![](https://sportall.ge/pictures/image5/116ac1208d9a3e5ff9ab480f36a30bcd.jpg)
იმის გამო, რომ სერია A-ს 32-ე ტურში "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" მატჩი 29 აპრილის ნაცვლად 30 აპრილს ჩატარდება, ნეაპოლური გუნდის შემდგომი შეხვედრის თარიღიც შეიცვალა.
"ნაპოლი" "უდინეზეს" სტუმრად არა 2 მაისს, არამედ 4 მაისს დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 7 მაისს სახლში "ფიორენტინასთან" გამართავს.