საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში „მეცი“ გასვლაზე „ნიორს“ 2:1 ამარცხებს.
სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტები ვერ გამოიყენეს, სამაგიეროდ გამოიყენა ელფეგემ, რომელმაც თავურით დააწინაურა თავისი გუნდი. თუმცა, მალე მიქაუტაძემ მაზიზის მოპოვებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა. მიქაუტაძემ ზედიზედ მეოთხე მატჩში, მიმდინარე სეზონში კი 21-ე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში მაზიზმა "მეცი" წინ გაიყვანა.
"ბარნლი" მიქაუტაძის შესაძენად იბრძვის და "მეცს" დიდ თანხას სთავაზობს