"კვარა"? შეიძლება, ოსიმენზე მაღლაც დგას" - დავიდ ვილია ქართველის თამაშით აღფრთოვანებულია

AutoSharing Option
ცნობილმა ესპანელმა ფეხბურთელმა დავიდ ვილიამ Dazn-თან ინტერვიუში სერია A-ს გამორჩეული შემტევების შესახებ ისაუბრა. "ბარსელონას" ყოფილმა ფორვარდმა განსაკუთრებით ხვიჩა კვარაცხელია, ვიქტორ ოსიმენი და რაფაელ ლეაო გამოარჩია.

"ოსიმენი მაღალ შეფასებას იმსახურებს, მისი თამაში რამდენჯერმე ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ უმაღლესი დონის შემტევია. ნიგერიელს 8 ქულას დავუწერ, ვიქტორი ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია".

"ხვიჩა? ის ოსიმენის თანამებრძოლია და შეიძლება მასზე მაღლაც დგას. ამიტომ მასაც 8 ქულას დავუწერ, რადგან "ნაპოლის" წარმატებაში ორივეს დიდი წვლილი მიუძღვის.

ლეაოს 7 ქულას მივანიჭებ, განსხვავებული თამაშის სტილი აქვს. მსოფლიოს ჩემპიონატზე მის
გამოსვლას თვალყურს ვადევნებდი და ნამდვილად მომეწონა" - განაცხადა ვილიამ..

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით მიმდინარე სეზონში 36 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და 16 შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელიასა და ოსიმენის ჩვეული თამაშის მოლოდინში... - სკუდეტო, რომელზედაც ისინი გაახსენდებათ...

alt"ნაპოლის" კიდევ ერთი მატჩის თარიღი შეიცვალა

alt"როგორ აღმოჩნდა "ოქროს ბურთის" პოტენციური მომპოვებელი ქართველი ჯორჯ ბესტი ნეაპოლში?" - იტალიელმა ჟურნალისტმა საინტერესო წერილი გამოაქვეყნა

მკითხველის კომენტარები / 6 /
ოსიმენზე მთელი გუნდი მუშაობს, მათ შორის ხვიჩაც და გატანილ-საგოლე გადაცემას თუ დააჯამებთ ფაქტიურად ერთნაირი შედეგი აქვთ. ასე, რომ ხვიჩა ოსიმენის ამპლუაში რომ იყოს, ოსიმენზე ბევრით მეტ ბურთს გაიტანდა.
ჟორა
17:31 29-04-2023
3
ჩემი ბავშვობის კუმირი, ვილია და ტორესი. ფეხბურთი მათ შემაყვარეს.
Spain
17:17 29-04-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული