კიტეიშვილი "შტურმთან" ერთად ავსტრიის თასის მფლობელი გახდა

AutoSharing Option
ავსტრიის თასის ფინალში ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ „რაპიდი“ 2:0 დაამარცხა და 2018 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა ტიტული.

დუბლი 26 წლის ნახევარმცველმა მანპრიტ სარკარიამ შეასრულა.

ვენური გუნდი ძალიან უხეშობდა, უკვე მეშვიდე წუთზე კიტეიშვილი დაშავდა, თუმცა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და თამაში გააგრძელა. პირველი ტაიმის დასასრულს ოთარი ისევ მოცელეს და ტრავმას გადაურჩა.

ქართველი შესვენების შემდეგაც აქტიური იყო, გოლის გატანაც შეეძლო, მაგრამ ბურთი კარს ააცილა. გრაცული გუნდი 66-ე წუთზე სარკარიამ დააწინაურა, კიტეიშვილი 75-ე წუთზე შეცვალეს, ხოლო 85-ე წუთზე სარკარიამ კიდევ ერთხელ დალაშქრა დედაქალაქელთა კარი.

კლაგენფურტი.
„ვიორტეზე“. 30 000 მაყურებელი

რაპიდი - შტურმი 0:2
გოლები: 0:1 სარკარია (66), 0:2 სარკარია (85)

მკითხველის კომენტარები / 4 /
კიტე კაი კაცია,წარმატებები❤️
MARGALONA
10:26 01-05-2023
0
ივარჯიშე შვილო, ივარჯიშე. ვარჯიშიდან ჯიმში და ჯიმიდან ვარჯიშზე, თუ გინდა რომ დიდ წარმატებას მიაღწიო.
გიორგი
12:33 01-05-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული