"ხვიჩა გუნდისთვის არ თამაშობს" - ფედელემ "კვარა" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ "ნაპოლისა" და "სალერნიტანას" (1:1) მატჩის შემდეგ Radio Marte-ს ეთერში "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია გააკრიტიკა. მისი თქმით, ქართველი არა გუნდისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის თამაშობს.

"ნაპოლიმ" ამ სეზონში დაამტკიცა, რომ უძლიერესი გუნდია, მაგრამ რამდენიმე მოთამაშე ძველებურ დონეზე ვეღარ გამოიყურება, პირველ რიგში კი - კვარაცხელია. ქართველი ბოლო პერიოდში არა გუნდისთვის, არამედ საკუთარი თავისთვის თამაშობს. ხვიჩა მუდამ დრიბლინგის შესრულებას ცდილობს, მაშინაც კი, როცა ამის საჭიროება არ არსებობს" - განაცხადა ფედელემ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლის" მაისურით
მიმდინარე სეზონში ჯამში 37 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altკვარაცხელიას გადასაბირებლად ოთხი ევროგრანდი იბრძვის

altსასოწარკვეთა, ტკივილი და გაუთავებელი ცრემლები - ნეაპოლელი ბავშვების რეაქცია "სალერნიტანასთან" მატჩის შემდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 23 /
ეს რა ჭირი გვჭირს, ხალხო. აუდიო დრაივერი მაინც გაუთიშონ სახეზე, ან ინტერნეტი გამოურთონ ოფისის კომპში ამ დიად ექსპერტს. აშკარად სამსახურივით აქვს კვარაცხელიას კრიტიკა, ლამაზი გოლის დაკნინება და სხვა. ეტყობა ფულს უხდიან ამაში. თუ იძულებულია კარგი თქვას ხვიჩაზე, მაშინ ყველაფერს ისე ატარებს, თითქოს მარტივია და მასე საშუალო დონის ფეხბურთელსაც ხომ გამოუვიდოდაო, რა. ანუ, ტიპი მუდმივად აუბრალოვებს ხვიჩას შრომას, მონდომებას. არ გადაეკიდა კაცო.
ნეტავ ხვალ, შენ და შენნაირებს ხვიჩამ დუბლით ან უკეთესი, 3 გოლით მოგაკეტინოს და მატჩის შემდგომი საფეხბურთო განხილვებში ამის ძალად ღიმილიანი სახე მანახა
ლევანი
19:59 03-05-2023
2
ნამდვილად ვერ გავამტყუნებ რომ საჩემპიონო გოლის შეგდება უნდოდა, ბოლო თამაშები ისეთი იყო კვარას აშკარად ეტყობოდა რომ გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი საჩემპიონო გოლების გატანა უნდოდა, სხვათაშორის ოსიმენსაც იგივე ეტყობოდა.. ასე რომ აიღებენ იმ აუცილებელ ერთ ქულასაც და ყველა ნახავთ როგორი პროდიქტიული გახდება და პასების მანქანა.
papai
12:56 03-05-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული