მამარდაშვილი "ვალენსიას" სეზონის ბოლოს ყველა ვარიანტში დატოვებს - ერთ-ერთმა ესპანურმა გუნდმა უკვე თანხაც დაასახელა

AutoSharing Option
ესპანური "ვალენსია" დიდ კრიზისშია, გუნდს ფინანსურ პრობლემებთან ერთად ლა ლიგიდან დაქვეითება ემუქრება. ამ მომენტისთვის "ღამურები" 34 ქულით მე-17 პოზიციაზე იმყოფებიან, თუმცა მე-18-ადგილოსან (გასავარდნი ზონა) "ხეტაფესაც" ამდენივე ქულა აქვს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ესპანური გუნდი მზადაა გიორგი მამარდაშვილი გაყიდოს, მიუხედავად იმისა, დარჩებიან თუ არა სათამაშოდ რანგით უმაღლეს დივიზიონში.

"საშინელებაა "ვალენსიას" ასეთ მდგომარეობაში ხილვა. სავარაუდოდ, კლუბს ახლანდელი პრეზიდენტიც დატოვებს, რის შემდეგაც რევოლუციური ცვლილებები დაიწყება.

რაც შეეხება მამარდაშვილს, ესპანურ მედიაზე დაყრდნობით, გიორგის სამსახურით "ვილიარეალია" დაინტერესებული, რომელიც მზადაა ქართველი მეკარის სანაცვლოდ 15 მილიონი ევრო გადაიხადოს,
რაც 10 მილიონით ნაკლებია, ვიდრე გიორგის საბაზრო ღირებულება.

მომზადებულია superdeporte-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
Რატომ უნდა გადაიხადონ ბევრი, ერთი ამიხსენი. შენი Მშობლიური გუნდია ვალენსია რომ მის ბიუჯეტზე ზრუნავ? რაც ნაკლებად შეელევიან მით უფრო მეტი შანსია რომ გიორგი კარგმა კლუბმა წაიყვანოს და წნეხიც ნაკლები ექნება, მასში რომ კოლოსალური თანხა არ იქნება გადახილი. Ცოტა რომ დაფიქრდეთ არ შეიძლება? Ტვინი რისთვის გაქვთ?
Სმტ
15:08 06-05-2023
0
ცოტაა ძალიან 30 მაინც უნდა გადაიხადონ
ვასილი ალიბაბაევიჩი
18:17 05-05-2023
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული