მიქაუტაძე შეუჩერებელია - დუბლი შეასრულა და ზედიზედ მეორედ გახდ ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელი [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის 34-ე ტურში „მეცმა“ გასვლაზე „ნიორი“ 3:1 დაამარცხა და კვლავ გამოიჩინა თავი გიორგი მიქაუტაძემ.

სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტები ვერ გამოიყენეს, სამაგიეროდ გამოიყენა ელფეგემ, რომელმაც თავურით დააწინაურა თავისი გუნდი. თუმცა, მალე მიქაუტაძემ მაზიზის მოპოვებული პენალტით ანგარიში გაათანაბრა.

შესვენების შემდეგ მაზიზმა „მეცი“ წინ გაიყვანა, ხოლო 83-ეზე ქართველმა დუბლი შესრულა და 90-ე წუთზე შეცვალეს.

გიორგიმ, რომელიც აპრილსა და მარტში ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, ზედიზედ მეოთხე მატჩში, მიმდინარე სეზონში კი 22 გოლი გაიტანა.

„მეცი“ 62 ქულით მესამე ადგილზეა, „ბორდოს“ 3 ქულით ჩამორჩება და 13 მაისს „გრენობლს“ უმასპინძლებს.

ნიორი. „რენე გაიარი“
ნიორი - მეცი 1:3
გოლები: 1:0 ელფეგე (42), 1:1 მიქაუტაძე (45, პენ), 1:2 მაზიზი (51), 1:3 მიქაუტაძე (83)

მკითხველის კომენტარები / 14 /
Nakrebi.ge-ზეა ლაივები. ზუკა და ჟორჟი უკეთესს იმსახურებენ. ვიყოთ რეალისტები. ლე ავრი არ გაანიავებს უპირატესობას ასე ცოტა ხანში. ჯობია ბორდოს გადასვლას ვუგულშემატკივროთ ლიგა 1ში და გიორგი გადავა დიდი ალბათობით პრემიერ ლიგაში. კომპანი მის საყიდლად ყველაფერს გააკეთებს და მეცზე უკეთეს გუნდში ნამდვილად გადავა. პრემიერ ლიგა უკვე სხვა დონეა. აიხდენს ოცნებას და უკეთ გავიგებთ რამხელა შესაძლებლობები აქვს
Haaland
00:40 07-05-2023
0
მხეცი ხარ ჟორჟ! შენ გენაცვალე, ასეთი ჟილკიანი ფეხბურტელი ბევრი ნამდვილად არაა. სულ გოლზეა დაგეშილი.
დიდება საქართველოს!
ლევანი
23:37 06-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული