"ბარნლი" მიქაუტაძის შესაძენად იბრძვის და "მეცს" დიდ თანხას სთავაზობს

AutoSharing Option
"ბარნლი" მზადაა, გიორგი მიქაუტაძის სანაცვლოდ "მეცს" 12 მილიონი ევრო შესთავაზოს. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა Team Talk-ი იტყობინება. წყაროს ცნობით, აღნიშნული ტრანსფერის წინააღმდეგი არც ფრანგული კლუბია, რადგან ქართველის სანაცვლოდ დიდი თანხის მიღება სურთ.

მოგეხსენებათ, ვინსენ კომპანის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო სეზონში პრემიერ ლიგაში იასპარეზებს, ამიტომ "კლარეტები" მზად არიან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე იაქტიურონ.

შეგახსენებთ, მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში "მეცის" მაისურით 32 მატჩი გამართა, თავი კი 20 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"სად გავაგრძელებ კარიერას"? - გიორგი მიქაუტაძემ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

altგიორგი მიქაუტაძემ

"მეცთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

alt"ოქროს ბუცი" გიორგი მიქაუტაძეს

მკითხველის კომენტარები / 7 /
მომავალი წლიდან ტოპ ლიგებში ჩვენს მოთამაშეებს - დავითაშვილი და მიქაუტაძეც შეემატება. იმედია, ლოჩოშვილიც შეინარჩუნებს ადგილს და რომელიმე სერია ა-ს გუნდი თვალს დაადგამს.
კვარადონა
07 მაისი 2023 05:23
0
ჩემი აზრით არ გაუჭირდება პრემიერლიგაში ადაპტაცია გიოს.ძალისმიერ ჩემპიონატში და ჯეჯგვ მცველებთან თამაშის გამოცდილება უკვე აქვს გიოს,სადაც ბომბარდირიც კ არის ჩემპიონატის.პლუს პრემიერლიგა არაა ტიპიური ბრიტანული ჩემპიონატი,ჩემპიონშიპისგან განსხვავებით.სწრაფი და მოქნილი ფორვარდია გიო,პლუს ფლანგზეც შეუძლია თამაში,უკანდახეულ ფორვარდად,ცენტრფორვარდად,მოკლედ მისი ჩაკეტვა არც ისე მარტივი იქნება მცველებისთვის.სადაც მასსავით ტანმორჩილმა ჯეიმი ვარდიმ შეძლო პრემიერლიგაში გაბრწყინება,იქ გიომაც უნდა შეძლოს ჩემი აზრით.სულაც არ იქნება აუცილებელი 20 გოლი გაიტანოს პირველივე სეზონში,10 გოლიც კარგი შედეგი იქნება.
მეზღვაური
06 მაისი 2023 19:05
0
დიდი იმედი მაქვს რომ ეს ტრანსფერი შედგება, რადგან დიდი ალბათობით მეცი ვერ გადავა ლიგა-1 ში და ბარლის ეტყობა რომ ნამდვილად უნდა მიქაუტაძე გუნდში შარშანაც დაიწერა ბარლის ინტერესზე და პირადად კომპანიც უკვე დიდი ხანია აკვირდება ამ ფეხბურთელს და სიმპატიები აქვს ჯერ კიდევ ბელგიაში რომ იყო მაშინ იწერებოდან რომ ანდერლხტს უნდოდა გიორგი როცა კომპანი ანდრელეხტში იყო და თუ გადავა ბარლიში იქ ნამდვილად ექნება სათამაშო პრაქტიკა და დღეს პრემიერ ლიგა საერთოდ რა დონეზეა და რა მაშტაბებზე გასული ეგ ყველამ იცის იქ თამაში არი ფეხბურთელების ოცნება.
gio
06 მაისი 2023 17:27
1
ნამდვილად კარგი ამბავია, რადგან მიუხედავად ოპტიმიზმისა, რეალურები უნდა ვიყოთ, რომ მიქაუტაძის გადასვლა აუცილებელია, ვინაიდან დიდი ალბათობით მომავალ წელს ლიგა 1-ში ჰავრი და დავითაშვილის ბორდო გადავლენ...
ერთგვარად ორი კარგი საქმე მოხდება, რადგან ორივე ქართველი უმაღლეს ლიგაში გააგრძელებს კარიერას!
ლაშა
06 მაისი 2023 17:13
0
რამე უფრო კარგ გუნდში ვისურვებდი ბარნლი რაღაც ვერა რა.. თან 12 მილიონი ძაან ცოტაა ჟორჟისთვის, უფრო მეტს იმსახურებს იმიტო რო ძაან კლასნია. ქართველებს ლიგა არ გვივარგა თორე ფეხბურთელები ძალიან ყოჩაღები არიან.
ბაჩო
06 მაისი 2023 16:37
1
genacvale
Juve
06 მაისი 2023 16:22
0
ღმერთმა ქნას გამოვიდეს, ძალიან გამიხარდება. ეს ბიჭი ძალიან კარგი თავდამსხმელი დადგება და არის კიდევაც. არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან ჰგავს რამაზ შენგელიას.დიდი სურვილი ჩემი და არა მარტო ჩემი,რომ ჟორჟს კარიერა იმაზე ნაკლები არ ჰქონდეს, რაც რამაზს ჰქონდა.
იმედი მაქვს,მეცი ხელს არ შეუშლის ამ გარიგების შედგომას და კიდევ ერთ სუპერლიგაში გვეყოლება კიდევ ერთი ჩვენი იმედი. წარმატებები ჩვენო გიორგი ყველაფერში.
პ.ს. ბარნლის მაისური უკვე შევიგულიანე :)
Mr.kostaia
06 მაისი 2023 13:29
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული