სპალეტი: კვარაცხელია ძალიან მაგარია, მაგრამ რაღაცები ჯერ კიდევ სასწავლი აქვს

AutoSharing Option
"უდინეზესთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "ნაპოლის" მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა:

"ჩემი კონტრაქტი? უფრო მნიშვნელოვანი საკითხები არსებობს და საკუთარ თავს მუდამ ვუსვამ კითხვას: "შემიძლია თუ არა, ამ აუდიტორიას მივცე ის, რასაც იმსახურებს?" მე გუნდის სამომავლო პოტენციალს ვხედავ, შემდეგ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება სატრანსფერო ბაზარზე და პერსპექტივიდან გამომდინარე, შეგვიძლია უფრო წარმატებულნი ვიყოთ.

სკუდეტოს მოპოვება დიდი სიამოვნებაა, რაც საშუალებას მოგვცემს, მომავალში თავი უფრო კომფორტულად და თვითდაჯერებულად ვიგრძნოთ. ჩემი ცხოვრების დარჩენილ წლებში ბედნიერი ვიქნები, როგორც საფეხბურთო, ასევე პირადულშიც.

"კვარა"? ის
ლაღი და მომხიბვლელი ფეხბურთელია, ძალიან მაგარია, ტოპ-მოთამაშეა. რაღაცები ჯერ კიდევ აქვს სასწავლი, მაგალითად, დაცვით ფაზაში უკეთ მოქმედება. "სალერნიტანასთან" გაშვებული გოლისას, ბურთის ზონაში იმყოფებოდა. მატჩისას ბევრი ისეთი ნიუანსია, რომლებიც დასახვეწია.

დი ლორენცო საუკეთესო განაპირა მცველია, ერთადერთია, ვისაც ყველა შეხვედრის სტაბილურად ჩატარება შეუძლია. მეტოქეთა მიმართ უგულოა.

გზავნილი "ნაპოლის" გულშემატკივრებისადმი მომავალ ორ წელიწადში? არ ინერვიულოთ, ვიდრე მე აქ ვარ, გუნდი მაქსიმალურად მობილიზებული იქნება".

მომზადებულია Areanapoli-ს მიხედვით

altარც "კვარა" და არც ოსიმენი - ცნობილია, ვისი შენარჩუნება სურს დე ლაურენტისს ყველაზე მეტადalt"კვარა" და ოსიმენი ამ ზაფხულს "ნაპოლის" დატოვებენ" - ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა "პარტენოპეიზე" ისაუბრა
alt"ხვიჩა გუნდისთვის არ თამაშობს" - ფედელემ "კვარა" კიდევ ერთხელ გააკრიტიკა
alt"ნაპოლის" ზეიმის ჩაშლას ახლა "უდინეზე" ეცდება - სერია "ა"-ში დარჩენილი მთავარი ინტრიგები...

მკითხველის კომენტარები / 22 /
ეს კიდევ თავისას აწვება! ლუჩანო კვარა არ არის მცველი, ოლივეირა რომ არ შეგეცვალა ცენტრალური მცველი ჟესუსით, უდიდესი ალბათობით უკვე ჩემპიონები იქნებოდით! კვარას კიდევ მეტი გასაქანი სჭირდება, რომ პირველ რიგში თავისი ძირითადი საქმე აკეთოს შეტევაში!
Irakli
18:48 03-05-2023
7
სპალეტის დიდი მინუსი ისაა რომ თავის შეცდომებს არ აღიარებს ან ვერ ხედავს.. ოლივეირა რატო გაიყვანა როცა იცის რომ კვარა 80 წუთზე უკან და წინ სირბილს არ დაიწყებდა კვარას უნდა მარსელოს ან თეო ერნანდესის მსგავსი მცველი რომ კატენაჩო დაცვა ცოტა გაიწელოს მის ფლანგზე... კლობის ხელში სულ სხვა კვარას ვნახავდით თავტვლიპა ძაან ზღუდავს არც კრაის შეცვლის უფლებას არ აძლევს არც ოსიმენის უკან რო იმოძრაოს... მიაჯაჭვა ამირანივით კუთხურის ალამს და უნდა მთელი გუნდი მოარტყუოს მეკარიანად და მერე სზვას დაუგოროს ბურთი ))) სპალეტის თვალში რო ასისტი უფრო ფასობს ))
Roni
19:59 03-05-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული