"აწი იცნობენ კვარას წარმომადგენლებს, ძმებო" - რა სტატუსი დაწერა ხვიჩამ, რომელიც მალევე წაშალა და ვინ იყო ადრესატი

AutoSharing Option
33-წლიანი პაუზის შემდეგ "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში მესამედ გახდა.

გამარჯვების შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ საკუთარ "ფეისბუქგვერდზე" პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მალევე წაშალა:

Sportall.Ge

"აწი იცნობენ კვარას წარმომადგენლებს, ძმებო"

ხვიჩამ ეს პოსტი, სავარაუდოდ, მაგდა კლდიაშვილს მიუძღვნა, რომელმაც "მთავარ არხზე", გადაცემაში "სპორტი დიდ ქალაქში" პირდაპირ ეთერში განაცხადა:

"მე არ ვარ ილუზიების მიმდევარი ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ხვიჩა არის რაღაცა ფენომენალური ფეხბურთელი, რომელსაც მარტო შეუძლია საქართველო რაიმე ტურნირზე გაიყვანოს. "ნაპოლი" იყო ტყუილი. მე არ ვიცი, ხვიჩას წარმომადგენლები ვინ არიან, ვისაც ნეაპოლის ქუჩებში სახეზე ცნობენ, გარდა
იმისა, რომ ნაპოლის პრესამ ეს ამბავი უარყო, ქართული მედია მაინც ჯიუტად დგას და ლაპარაკოს ამაზე, ბათუმის იქით შანსი არ იყო, ესენი სადმე წასულიყვნენ".


მკითხველის კომენტარები / 42 /
მაგარი ადამიანია! როგორ უნდოდა რომ წამოეძახებინა, წამოცდა მაგრამ უმალ გაიღვიძა მისმა თავმდაბლობამ. მაგ თავმდაბლობით უფრო მაღლა დგახარ ვაჟკაცო!
გიგლა
14:28 12-05-2023
1
ძაღლი ყეპს ქარავანი მიდის.გაიხარე ხვიჩა როგორც შენ ნამდვილ ქართველებს ახარებ, 7 მაის ისეთი სიამაყით დავდიოდი ნაპოლში ქართული დროშით, თბილისში არ მივლია ასე.
levani
15:36 10-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული