კვარაცხელიას გადასაბირებლად ოთხი ევროგრანდი იბრძვის

AutoSharing Option
Goal-ი Fichajes-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით ევროპის ოთხი გრანდია დაინტერესებული.

გამოცემის ცნობით, "რეალი", "ბაიერნი", "ჩელსი" და პსჟ ზაფხულში ქართველის გადაბირებას შეეცდებიან და ამ ოთხ კლუბს შორის ყველაზე აქტიური მადრიდული კლუბია, თუმცა "ბლანკოსის" სხვა კონკურენტები ფეხბურთელის წარმომადგენლებთან და გარემოცვასთან მუშაობას აგრძელებენ.

ამ სეზონში ყველა ტურნირზე ხვიჩამ "ნაპოლიში" 37 მატჩში 14 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა, კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი, მისი ფასი 85 მილიონი ევროა.

მკითხველის კომენტარები / 28 /
აქ ბოღმა ხალხს ნაპოლის ზღაოარი ეგონათ, მაგრამ კი ვნახეთ ნაპოლში გადასული მარტო კი არა, ნალოლის ლიდერი გახდა და სერია ა საც იგებს, დარწმუნებული ვარ კვარა ერთ ერთ გრანდში აუცილებლად ითამაშებს და თან წარმატებითაც, გასკდით გულზე თფუი თქვენი..
გოგა
00:04 03-05-2023
1
წამით არ უნდა დაფიქრდეს ისე უნდა დატოვოს ნაპოლი, ოღონდ რეალში და პსჯ-ში აზრი არ აქვს. ლივერპული დახატავდა. ვატყობ ოსიმენს გაყიდიან და ამას აკიდებენ მთელ პასუხისმგებლობას, წარუმატებლობის შემთხვევაში კიდე გადაუვლიან, როგორც მილანთან იყო. ყველამ კვარას შეაწმინდა ხელი
ლადო
19:40 02-05-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული