ესპანური "ვალენსია" დიდ კრიზისშია, გუნდს ფინანსურ პრობლემებთან ერთად ლა ლიგიდან დაქვეითება ემუქრება. ამ მომენტისთვის "ღამურები" 34 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა მე-18-ადგილოსან (გასავარდნი ზონა) "ხეტაფესაც" ამდენივე ქულა აქვს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გუნდი მზადაა გიორგი მამარდაშვილი გაყიდოს, მიუხედავად იმისა, დარჩებიან თუ არა სათამაშოდ რანგით უმაღლეს დივიზიონში.
"საშინელებაა "ვალენსიას" ასეთ მდგომარეობაში ხილვა. სავარაუდოდ, კლუბს ახლანდელი პრეზიდენტიც დატოვებს, რის შემდეგაც რევოლუციური ცვლილებები დაიწყება.
რაც შეეხება მამარდაშვილს, ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, გიორგის სამსახურით "ვილიარეალია" დაინტერესებული, რომელიც მზადაა ქართველი მეკარის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს,
რაც 10 მილიონით ნაკლებია, ვიდრე გიორგის საბაზრო ღირებულება.
მომზადებულია superdeporte-ს მიხედვით