"მართლა მაგარი ბიჭია, ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერია" - "რეინჯერსის" ლეგენდები "კვარაზე"

AutoSharing Option
გლაზგოს "რეინჯერსის" ლეგენდებმა, შოთა არველაძემ და ლორენცო ამორუზომ, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრეს.

შოთა არველაძე:

"ის ფიზიკურად წარმოუდგენლად ძლიერია, მას ტიპური დიდი ძვლები და კუნთები აქვს. გახსოვს, მე და ჩემი ძმები ფიზიკური კუთხით როგორები ვიყავით? ჩვენი თამაში მხოლოდ თავიდან მოდიოდა".

Sportall.Ge

ლორენცო ამორუზო:

"მართალია, სწორედ ასეა, ჩვენთან ასეთი ფეხბურთი უკვე აღარ არის, მაგრამ დაცვითი კუთხით მაინც გამორჩეულია, ყველა გუნდს ანადგურებს, ვისაც ეთამაშება. მართლა ძალიან კარგი ბიჭია, თან როგორი ჭკვიანია, თავისი პოზიციის შერჩევის უნარი აქვს. ჯერ მხოლოდ 22 წლისაა, ზრდასრული ადამიანივით თამაშობს, ყოველთვის სწორად
არჩევს პოზიციას და წინ მიდის, ზედმეტს არასდროს არაფერს აკეთებს".

შოთამ შოტლანდიურ გუნდში 2001-05 წლებში ითამაშა და 95 გამართულ შეხვედრაში თავი 44 გოლით გამოიჩინა. რაც შეეხება ლორენცოს, ყოფილმა იტალიელმა მცველმა 1997-2003 წლებში ჯამში 149 მატჩი ჩაატარა და მეტოქის კარი 13-ჯერაც აიღო.

წყარო: "პირველი არხი"

მკითხველის კომენტარები / 4 /
არაა მწვრთვნელობა მისი საქმე
MAXO
20:55 09-06-2023
0
შოთა კარგი მწვრთნელია და სწორ დაკვირვებას აკეთებს. ხვიჩას მხურვალედ ქომაგობს და ცდილობს გვერდში დაუდგეს.
გია
17:15 27-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული