კარგი ამბავი: მარადიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდება და ივნისში ნაკრებში გამოიძახებენ

AutoSharing Option
РБ Спорт-ი დიდი ხანია ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, რაც რუსულმა მედიამ ყოველ ჯერზე უარყო. და აი, აღნიშნულმა გამოცემამ უკვე კონკრეტული სიახლე გვამცნო:

"ჩვენი ინფორმაციით, კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დასკვნით სტადიაზეა.

ფეხბურთელი არასოდეს არ გამოუძახიათ რუსეთის ნაკრებში, ამიტომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. РБ Спорт-ისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მარადიშვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე იმედებს ამყარებს მარადიშვილზე და ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან (17 ივნისს) და შოტლანდიასთან (20 ივნისს) მატჩებისთვის გამოძახებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა "ლოკომოტივის" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა".

მკითხველის კომენტარები / 116 /
რუსული ფრთა გაძლიერდა ეროვნულ ნაკრებში,ისევე როგორც ქვეყანაში!
ლადო
10 მაისი 2023 15:19
4
ეს უარზე იყო და ახლა გაუჭირდა, ნახა რო რუსული ფეხბურთი კაი ხანი ნეხვში იქნება, ზამენის ფეხბურთელია რუსეთში, დიდი ვერაფლის მომტანი ვერ იქნება, საბა საზანოვს თავიდანვე უნდოდა საქართველოს ნაკრებში თამაში.
irakli
10 მაისი 2023 15:12
2
არ გვჭირდება,უმაგისოდ გავალთ ფონს როგორმე.
Mr.Kostaia
10 მაისი 2023 14:40
14
ადრე სხვა პოზიცია მქონდა, მაგრამ კარგად რომ შევხედოთ, ადამიანი სადაც იბადება, იზრდება და რა გარემოცვა ყავს, იმათთან აიგივებს თავს. ჩვენ შეგვიძლია რუსების დაკეტილი ბოქლომი ავხსნათ და ჩვენიანს ევროპისკენ გავუხსნათ გზა. აქ ძმაკაცებს შეიძენს ნაკრებში, იმ ერთობას რომ ნახავს რაც ნაკრებშია ბოლო პერიოდია, უფრო გაუჯდება სისხლში ქართველობა. მახსოვს წიტაიშვილზე რა კომენტარებიც იყო და ახლა ჩვენი ბიჭია მაგარი გულით. გავცეთ სიყვარული და დაგვიბრუნდება მისი მაგარი თამაშით
Haaland
10 მაისი 2023 14:04
5
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩვეულებრივი კოლაბორაციონიდტები ხართ!!!!
*
10 მაისი 2023 13:29
7
მივმართავ ამ სტატიის ავტორს, რა ნახეთ ამ ამბავში კარგი? დიდი არ უნდადა ამ ბიჭს საქართველოს ნაკრებში თამაში და არც მოუნდებოდა რომ არა რუსეთის ნაკრების ამჟამინდელი პერსპექტივა ანუ მისთვის ქვეყნის ინტერესი და ეროვნული ნაკრების წარმატება არაფერს ნიშნავს. იქნებ ძიუბასაც ჰყავდეს ვინმე ქართველი ნათესავი ისიც მოვიწვიოთ?
giorgi
10 მაისი 2023 13:25
12
ნუ აურევთ ამ რუსს ცხოვრებას,დაუშვებს მალე (იმედია დაემხობა პუტინის რეჟიმი) უეფა რუსეთს და სანანებელი გაუხდება, რომ უღალატა თავის სამშობლოს.
ნუ დავიდებთ მის ცოდვას, ჩვენიც ბევრი გვაქვს. როგორმე უიმისოდაც გვეშველება.თუ ვინმე გვინდა,მოვძებნოთ ან ბრაზილიელი ან სხვა, ცოტაა თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ვერ მოხვედრილი კარგი ფეხბურთელი?!
ისინი უფრო თავს არ დაზოგენ,ვიდრე გარუსებული, მხოლოდ ქართული გვარის მქონეები. მესმის თვითონ რომ აეწრიალებინა ჩვენი ფედერაცია,ძალიან მინდა, გულით და სულით ქართველი ვარ, მინდა ჩემი ისტორიული სამშობლოს სახელი დავიცვა,ჩემი წინაპრების სისხლის ყივილი არ მაძლევს მოსვენებას და ა.შ.
კაცს ის(რუსეთი)ურჩევნია და დაანებეთ თავი!!!
რა გაგვიტრაკეთ საქმე, ბარემ აიღეთ და პირდაპირ მიგვაერთეთ რუსეთს, რას გვაწვალებთ ან რას გაწყვიტეთ ჩვენი ახალგაზრდობა, ომი ჩემ მტერს ჰქონდეს, ვინ მამაძაღლს უნდა,მაგრამ ასე პირდაპირ უსირცხვილოდ ჩვენი წინაპრების საფლავებში ჩაფურთხება, უზნეობად მიმაჩნია.
არ ვდემაგოგობ, უბრალოდ გული მწყდება, ჩვენმა თაობამ ბოლომდე ვერ შევძელით, რის გაკეთებაც ნამდვილად შეგვეძლო. სპორტიც,მეცნიერებაც, კულტურაც-ყველაფერი ეს ქვეყნის უპირველეს ინტერესებში შედის.ასე იყო და ასე იქნება სულ. წარმატებები ჩვენს ეროვნულ ნაკრებს
Mr.kostaia
10 მაისი 2023 13:24
13
ამ ბიჭს ლოკომოტივში არ ათამაშებენ და გამოადგება კი ნაკრებს?
ჯუჯი
10 მაისი 2023 13:20
7
ნაკრების დინის არცაა ეს რუსი
???
10 მაისი 2023 13:18
9
აუუ ჯიქია რა დღეში იქნება ეხლა :) :) :) ეს რა ვჭამეო მსოფლიოზე უნდოდა და დაწყებამდე ხელი მოიტეხა თუ მხარი ევროპაზე იყო და ძაან ცუდად გამოვიდა და ზის ეხლა და ფიქრობს რამ ამარჩევინა რუსეთის ნაკრებიო :)))
გიორგი
10 მაისი 2023 13:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული