ფეხბურთში საქართველოს ნაკრების ნახევარმცველის - გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ უფრო მეტს მისი დედა, მთვარისა რუხაძე მოგვითხრობს.
- ფეხბურთისადმი ინტერესს ძალიან პატარა ასაკიდანვე ავლენდა. სახლში სულ ბურთით თამაშობდა, ხან რას გატეხდა და ხან რას დააზიანებდა. ეზოში რომ ჩავიყვანდი, იქაც
- ვარჯიშზე წასვლა უხაროდა?
- ძალიან, მწვრთნელი 5 საათზე რომ გვიბარებდა, ჩვენ იქ 4-ზე უნდა მივსულიყავით. ძალიან მშრომელი იყო, დაუზარელი, მიზანდასახულიც. არ მახსოვს შემთხვევა, ვარჯიშზე წასვლა ერთხელ მაინც დაზარებოდა.
- გიორგის პირველი წარმატებას როგორ გაიხსენებთ?
- "ნორჩი დინამოელი" ძალიან კარგი, შეკრული გუნდი იყო. გიორგი ტურნირებზე სულ დადიოდა. 10-11 წლის იქნებოდა, დავით ყიფიანის სახელობის ტურნირზე რომ გავიდა. გუნდმა კარგად ითამაშა, მოიგეს და ბუნებრივია, მშობლები გახარებულები ვიყავით. ჩემგან ოდნავ მოშორებით ჩივაძე იდგა. ბუნებრივია, არ იცოდა, რომლის მშობელი ვიყავი. გვერდით მდგომს გიორგიზე ეუბნებოდა, - ეს რა მაგარი ბავშვია, პატრონი თუ ჰყავს, მაგარი ფეხბურთელი გამოვაო. გიორგიმ ის თამაში მართლაც კარგად ჩაატარა, პრიზს თითქოს არ ველოდი, მაგრამ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი ჩაკვეტაძე დაასახელეს. დედისთვის ეს იცით, რას ნიშნავს? ძალიან გამიხარდა-მეთქი, რომ ვთქვა, ესეც ცოტაა, იმ ემოციის გადმოცემა შეუძლებელიც კი არის. შენს შვილს შრომა რომ უფასდება, ძალიან ბედნიერი ხარ.
- ბავშვობაში ვარჯიშზე ყოველთვის თქვენ დაჰყვებოდით?
- დიახ, სულ მე ვატარებდი, რა დღეები გვაქვს გადატანილი, ყინვაში, სიცივეში... ვარჯიშზე მოსკოვის გამზირიდან დავდიოდით და გზაში ლამის 2 საათი გვჭირდებოდა. მის გაკეთებულ სიკეთეებზე ვერ ვილაპარაკებ, ბევრი მეც არ ვიცი, ხან ვინ მეუბნება მადლობას და ხან - ვინ.
- გოგონები არ აქტიურობენ?
- გოგონები უფრო აქტიურობდნენ, აქ რომ იყო, ეზოში მოდიოდნენ და ყვიროდნენ: "ჩაკვე, ჩამოდი! ჩაკვე, ჩამოდი!"
- ჩადიოდა?
- არა, იმდენად თავმდაბალი და წყნარი იყო (იცინის). ბოლო დროს, გიორგისთან ჯანმრთელობის გამო ვეღარ ჩავდივარ, ადრე უფრო ხშირად ვიყავი და ამასაც განვიცდი.

ნელ -ნელა საკუთარ ძალის რწმენაც საბოლოოდ დაგიბრუნდება და ამის მერე ყველა დაინახავს შენს სიძლიერეს!
ყველაფერში ბრძოლა ბოლომდე!