"ბარნლი" მიქაუტაძის შესაძენად იბრძვის და "მეცს" დიდ თანხას სთავაზობს

AutoSharing Option
"ბარნლი" მზადაა, გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ "მეცს" 12 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Team Talk-ი იტყობინება. წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერის წინააღმდეგი არც ფრანგული კლუბია, რადგან ქართველის სანაცვლოდ დიდი თანხის მიღება სურთ.

მოგეხსენებათ, ვინსენ კომპანის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგაში იასპარეზებს, ამიტომ "კლარეტები" მზად არიან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურონ.

შეგახსენებთ, მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში "მეცის" მაისურით 32 მატჩი გამართა, თავი კი 20 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"სად გავაგრძელებ კარიერას"? - გიორგი მიქაუტაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

altგიორგი მიქაუტაძემ

"მეცთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

alt"ოქროს ბუცი" გიორგი მიქაუტაძეს

მკითხველის კომენტარები / 7 /
მომავალი წლიდან ტოპ ლიგებში ჩვენს მოთამაშეებს - დავითაშვილი და მიქაუტაძეც შეემატება. იმედია, ლოჩოშვილიც შეინარჩუნებს ადგილს და რომელიმე სერია ა-ს გუნდი თვალს დაადგამს.
კვარადონა
05:23 07-05-2023
0
ჩემი აზრით არ გაუჭირდება პრემიერლიგაში ადაპტაცია გიოს.ძალისმიერ ჩემპიონატში და ჯეჯგვ მცველებთან თამაშის გამოცდილება უკვე აქვს გიოს,სადაც ბომბარდირიც კ არის ჩემპიონატის.პლუს პრემიერლიგა არაა ტიპიური ბრიტანული ჩემპიონატი,ჩემპიონშიპისგან განსხვავებით.სწრაფი და მოქნილი ფორვარდია გიო,პლუს ფლანგზეც შეუძლია თამაში,უკანდახეულ ფორვარდად,ცენტრფორვარდად,მოკლედ მისი ჩაკეტვა არც ისე მარტივი იქნება მცველებისთვის.სადაც მასსავით ტანმორჩილმა ჯეიმი ვარდიმ შეძლო პრემიერლიგაში გაბრწყინება,იქ გიომაც უნდა შეძლოს ჩემი აზრით.სულაც არ იქნება აუცილებელი 20 გოლი გაიტანოს პირველივე სეზონში,10 გოლიც კარგი შედეგი იქნება.
მეზღვაური
19:05 06-05-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული