"ადრე მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - რას წერს იტალიური მედია "კვარაზე"

AutoSharing Option
სერია A-ს 32-ე ტურში გათამაშების ლიდერმა "ნაპოლიმ" "სალერნიტანას" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. "კვარამ" საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა, თუმცა მეტოქის კართან რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა. იტალიურმა მედიამ მისი თამაში საშუალო ქულებით შეაფასა:

"ძალიან ბევრს ცდილობს, თუმცა ბოლო პერიოდში იღბალი მის მხარეს არ არის. "სალერნიტანასთან" სიზუსტე დააკლდა, მომენტებში კი ოჩოამ აჯობა, რამდენიმე კვირის წინ მსგავს მომენტებს არ აფუჭებდა" - Areanapoli 6 ქულა.

"მარცხენა ფეხით გოლის გატანასთან ძალიან ახლოს იყო. მეორე მომენტში კი
ოჩოამ აჯობა. მატჩის ბედის გადაწყვეტა შეეძლო" - Eurosport-ი 5.5 ქულა.

"მუდამ შეტევების ეპიცენტრშია, ბევრს მოძრაობს და თანაგუნდელებს ეხმარება, თუმცა ბოლო მომენტში შეტევის დაგვირგვინება უჭირს. მეორე ტაიმში უფრო სახიფათო იყო" - Tuttonapoli 6.5 ქულა.

"ამ გუნდის მთავარი ვარსკვლავია, მუდამ მოძრაობს, გოლის გატანასთანაც ახლოს იყო, თუმცა მისი დარტყმული კარს მცირე მანძილით ასცდა" - Tuttomercatoweb-ი 6.5 ქულა.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სალერნიტანასთან" მატჩში

alt"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
ბევრი საგლოლე მომენტები გააფუჭა და ბუნებრივია ატეხეს ყაყანი, ხვიჩამ აუცილებლად ბევრი უნდა იმუშაოს კარში დარტყმებზე, ჩემი აზრით ხვიჩა თავის სტილით არის შემოქმედი და არა გოლიადორი, ამიტომ ითამაშოს საგოლე მომენტების შექმნაზე და ასისტებზე რაც ყველაზე კარგად გამოსდის, გოლის გატანაზე მისი დაგეშვა არასწორია, თან თუ შუაში შეწევენ სათამაშოთ მეტ შედეგ მოუტანს გუნდს
11
02 მაისი 2023 11:55
0
ხვიჩას თამაშში ამ ბოლო დროს შეინიშნება ლაფსუსური ტექნიკური ხარვეზები.როდესაც მარცხენა მხრიდან გადიხარ დასარტყმელ პოზიციაზე და მარცხენა ფეხით ურტყამ ,ბურთს გარე სტოპით უნდა შეეხო რათა კარისკენ შეუხვიოს და არა პირიქით ,ხოლო როცა იგივე სიტუაციაში მარჯვენას ხმარობ ბურთი შორეულ მაღალ კუთხეში უნდა გადაგზავნო რათა მეკარისთვის მიუწვდომელი იყოს .ხვიჩას ტექნიკის პატრონისთვის ეს ადვილად რეალიზებადია ,უნდა სწორი მიდგომა და გააზრება .სკოლებში ასეთი რამეები პირველ გაკვეთილებზე უნდა ისწავლებოდეს ,მითუმეტეს ოსტატთა გუნდებში ამაზე ლაპარაკიც არ უნდა იყოს.
საჩინო
02 მაისი 2023 08:57
3
1.რა თქმა უნდა კვარაცხელია გადაიღალა.2.სპალეტი ვერ იყენებს სათანადოდ მის მონაცემებს:ა}კვარაცხელია არ უნდა იყოს დატვირთული დაცვითი ფუნქციებით,ასევე როგორც ოსიმენი ,რამეთუ ასთ შემთხვევაში მათ მეტი სარგებლობის მოტანა შეუძლიათ .ეს ხომ ძალიან ელემენტარულია .ბ}გუნდმა უნდა შეიმუშაოს ტაქტიკა ----მაღალი ინტენსივობით მიწოლა მოწინააღმდეგის მიმართულებით რომელიმე ფრთიდან ,თუნდაც ცენტრიდანაც და როდესაც მოწინააღმდეგე დიდი ძალებით გადაინაცვლებს გზების გადასაღობად და საწინააღმდეგო ფრთზე სივრცეები გაიშვიათდება ,აი მაშინ უნდა გაკეთდეს სწრაფი გადატანა ბურთის .ხომ ადვილი წარმოსადგენია ხვიჩა რა დამანგრეველი იქნება მოწინააღმდეგისთვის .გ}ხვიჩას უნდა მიეცეს საშუალება ფრთების ცვლის .სულაც ერთი ტაიმი ითამაშოს ერთ მხარეს და მეორე მეორე მხარეს .ეს ჯერ ერთი მოწინააღმდეგეს ცხოვრებას გაურთულებს[უკვე დაცვის ორივე მხარის განსაკუთრებული მომზადება დაჭირდებათ ]და მეორეც მარჯვენა მხრიდან გაკეტებული შეჭრები და ჩაწოდებები [ხვიჩას მარჯვენა ფეხია მაინც მუშა]ბევრად უფრო ეფექტური და შედეგის მომტანი იქნება.დ}სულაც პირველ ტაიმში,ზოგჯერ დავასვენებდი .მის შემცვლელებს დავავალებდი მუდმივ მოძრაობას ,მუდმივ ბრძოლას და ბევრ სირბილს რათა ქანცი გააძრონ ვიზავებს და მეორე ნახევარში შემოსული კვარაცხელია მათთვის ღვითის რისხვად მოვლენა იქნებოდა.აი ეს ოთხი სრულიად მარტივი საშუალება რომელიც მკვეთრად გააუმჯობესებდა როგორც ხვიჩას ასევე გუნდის თამაშის ხარისხს და შესაბამისად შედეგიანობას ,მაგრამ არის სპალეტი ამდენის მომტვინავი????
საჩინო
02 მაისი 2023 08:38
0
საპატრიარქოში რომ მივიდა იმის შემდეგ აერია თამაში! რა უნდოდა წვენებში!
gaga
02 მაისი 2023 02:57
5
დაიღალა ეს ბიჭი ხალხი არა ხართ?მართლა თუ კარგი გინდათ ამ ბიჭისთვის აცადეთ რაა,ისედაც უდიდესი დატვირთვა ჰქონდა მთელი სეზონი თანაც ასე უცებ ამხელა დონის ნახტომი გააკეთა კარიერაში და აცადეთ,მოასვენეთ.
გეგი
01 მაისი 2023 21:45
4
დიახ, ადრე ასეთ მომენტებში საჯარიმოში შეჭრილი, ტექნიკურად გადაგზავნიდა კარში ბურთს, ამ ბოლო დროს კი უდარზეა გადასული, ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ამ ბოლო დროს ხვიჩა ხვიჩა აღარ გავს, ასე კი ბევრი თამაშობს დღეს.
ჟორა გაბრიჭიძე
01 მაისი 2023 21:10
8
მგონია ცოტა თავში აუვარდა.ჩვენ ქართველები ხომ არანორმალურები ვართ.მთავრობის წევრები ეპირფერებოდნენ,სურათებს იღებდნენ.ან ეს ჩარტერული რეისებით ფრენა ვინ მოიფიქრა.იტალიაში ალბათ გონიათ ხვიჩამდე კარგი ფეხბურთელი არა გვყოლია.არადა როცა მსოფლიო ვარსკვლავების ცვენა იყო უმაღლესი დონის,ექსტრა კლასის ვარსკვლავები გვყავდა.მესხი,მეტრეველი,ხურცილავა,ძოძუაშვილი,ყიფიანი,გუცაევი,ჩივაძე და სხვა.გამოდის ნიგერიიდან ორი რეისი ხალხი უნდა ჩასულიყო ოსიმენის საყურებლად.
ვა რა დონეა
01 მაისი 2023 20:22
6
გადაიღალა ამდენი მატჩი ჩემპიონატი ლიგა ნაკრები თან ამ დონეზე ძალიან რთულია ფიზიკურად. ჩემი აზრით 1-2 მატჩი რო დასვენოს კარგი იქნება კვარასთვის.
Gio
01 მაისი 2023 19:47
1
წაიკითხეთ ბოლომდე ვრცელი ანალიზია მაგრამ ამომწურავი და არ ინანებთ. ხვიჩას პასს კი აძლევენ მაგრამ პრობლემა ისაა შორ და მოულოდნელ პასს არ აძლევენ.
მაგალითად ბოლო თამაშში ერთადერთი პასი იყო ხვიჩაზე 15 მეტრზე შორ მანძილზე. (ორი იყო, მაგრამ მეორე არ იყო ხვიჩას დრიბლინგზე და შესაძლებლობებზე გათვლილი პასი, არამედ ისე მისცეს როგორც საჯარიმოში მყოფ თავისუფალ მოთამაშეს, კარში დასარტყმელად)
ძირითადად კი ასე ხდება - ცენტრიდან ან მარჯვენა ფლანგიდან, ვიღაცა აძლევს პასს ანგისას, ანგისა მიდის ბურთით მარცხნივ და თან მიჰყავს ის მოწინააღმდეგე რომელიც მას დასდევს. მერე აწვდის მაგალითად ლობოტკას, ლობოტკაც მოძრაობს მარცხნივ, მიჰყავს ის მოწინააღმდეგე რომელიც მას დასდევს და აწვდის ოლივერას უფრო მარცხნივ, ოლივერა მიდის ორ მეტრში ხვიჩასთან თავისი მოწინააღმდეგის მოთამაშიანად და აძლევს პასს ხვიჩას, ლობოტკაც იქვეა, ის ანგისაც და ზელინსკიც თავიანთი ვიზავებიანად,
და ეს ვიზავები ყველა ერთად მიჰყავთ ხვიჩასთან, რომელსაც ისედაც უკვე ჰყავს თავისი ორი მიმაგრებული მცველი, და "აჰა შენ ბურთიო", აწვდიან ხვიჩას. ვუტრირებ, მაგრამ ძირითადად ასე ხდება.
არავითარი სისხარტე, მოულოდნელობა არ არის და პასს აწვდიან მაშინ, როცა ხუთი ექვს მოწინააღმდეგე მარცხენა ფლანგზეა უკვე გადალაგებული ხვიჩასთან,
ზოგი მიყვანილი და ზოგიც ისედაც მარცხენა.
მერე უკვირს ხალხს ხვიჩა უკან რატომ აბრუნებს პასს და რატომ არ მიდის ხშირად გამწვავებაზეო. სად უნდა გაამწვავოს ტყეა მის ირგვლივ.
მარიო რუის შემთხვევაშიც მასე ხდება. ოღონდ მარიო რუი უფრო თავდაჯერებულია და თვითონ აფასებს, და ზოგჯერ გადაჭარბებულად, რომ აღარ ღირს პასის მიცემა, ამოკეტილიაო.
საერთოდ არ ვაფარებ ხელს ამ შემთხვევაში ხვიჩას, რეალურად ასე ხდება.
როდის აკეთებს მომენტებს?! მაშინ როცა შემთხვევით მიდის ბურთი მასთან.
სხვა შემთხვევაში მთელ გუნდს "ხელით" მიაქვს ბურთი მასთან, თავისი მოწინააღმდეგეებიანად.
ამას ჭირდება მწვრთნელი და რაღაცა მონახაზის და ტაქტიკის გაკეთება, რომ ცოტა თავისუფალ მდგომარეობაში მიიღოს ხოლმე ბურთი კვარაცხელიამ და რაღაცა უნდა დაამუშაონ სხარტი და ცოტა შორი პასებისთვის.
თუ მწვრთნელს ეფექტურად უნდა კვარაცხელიას გამოყენება ასე უნდა ქნას და, თუ არ უნდა, მაშინ ქე თამაშობს ამ ალყაში როგორც მოუხერხდება ისე და კიც დაუვარდა სტატები.
რუბინში ეგრე არ იყო. იმ ზონიდან იწყებდა უკვე ხვიჩა სადაც ოლივერა და რუი თამაშობს ნაპოლიში. შესაბამისად მეტი სივრცე ჰქონდა. აქ კიდევ ათი კვადრატული მეტრი აქვს გამოყოფილი, თან სიგრძეზე, 2 მეტრი 5 მეტრზე, და გვერდით ხაზთან, იმის იქეთ რომ გადასულია ბურთი.
ამიტომ ვისარგებლებ შემთხვევი და კიდევ ერთხელ "შევუკურთხე" სპალეტის, რომელიც არ, ან ვერ იყენებს კვარაცხელიას მთელ შესაძლებლობებს მაქსიმალურად, მიმდინარე სეზონის სადღაც შუიდან შეუზღუდა მოქმედება და გააბა ტროლეიბუსის ხაზივით ცენტრის გვერდითი ხაზიდან მეტოქის კუთხურის ალამთან მხოლოდ ეს არი შენი არეალიო ამ ლუზერმა მელოტმა.
მილანთან რომ როსონერის 7 კაცში მარტო ერთი კვარა რო ჩანს ბურთით სურათზე ის შემთხვევა სამოთხეა ხვიჩასთვის იმასთან შედარებით რაც ზემოთ აღვწერე, რადგან იქ, საკუთარი მოთამაშეებიც ჰყავთ დამატებული და საერთოდ გალიაშია.
(ისე კი ძაან მაინტერესებს, ასე როგორ უნდა გაგასწროს მეტოქის კარისკენ მარცხენა ვინგერმა, რომ წამლად ერთი თანაგუნდელი არ ჩანდეს კადრში) მომდევნო სეზონში ძალიან დიდი თავსატეხის წინაშე უნდა დადგეს წესით სპალეტი და რაიმე იმოქმედოს რომ კვარა ოდნავ მაინც გამოათავისუფლებიოს თანაგუნდელებს ამ გალიებიდან თორე ეს კარგს არაფერს მოასწავებს, კვარა კრაიზე მიბმული და მის ირგვლივ მეტოქე მცველების ტყეპარკი.
Anjelo Antei
01 მაისი 2023 19:42
2
და კიდევ ერთი პრობლემა: 99% მიწიდან გაკეთებული პასები. მაღალი გადაცემები, ფლანგიდან ფლანგზე ანდა მეტოქის საჯარიმოში ბურთის გადაკიდება ფაქტიურად არ ხდება. “უაზროდ” ბურთის ფლობა (როგორც ესპანეთის ნაკრებია მაგალითად), რომელიც დიდ ენერგიას მოითხოვს და ბოლო დარტყმაზე ფაქტიურად ნახევრად ძალადაკარგულები ფეხბურთელებიღა არიან. არ შეიძლება ცრუ მეორე ნომრად ითამაშონ რიგ ფაზებში?! კონტრშეტევაზე იგივე ოსიმენი, კვარაცხელი რა ცუდათ თამაშობენ?! მაგრამ არა. მხოლოდ მშრალი სტატისტიკა ნაპოლის სასარგებლოდ. არანაირი ფანტაზია და მოულედნელობის ეფექტი, მხოლოდ ჯიუტად ერთი და იგივე ტაქტიკა ყველა თამაშში ნებისმიერ მეტოქესთან.
გიორგი
01 მაისი 2023 23:40
2
მთავარია თავდაჯერებულობა არ უნდა დაკარგოს, რათქმაუნდა გარედან ადვილია საუბარი კონკრეტულ მომენტში როგორ უფრო ჯობდა მაგრამ ძირითადად მოჭრილს და შორეულ კუთხეში ურტყამს ( რაც მაგრად გამოსდის თან ცოტა იყო თავის გამოჩენის მომენტიც გადამწყვეტი გოლის გატანა ყველას უნდა) ახლო კუთხეში ოჩოასთვის უფრო მოულოდნელი იქნებოდა, ვერ დავეთანხმები სპალეტის გარკვეული დროით თამამად შეუძლია ფლანგი შეუცვალოს მცველებისთვის მოულოდნელი და თავსატეხიც გაუჩნდებათ მესხის
ან რედონდოს ცნობილი ფინტზეც თუ იმუშავებს არსენალი გაუმრავალფეროვნდება. მის უკან მყოფი ფეხბურთელი პასს ვინც აძლევს ჩერდება ხვიჩას როცა პას აძლევენ ყველა ელოდება რომ მოტყუებაზე მიდის ამიტომ პასის მიმცემმა თავი უნდა შესთავაზოს ან კედელია იმიტირება ან მის უკან ჩარბენას უნდა აკეთებდნენ რომ გაუადვილდება ავტობუსის გავლა ასევე პენალტის დროსაც ფარული პაუზა აუცილებელია მჯერა კიდევ უფრო მოიმატებს გამოიმუშავებს მკვლელის ინსტინქტს და ბევრს იშრომებს ყველა მკრიტიკებელს დაადუმებს ჩვენკი ბევრჯერ გაგვახარებს, უფალი შეგეწევა შენ შენს ოჯახს შენ სამშობლოს.
კახა
01 მაისი 2023 17:10
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული