მარადონამ მეფედ კვარაცხელია "აკურთხა" - ნიგერიაში მღელვარება დაიწყო

AutoSharing Option
დღეს გვირგვინი მხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ახალ მეფეს, ჩარლზ მესამეს როდი დაადგეს - სერია A-ს საიტმა თავის "ფეისბუქის" გვერდზე ნახატი გამოაქვეყნა, სადაც "ნაპოლისა" და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ მეფედ ტახტზე გამოსახული ხვიჩა კვარაცხელია "აკურთხა". სურათს წარწერა აქვს გაკეთებული: "ნეაპოლში ახალი მეფის კორონაცია გაიმართა".

ამან კვარაცხელიას თანაგუნდელის ვიქტორ ოსიმენის სამშობლოში აღშფოთება გამოიწვია. მათი აზრით,  საუკეთესო მათი თანამემამულეა და სოციალურ ქსელებში იტალიას რასისტულ ქვეყანას უწოდებენ.

"ეს დიდ კითხვებს იწვევს", - წერს Nairaland-ი. Pulsesports-ი კი აღნიშნავს, რომ ნიგერიელები მეფედ ვიქტორს, ხოლო სერია A-ს
რასისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.

ამ სეზონში ჩემპიონატზე ოსიმენმა 22 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო კვარაცხელიას ანგარიშზე 12 გოლი და 10 საგოლე პასია.

მკითხველის კომენტარები / 50 /
მეფე ხვიჩაა, მაგრამ ოსიმენის გულშემატკივრებს რო არ ეწყინოთ -ოსიმენი დედოფლად დავსვათ
Oto
11 მაისი 2023 21:28
0
სანაია ნიგერიის პრეზიდენტად.........
სვანსკი
10 მაისი 2023 10:24
0
ნიგერიაში სასტიკი გაჭირვებაა და ხალხი ვერ გამოვიდა კომპლექსებიდან. არის თუ არა ყველაფერს რასიზმად ნათლავენ. უნდა გავუგოთ, ცოდვები არიან.
გიორგი
08 მაისი 2023 18:10
0
მაგარი ბოღმიანი ხალხია, ყველგან სადაც კვარა ოსიზე ზევით დგას ღიზიანდებიან.. ფუი ამათი მელოჩნიკი
papai
08 მაისი 2023 10:17
0
კვარას არ დასდევდეს მოწინააღმდეგის 3 მცველი ზოგჯერ მეტიც და ოსიმენს რა თავისუფალი სივრცე დარჩებოდა გოლის გასატანად მერე ენახათ აღარფერს ვამბობ კვარას სტატისტიკაზე ჩაკეტილი თამაშის გახსნაზე და იმ საფეხბურთო შოუზე რასაც კვარა დგამს! თან ეს მხოლოდ დასაწყისია!!!
ნკ
07 მაისი 2023 18:24
1
Kvaras gareshe ver moigebdnen faqtia Gadavida kvara da moigo pirvelive wels ai vin aris mefe...osimeni 3 welia aq ari da pirvelive wels ratom ver moigo mashin???
289
07 მაისი 2023 18:21
0
ვიქტორას ათქმევინონ ორი სიტყვა და მორჩა ბაზარი! მჯობიაო კვარა! გარკვევით იტყვის!
ლუჩა
07 მაისი 2023 18:16
0
პირველ რიგში მოგესალმებით ყველას, რა მინდა ვთქვა გადავხედე კომენტარებს და გული მეტკინა ადამიანურად იმის მაგივრად რომ ამ ნიუსით გეამაყათ და გახარებული ყოფილიყავით პირიქით დაიბოღმა ბევრი ეს კი ქართველს არ შეშვენის მითუმეტეს რომ იტალიელებმა აღიარეს ჩვენი ოქროს ბიჭი და ჩვენ უნდა დავაკნინოთ? არ გვხვენიათ? მეორე კიდე როგორ შეიძლება შეადარო ეს ორი ერთმანეთს ორივეს განსხვავებული პოზიცია და როლი აქვთ გუნდში იტალიელები სწორედ ამ როლის და მნიშვნელოვის გამო უწოდებენ მეფეს და არა იმიტომ რამდენი გოლო გაიტანა...გაუმარჯოს კვარას ჩვენ სიამაყეს წარმატებები და ულევი სიხარული მას
Zellllll
07 მაისი 2023 18:05
0
მოკლედ ეს რა იციან რა,რამეს თუ არ შეუსრულებენ ეგრევე რასისტობას მიაწერენ ხოლმე.მაგათზე დიდი რასისტი ვინაა ახლა.
გეგი
07 მაისი 2023 17:33
0
სერია ა-ს მეფე, ქართველია.
ლიგა 2-ს მეფე ქართველია.
გაგრძელება იქნება.
100%
07 მაისი 2023 16:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული