - გიორგი მიქაუტაძის „მეცი“.

„ბორდო“ შემდეგ მატჩს 29 აპრილს, გასვლაზე „ვალანსიენთან“ ჩაატარებს.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - გრენობლი 3:0
გოლები: 1:0 მაჯა (42), 2:0 დავითაშვილი (57), 3:0 მაჯა (64)

მკითხველის კომენტარები / 11 /
საქართველოსთვის საინტერესო "ქართული" ფინიში აქვს საფრანგეთის ლიგა 2 ჩემპიონატს: - ვინ აჯობებს ჟორჟის მეცი თუ ზურიკოს ბორდო? ისე დარჩენილი თამაშების წინასწარი სავარაუდო შეფასებით მეცი აჯობებს ბორდოს. ზურიკომაც და ჟორჟიკამაც ბოლო ტურის თამაშები დიდებულად ჩაატარეს.
ორივე ქართველს წარმატებები, მაგრამ სამწუხაროდ ფრანგულ 1 ლიგაში მხოლოდ ერთი გადავა.
ვაჟა მასწავლებელი
25 აპრილი 2023 17:43
0
ეს ჰავრი საიდან გამოეკვეტა)))
ჯელა
25 აპრილი 2023 07:06
1
მეორე ლიგის დონეზე სასტავშ. ვერ ხვდება ან თუ მოხვდა მალევე ცვლიან!ნაკრებს ესეთების იმედი როაქ იმიტომ დაგვახმა ნორვეგიამ ბურთი თავზე!მამამისი აბრეზა ჯობდა ამას!))
გიორგი IV
25 აპრილი 2023 06:52
25
კი, უაზრო და უადგილოა ფეხბურთელის დამცირების მცდელობა, როცა მაგ მეორე ლიგაშიც წლები არავინ გყოლია. ნორვეგიას არ ჰყავს მეორე ლიგის ფეხბურთელები? მაკედონიას მესამესიც ჰყავდა და კი გავიდა ევროზე. „კრიტიკა ყოველთვის საჭიროა“ და ეგეთი დაზეპირებული ფრაზების გამოა ყელამდე რომ ვართ, სადაც ვართ. ყოველთვის საჭიროა აზროვნება, გარემოებების სამართლიანი შეფასება და იმის მიხედვით განსაზღვრა, წამოაყრანტალო რამე თუ არა. ჭკუის კოლოფად თავის წარმოჩენა სხვისი დამცირებით არასდროსაა საჭირო.
nika
26 აპრილი 2023 03:46
0
უაზრო კრიტიკაო? მეორე ლიგის სათადარიგოობით რომ არაფერი არ გამოვა უაზრო ნათქვამია? თუ რაც შენ დაწერე ის არის რაღაც თითიდან გამოწოვილი დემაგოგია?! ამავდორულად კრიტიკა ყოველთვის უნდა იყოს ფეხბურთელების მიუხედავად იმისა თუ სად ითამაშებენ. რაც საჭირო იყო გიპასუხე შენ დემაგოგიაზე გამგები გაიგებდა.
nikas
25 აპრილი 2023 20:35
0
ყველა გამოხმაურება
მარტო გოლის ასე აღნიშვნისთვის უნდა ათამაშო,ეს ქარიზმაა ბიძია და ვიღაც მორცხვი ფეხბურთელი ამას ვერ ისწავლის.
ზედმეტად მორიდებული კაცს როგორც ცხოვრებაში უჭირს თავის გატანა ისევეა ფეხბურთშიც.ახლა თუ ბევრად ჯობიხარ სხვებს მესისავით მაშინ თავმდაბალი კაცი ხარ და ღირსებად ითვლება,სხვანაირად კიდე უბრალოდ მორცხვი ხარ და ქარიზმა გაკლია.
კაია ზურიკო,მასე გააგრძელე.
Levani
25 აპრილი 2023 04:34
2
შენ გაიხარე ზურიკო ყოჩაღ!ხვიჩა ჟორჟიკა ზურიკო უმაგრესი სამეული შეტევაში!
კემალფაშა
25 აპრილი 2023 02:59
1
ე ბიჭო, მასე ზურიკო, ყოჩაღ, რაც მეტს გაგვახარებ შენთვისაც უკეთესია და ნაკრებისათვისაც. წარმატებები!!!
თენგაბი
25 აპრილი 2023 01:52
0

სიახლეები პოპულარული