Relevo: მამარდაშვილის 25 მილიონად შეძენა მხოლოდ ინგლისურ კლუბებს შეუძლიათ

AutoSharing Option
"ვალენსია" მეკარე გიორგი მამარდაშვილს 25 მილიონ ევროზე ნაკლებად ვერ შელევა, - ამის თაობაზე ინფორმაციას Relevo ავრცელებს.

გამოცემის მტკიცებით, "ვალენსიას" მფლობელ პიტერ ლიმთან სინგაპურში კლუბის პრეზიდენტი ლეი ხუნ ჩანი, ტექნიკური მდივანი მიგელ ანხელ კორონა და კოორპარატიული დირექტორი ხავიერ სოლისი ტრანსფერების შესათანხმებლად ჩავლენ, სადაც მთავარი განსახილველი მამარდაშვილის საკითხი იქნება, რათა 2021 წელს სულ რაღაც 850 ათას ევროდ შეძენილი ფეხბურთელი რაც შეიძლება მაღალ ფასად გაასხვისონ:

"მამარდაშვილის ტრანსფერი შობის შემდეგ აქტუალურია. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ქართველით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბია დაინტერესებული, თუმცა ჯერ მის შესახებ
"ღამურებისთვის" კონკრეტული წინადადებით არავის არ მიუმართავს. ლა ლიგის რამდენიმე წარმომადგენელმა და მათ შორის "ვილიარეალმა" ფეხბურთელის ფასი იკითხეს. თავად გიორგის ინგლისში გადასვლის სურვილი ორი მიზეზით აიხსნება: პირველ რიგში, ვინაიდან მსოფლიოში საუკეთესო ლიგად თვლის და მეორე - მხოლოდ იქაურ კლუბებს შეუძლიათ "ვალენსიას" მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა. მეკარის გარემოცვამ დიდი ხანია იცის, რომ კლუბის მიზანი ტრანსფერის დაახლოებით იმ ფასად განხორციელებაა, რომელიც ფიქსირებულ  თანხას, 25 მილიონს არ აღემატება. ეს ის წინადადება იქნება, რომელმაც შეიძლება ყველა მხარე დააკმაყოფილოს, პლუს გარკვეული თანხა შემდგომი გაყიდვიდან. სწორედ ამას შესთავაზებს ამ კვირაში კორონა ლიმს.

ფინანსურ კრიზისში მყოფი "ვალენსია" აგრეთვე მარკოს ანდრეს და იუნუს მუსას შესახებ მოისმენს შეთავაზებებს, რამეთუ ზამთარში თავისუფალ აგენტებად მყოფი მოთამაშეების დამატებაც ვერ შეძლეს. ამ მიზეზთა გამო შეეცდებიან, რაც შეიძლება მალე გაჩარხონ ძვირი ტრანსფერი (გამონაკლისი მამარაშვილისთვის მოულოდნელი გასხვისებაა), რათა ზაფხულში ეკონომიკური ბაზის შესაქმნელად რაიმე მოიმოქმედონ".

მკითხველის კომენტარები / 1 /
დე ხეას ნაცვლად კარგი იქნებოდა მამარდა!
ლაშა
00:01 10-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული