თუ ხვიჩა "ნაპოლიში" დარჩა - როგორ შეინარჩუნებს გუნდი ამბიციებს და ექნება თუ არა რესურსი?!

AutoSharing Option
"ნაპოლი" სკუდეტოს მალე ოფიციალურად გაიფორმებს. ახლა აქ ზეიმის დროა, თუმცა დარწმუნებული ვართ, მომავალზეც ფიქრობენ. ნეაპოლელთა სპორტული დირექტორი კრისტიან ჯუნტოლი ტრანსფერებში კარგად რომ ერკვევა, ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითზეც ვნახეთ. ის, რაც სხვა კლუბებმა რისკად ჩათვალეს, აქ თამამად განახორციელეს და ეპოქალური ტრანსფერი "გაჩარხეს" - რომ არა "კვარა", ნანატრი სკუდეტო რამდენად რეალური იქნებოდა?!

კიმ მინ ჯეს ტრანსფერიც სამაგალითოა. ყველაფერი ეს უკვე ძველი ამბავია, აურელიო დე ლაუტენტისი და მისი გუნდი კი ახლა მომავალზე ფიქრობენ. ვიქტორ ოსიმენის წასვლაზე ძალიან აქტიურად წერენ და მოდით, თავს ნუ მოვიტყუებთ
- ლუჩანო სპალეტი ყველაფერს გააკეთებს, ორივე ლიდერმა ერთდროულად არ დატოვოს. ქართველი გარემარბი ჭორებით არ უნდა დავღალოთ, თუკი სიახლე იქნება, ერთად ვნახავთ; ახლა კი იმაზე უფრო ვფიქრობთ, როგორი იქნება "ნაპოლი" მომავალ სეზონში...

Sportall.Ge

ედინსონ კავანის ტრანსფერი გვაფიქრებინებს, რომ ნეაპოლში იდეალური დროის შერჩევა კარგად იციან - ის მცირე თანხებით შეიძინეს, დიდი კარიერაც შექმნა და შემდეგ პსჟ-მა ბევრიც გადაიხადა. ვიქტორ ოსიმენი 24 წლისაა, მესამე სეზონია გუნდშია, წელს საუკეთესო ბომბარდირი ხდება და ჩემპიონობასაც მოიპოვებს. ახლა ნიგერიელის სატრანსფერო ფასი ძალიან მაღალია (125-130 მლნ ევრო) და მის გასასხვისებლად ამაზე კარგი დროის შერჩევა შეუძლებელია. როგორც იწერება, წასვლაზე უარს არც "კვარასთან" ძალიან კარგად შეთამაშებული "ცხრიანი" ამბობს. ბოლოს მისით "ბაიერნის" სერიოზულ დაინტერესებაზე წერდნენ, რომელსაც ფორვარდის პრობლემა აქვს (მხოლოდ ჩუპო მოტინგი ჰყავს). დაიწერა სადიო მანეს შესაძლო გაცვლაზეც. სენეგალელი ისე ვერ გამოიყურება, როგორც "ლივერპულში". არის პსჟ-ის ვარიანტიც. თუკი ნეაპოლელთა განკარგულებაში 130 მილიონი იქნება, კარგი ფორვარდის პოვნა არ უნდა გაუჭირდეთ.

ერთია, როცა მანეზე ვსაუბრობთ, ამავდროულად კი, ქართველი გარემარბის მაგალითზე იმის თქმა შეგვიძლია, რომ აქაურებს ნაკლებად ცნობილი მოთამაშის წარმატებული ტრანსფერიც გამოსდით. ახლა საუბრები მიდის არგენტინელ ტიაგო ალმადაზე, რომელიც MLS ლიგაში გამოდის. 22 წლის შემტევი სწრაფი და ტექნიკურია, არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში კი 3 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი. მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევროა. ალმადა მსოფლიო ჩემპიონია - მხოლოდ 8 წუთით, პოლონეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

Sportall.Ge

ნეაპოლურ კლუბს გაძლიერება ყველგან დასჭირდება. საჭიროა ისეთი მეკარე, რომელიც ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება, როგორიც, მაგალითად, "მილანში" მაიკ მენიოა. მერეტი კარგი კიპერია, მაგრამ განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობს; გუნდში კიმის დონისა და შესაძლებლობების სხვა ცენტრალური მცველი არ თამაშობს და ამაზეც იფიქრებენ; მარიო რუის საკითხი წლებია უცნაურად ვითარდება, მწვრთნელები იცვლებიან, ის კი ყველგან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია, გულშემატკივრებში კი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს. როგორც ჩანს, უფრო დიდი კონკურენტი იქნება საჭირო, ვიდრე მატიას ოლივერაა. არადა, კვარაცხელიასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მის ფრთაზე ვინ ითამაშებს...

სატრანსფერო შეთავაზებები სტანისლავ ლობოტკასაც ექნება, მის გარეშე კი ეს "ნაპოლი" ძალიან სუსტად გამოიყურება. ნახევარდაცვაში ბევრი სიახლეა საჭირო. არსებული ფეხბურთელებიდან პროგრესის ყველაზე დიდი რესურსი მაინც ელიფ ელმასს აქვს, თუმცა მისთვის ოპტიმალური პოზიციის შერჩევა გართულდა. ამ რგოლზე ჯუნტოლის ბევრი მუშაობა დასჭირდება.

ხვიჩა კვარაცხელიას ამბიციების შესახებ ვიცით და ძალიან გვსურს, მან მომავალ სეზონშიც ასეთ გუნდში ითამაშოს!..

alt"ნაპოლი" ზეიმობს - ხვიჩას რთული არჩევანი, "კვარადონას" დილემა და გულშემატკივართა "პრეტენზიები"...

alt"გატის ჰკიცხავთ, თუმცა ამას არავინ აკვირდება" - იტალიელი ჟურნალისტის განცხადება

მკითხველის კომენტარები / 23 /
მომავალ სეზონში ნაპოლი ისევ ძველებური საშუალო დონის გუნდი ინება,თუგინდ ყველა დარჩეს და არავინ არ გაყიდონ.მაინც სხვა არი გრანდების დონე და მომავალ სეზონში სკუდეტოსთვის ისინი იბრძოლებენ.ხვიჩამ თუ რომელიმე გრანდის შეთავაზება მიიღო,უნდა წავიდეს,აქ ის წინ ვერ წავა,ნაპოლის მადლობა,ხვიჩა კი უნდა განვითარდეს,წინსვლა არ უნდა დაატორმოზოს.
მირო
29 აპრილი 2023 23:16
0
ოლივეირაზე მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს, პირიქით ძალიან მომწონს, მშრომელი, თავმდაბალი ბიჭია, არ ეზარება დაცვიდან თავდასხმაში ჩართვები, ბოლო მატჩებში ცოტა დრო მიეცა, მაგრამ უპრობლემოდ ჩაერთო მატჩში, რამდენჯერმე დაარტყა და არ გაუმართლა, როცა შანსი ეძლეოდა კარგი საგოლე პასები აკეთა, ხვიჩას მუდამ უკეთებს პასს და არასდროს აგვიანებს, სწრაფია, ტექნიკასთანაც არაა ცუდად და პრინციპში მე ვერ ვიხსენებს მის შეცდომას ფლანგზე რასაც გოლი მოყვა, მაგალითად განსხვავებით რუისა და დი ლორენცოსგან, რომლებიც გაარღვიეს იქეთ ბრაჰიმ დიასმა და აქეთ ლეაუმ.
უვიცი
26 აპრილი 2023 23:32
1
რა, დაცვაშიც კვარა და ოსიმენი თამაშობდნენ ?
ზაქრო
26 აპრილი 2023 20:27
6
ხვიჩა უნდა გადავიდეს პლეიმეკერად. თავისუფალ მოთამაშედ.
ნაპოლიმ უნდა იყიდოს მარცხენა ფლანგზე გოჩოლეისვილი შახტარი ტუ დათმობს. :)
ასევე უნდა მოიძებნოს მარჯვენა გარემარბი.
las
26 აპრილი 2023 20:22
2
ნაპოლი ვერ გახდებოდა ჩემპიონი რომ არა 77 forca napoli forca kvara
289
26 აპრილი 2023 19:57
2
მერეტიმ მილანთან ბოლო მატჩში საოცრად ითამაშა და პირველად დავინახე, რომ თურმე ბრწყინვალე მეკარეა. მერეტის შემცვლელზე ფიქრი სისულელეა
უვიცი
26 აპრილი 2023 17:50
5
გეთანხმები. ძალიან სტაბილურია.
მე არ მახსენდება ამ სეზონში რაიმე შეცდომა დაეშვა.
las
26 აპრილი 2023 20:19
4
ნაპოლის სკუდეტოსთან ძალიან ახლოს მისვლა ოსიმენმა, კვარამ, იღბალმა, სხვა წამყვანი გუნდების ფორმაში არყოფნამ ერთად განაპირობა, როგორც იტყვიან ყარაულის თოფივით გაუვარდა წელს ნაპოლის.
მომავალ წელს გუნდი განახევრებული შემადგენლობით იქნება და სამეულშიც ვერ შევა, ჩემპიონი მილანი ან ლაციო იქნება. ამიტომ ხვიჩა დროულად უნდა გადავიდეს ახალ წამყვან გუნდში და იქ უნდა მოიგოს ჩემპიონატი.
07-01
26 აპრილი 2023 15:54
13
ჩემი აზრით კვარასთვის მთავარი ამოსავალი წერტილი არის ოსიმენთან ერთადაც კი როცა ორი პერსონალური მცველი მეურვეობს სადაც ნიგერიელი ასევე "იქაჩავს: მეტოქე მცველებს მისი წასვლის შემთხვევაში საგანგაშოდ არ მოჩანდეს ოსიმენივით მცველებზე მოპრესინგე მოძრავი ფორვარდის არ მოყვანის შემთხვევაში ყველა ეს გამოთავისუფლებული მცველი მასზე არ "გადაერთოს" და სივრცე კიდევ უფრო არ შეეზღუდოს ამით ხვიჩას ამის მაგალითად სიმეონე, რასპადორიც გამოდგებიან რომლებიც ფაქტიურად ერთ მცველსაც ვერ "იწებებენ", გამოსავალი არის ის რომ ხვიჩა უფრო გახდეს ინსაიდერი და ხშირად ილავიროს ფლანგიდან სიღრმეში ამიტომ მას ჭირდება რეაქტიული მარცხენა მცველი რომელიც ერთ მცველს მაინც გაიტყუებს მეტოქის კუთხურის ალამთან რაც შესატევად კვარას სივრცეს და მოძრაობის კარგ პლაცდარმს მისცემს მაგრამ მეეჭვება ემ ამოცანას რუიმ და ოლივერამ თავი წარმატებით გაართვან. სპალეტის ამაზე ბევრი ფიქრი მოუწევს კვარა თუ სულ შეზღუდული ეყოლათ ნაპოლის მარგი ქმედების კოეიფიციენტი მნიშვნელოვად დაეცემა. ასევე კარგი იქნებოდა მაგრამ გამორიცხულია მელოტმა ახალი სეზონიდან ტაქტიკა შეცვალოს და გუნდი მეორე ნომრად დაგეშოს ტიტულისთვის კვარა ხომ კონტრშეტევებზე ისეთივე დამანგრეველია როგორც ტაიფუნი. ეხლა რაც ზედაპირულადაც ნათლად ჩანს გუნდს ყველაზე მეტად ჭირდება ამ ყველაზე დიდი ნაპრალების ამოვსება ეს პოზიციებია. კიმის გვერდით გუნდს ჰაერივით სჭირდება ასევე პოზიციურად სწორად მოქმედი ათლეტური ცენტრ: მცველი, ასევე გუნდს წყალივით ესაჭირეობა ლობოტკას გვერდით მოქმედი ტიპიური მუშა "ცელი" საყრდენი რომელიც საერთოდ არარის დღევანდელ ნაპოლში. ასევე საჭიროა ზელენსკის ადგილზე შემქმნელი კრეატიული გამთამაშებელი და აგერ იწერება კიდეც პატაგონიელ ალმადაზე და თუ ეს ბიჭი მოიყვანეს კიდევ უფრო გაიზრდება ნაპოლის იერიშები ცენტრიდანაც. და მარჯვენა ვინგერი ლუზერი ლოსანო/პოლიტანოს ადგილზე. აქ ჰაკიმ ზიეჩის ან ვილიარეალიდან სამუელ ჩუკუვეზეს გადაბირება ყველაზე იდეალური იქნებოდა ისინი მინიმუმ ერთი მცველის ყურადღებას ულაპარაკოდ მიიქცევენ, ამ ორისგან განსხვავებით უფრო დიდ თავსატეხს შემატებენ მეტოქე დაცვას და კვარას ერთი ორად ამოასუნთქებთენ.
Charley
26 აპრილი 2023 15:34
1
მშვენიერი ანალიზია
გულშემატკივარი
26 აპრილი 2023 18:05
1
ბევრგან შემხვდა კომენტარები, რომ სულ ხვიჩაზე რატომ იწერება და ხალხიც მხოლოდ მის შესახებ აკომენტირებსო. სხვა თემები რატომ არ შუქდებაო.
მართლაც, სტატიების და კომენტარების ძირითადი ნაწილი ან ხვიჩაზეა, ან ნაპოლიზე (იგივე ხვიჩაზე).
თუმცა, როცა რაიმე წარმატებას აღწევენ ჩვენი სხვა სპორტსმენები, ბუნებრივია, რომ მათ შესახებაც იწერება.
მაგრამ ხვიჩა ის შემთხვევაა, როცა მუდმივად გვეძლევა საშუალება, რომ დადებითი ემოციები მივიღოთ ჩვენიანის, ჩვენთან დაბადებული და გაზრდილი ადამიანის წარმატებებით.
გვჭირდება როგორც ერს ის პოზიტივი, რაც გვაერთიანებს და ერთნაირად გვახარებს (იშვიათ გამონაკლის ინდივიდებს არ ვგულისხმობ).
ზოდადად, ადამიანს პერიოდულად სჭირდება სიხარულის განცდა, ისე ვერ გაძლებს და მთელმა ერმა ამ ბიჭს შევაფარეთ თავი.
თუ ხვიჩაზე სტატიები არ გსურთ და სხვა თემები გინდათ, მაგის მეტი რაა? გახსენით სხვა პერიოდიკები და ქოცების და ნაცების მეტს, ვერაფერს წაიკითხავთ.
მიშა
26 აპრილი 2023 15:19
2
რამოდენიმე ჭეშმარიტებაზე შევთანხმდეთ 1. კვარა არსად არ წავს დიდი ხანი 2. კვარას დარჩენა ნაპოლში არის უდიდესი შეცდომა. ჩავშალოთ, კვარა არ წავა იმიტომ რომ არ ჩანს რომ ამ ბიჭს ქონდეს დაგეგმარებული მისი მომავალი მაგალითად როგორც აქვს ოსიმენს ან ჰალანდს, კვარას აქვს საკუთარ მორაულ/ზნეობრივი ნაწილი, ის ეხლა ალბათ თვლის რომ ნაპოლის ვერ დააღალატებს. ჯუღელიც ეხლა დიდად მამარდას აგენტის მსგავსად არ დადის ინგლისა თუ ესპანეთში 2. შეცდომა მისი დარჩენა არის მისი განვითარების კუთხით, სპალეტი მას იყენებს სხვების უკეთ წარმოსაჩენად, შემდეგ სეზონში ალბათ რასპადორზე ათამაშს. ვერ ვხედავ ამ კლუბში დარჩენის მიზეზს და მიზანს. რა უნდა მოიგოს მეტი ნაპოლისთან ერთად? სკუდეტო უკბე მოგებული აქვს... ლიგის მოგება მაგ გუნდით და მაგ მწვრთნელით წარმოუდგენელია... განვთარებისთვის არ მგონია საუკეთესო ადგილი და საუკეთესო მწვთნელი. ეს არის ჩემი მოსაზრება და არ ვფიქრობ რომ რასაც ვსაუბრობ არის უცილობო ჭეშმარიტება მაგრამ მე ასეთი ანალიზი გამომაქვს.
dato
26 აპრილი 2023 14:24
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული