
წყაროს ცნობით, ჟირონდელები დავითაშვილის თამაშით კმაყოფილები არიან და ბათუმელთათვის 1.25 მილიონი ევროს გადახდაზე თანხმობა განაცხადეს.
ცნობილია ისიც, რომ ფეხბურთელმა და კლუბმა პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმეს.
შეგახსენებთ, დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში "ბორდოს" მაისურით 24 შეხვედრა ჩაატარა, თავი კი 3 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.
დევიდ გიონის გაწვრთნილი კლუბი ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში 56 ქულით მე-2 ადგილს იკავებს და ლიდერ "ლ'ავრს" 5 ქულით ჩამორჩება.
სულ ძირითადში ათამაშებენ და 15გოლს გაატანინებენ მერე 10 მილიონად რო იყიდონ? ანუ იმედია სწორად ვფიქრობ და აწი ითამაშებს