გამარჯვების შემთხვევაში "ნაპოლი" 6 ტურით ადრე გახდებოდა ჩემპიონი, მატჩის დასაწყისიდანვე შეუტიეს, თუმცა სტუმრები თავს უნარიანად იცავდნენ. პირველი მომენტი ოსიმენს ჰქონდა, რომლის თავით დარტყმული ბურთი მეკარე ოჩოამ მოიგერია. კვარაცხელიას ყურადღებით მეურვეობდნენ, სივრცეებს უზღუდავდნენ და გასაქანს არ აძლევდნენ. 42-ე წუთზე ოჩოამ ანგისას არ გაატანინა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.
შესვენების შემდეგ „ნაპოლი“ ისევ გადავიდა იერიშებზე, ხვიჩას შორიდან ოდნავ ააცილა ბურთი მიზანს, ზილენსკიმ მაკრატელათი ვერ გაიტანა, ნეაპოლელთა მწვრთნელმა სპალეტიმ ზილენსკისა და ლოსანოს ნაცვლად შეცვლაზე ელმასი და რასპადორი შეუშვა და 62-ე წუთზე ოლივეირამ ნანატრი გოლი გაიტანა.
მორიგი შეტევისას ქართველი მცველს გაექცა, რასპადორის ხელსაყრელ პოზიციაზე პასი გაუკეთა, მაგრამ მან შანსი ვერ გამოიყენა. ცოტა ხანში „კვარამ“ ისეც სცადა მეტოქის კარის დალაშქვრა და ისევ მცირედით ააცილა კარს. 84-ე წუთზე სალერნოელებმა პირველივე შანსი გამოიყენეს და დიამ ანგარიში გაათანაბრა. 87-ე წუთზე "კვარა" მახვილი კუთხიდან მეკარესთან პირისპირ გავიდა და მეკარემ არ გაატანინა. ბოლოს რასპადორიმ ვერ უწია მიზანს და "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა.
„ნაპოლი“ შემდეგ შეხვედრას 4 მაისს გასვლაზე „უდინეზესთან“ გამართავს.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ოლივეირა (62), 1:1 დია (84)
ვგრძნობდი, რომ ვერ მოიგებდნენ ამ თამაშს. ზედმეტი წნეხი იყო წინასწარ ზეიმი.
იქნებ დააცადონ მშვიდად თამაში გუნდს.
ახალგაზრდა გუნდია და ამხელა წნეხს შეიძლება ვერ გაუძლოს
ხვიჩას კიდე დარტყმის გაუმჯობესება სჭირდება - ასეთ ბურთებს, ასეთ თამაშებში არ უნდა აფუჭებდეს, იგივე მილანთანაც რაც მოხდა დასაწყისში.
ჭკვიანი კაცია სპალეტი, არაა საჭირო ეს წინასწარ ზეიმები.
წინ კიდე არის თამაშები და თავისუფლება უნდა ჰქონდეს გუნდს. ყველა სტრესში იყო, ასე არ შეიძლება.
კვარას რომ ვაკვირდები დიდი წნეხის ქვეშ თამაში ყოველთვის უჭირს. თავიდან დაფრინავდა ლაღად, რადგან არ გრძნობდა წნეხს. მერე მარადონასთან შედარებებით და გუნდის მასზე დამოკიდებულებით ეს წნეხი გაიზარდა.
იმედია არ დაკარგავენ ამ ჩემპიონობას და მიიყვანენ ბოლომდე. კვარას კი თავის უსაზღვრო ნიჭთან ერთად მეტ ცივსისხლიანობას ვუსუვებდი.
მსოფლიო დონის ვარსკვლავია და მისმა თამაშმა გადაასწრო მის ასაკს და ფსიქოლოგიას.
იმედია ყველაფერ გადალახავს...
ესეთი დეტალებია სხვაობა ლეგენდებსა და კარგ ფეხბურთელებს შორის. ნუ კიდევ კარგი ამ ნაპოლის ეს ჩავარდნა სწორედ მაშინ დაეწყო როცა განუზომლად დიდი ფორა ქონდა შექმნილი მწევრებთან თორემ დიდი ალბათობით "გენიოს" სპალეტის ისევ ცუდად დაუსრულდებოდა მისი აქილევსი ქუსლი, ანუ პირველ წრეში შექმნილ ქულათა უპირატესობას ისევ მარტივად გაანიავებდა ეს ნაპოლიც როგორც ამას შვებოდა მელოტას ყველა ყოფილი გუნდები. საფინიშო წრეში ეს გუნდიც რელსებიდან გადავიდა ფაქტია უბრალოდ ნაპოლის იმან უშველა რომ პირველ 25 ტურში დაგროვილი ქულებით ისე გაასწრეს დანარჩენებს ჩავარდნის დროსაც კი მაინც ინერციით ეყოთ ეს ქულები ჩემპიონობსთვის. ამ სანაკრებო პაუზამდე მყოფი ხვიჩა ასეთ შეხვედრაში მინიმუმ ერთ გოლს გაიტანდა და ეს ნაპოლიც პირწმინდად დაანგრევდა ასეთ "ჩაბეტონებულ" დაცვის გუნდებს ეხლა კი ყველამ უყურეთ რაც მოხდა. ნუ თავი იმით დავიმშვიდოთ რომ მომდევნო ტურში გუნდი ფრითაც ინაღდებს ჩემპიონობას და იქ ვიზეიმებთ ორმაგად.
ბიჭი პირველ სეზონს ატარებს ხალხნო,პირველს! არ გესმით ეს რას ნიშნავს?!
ჩემპიონატის დამთავრებამდე ჯერ კიდევ თვეზე მეტია დარჩენილი.
რუბინიდან მოსული ბიჭი ვარსკვლავებს წყვეტს და ჩვენ გვინდა პირველივე სეზონზე იტალიის ჩემპიონი ნახევარი წლით ადრე გახდეს და პლიუს ჩემპიონთა ლიგა მოიგოს!