კარგი ამბავი: მარადიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდება და ივნისში ნაკრებში გამოიძახებენ

AutoSharing Option
РБ Спорт-ი დიდი ხანია ავრცელებდა ინფორმაციებს, რომ მოსკოვის "ლოკომოტივის" 23 წლის ნახევარმცველი კონსტანტინე მარადიშვილი საქართველოს მოქალაქეობას მიიღებდა, რაც რუსულმა მედიამ ყოველ ჯერზე უარყო. და აი, აღნიშნულმა გამოცემამ უკვე კონკრეტული სიახლე გვამცნო:

"ჩვენი ინფორმაციით, კონსტანტინე მარადიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღება დასკვნით სტადიაზეა.

ფეხბურთელი არასოდეს არ გამოუძახიათ რუსეთის ნაკრებში, ამიტომ ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეუძლია საქართველოს ეროვნულ გუნდში ითამაშოს. РБ Спорт-ისთვის აგრეთვე ცნობილი გახდა, რომ მარადიშვილისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბი უკვე იმედებს ამყარებს მარადიშვილზე და ევროპის
ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში კვიპროსთან (17 ივნისს) და შოტლანდიასთან (20 ივნისს) მატჩებისთვის გამოძახებას გეგმავს.

მიმდინარე სეზონში მარადიშვილმა "ლოკომოტივის" რიგებში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა".

მკითხველის კომენტარები / 116 /
ეს ტიპი რუსია. სანქციების გამო მოუნდა საქართველოს ნაკრებში თამაში.
ქ. გ.
10 მაისი 2023 05:28
13
ძალიან კუდაბზიკობა გამოგვდის ყველას მიმართ ასეთი გინება ვინც კი ჩვენი დროშის ქვეშ დადგომას აპირებს. გრანდებს მოგაგონებთ და ვინმემ მითხარით რითია საფრანგეთზე, ინგლისზე, გერმანიაზე, ნიდერლანდიაზე, ბელგიაზე მეტი ჩვენი ნაკრები ან ქვეყანა? მეც ვაკრიტიკებდი ამ ბიჭს, მოინდომა ჩვენ ნაკრებში თამაში? მშვენიერია. ვინც გამოადგება საქრთველოს და ოფლს დაღვრის ჩვენი დროშის ქვეშ ყველას ტაშს დაუკრავ და უგულშემატკივრებ, მითუმეტეს მამა ყავს ქართველი. მისი პოზიციის ფეხბურთელი ძალიან პრობლემატურია ნაკრებში და ფაქტიურად ნაკლებნი ვთამაშობთ ყველასთან. ჩვენი მეზობლები ნახეთ, სომხები და აზერები. ორივეგან თამაშობენ უცხოები. აქ კომენტარებს რომ ვკითხულობ, ძველი ქართული კინო მაგონდება, სახელი არ მახსოვ. ორი ძმა აზნაურები ვართო იძახიან, მონგრეულ სახლში ცხოვრობენ, თან ღობე ენგრევათ და ვინც ადრე გაიღვიძებს ის იცმევს ფეხზე.
G.LA
10 მაისი 2023 04:59
8
ვინც საქართველოს დროშის ქვეშ ოფლს დაღვრის? ძიუბამ რო მოინდომოს? ან კიდევ სხვებმა? ს ნაჩალა პადუმაი პატომ გავარი ბრატ. უნდა მივეჩვიოთ რომ რუსი საქართველოსთვის ოფლს არასდროს დაღვრის. გაიხსენე ისტორია . მიეღო საქართველოს მოქალაქეობა ადრე როცა იყო ლაპარაკი. ახლა მოუნდა? აღარ უნდა რუსული დროშის ქვეშ ოფლის დაღვრა ხო?
ზურა
10 მაისი 2023 09:29
12
საქართველოში ფეხბურთელები არ გვყავს?! სამარცხვინოა.
რატი
10 მაისი 2023 03:46
39
"ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა იქ სამშობლო ეგონა"
ოტია იოსელიანი
10 მაისი 2023 03:14
7
შენ რა გააკეთე რა შექმენი ვინ გახდი?
აქ უნდა ეგდო უსაქმური და არარეალიზებული და აჰეიტო სხვები, ესაა კარგი?

იყო შენნაირი გააღწია, არხ მოუპარავს არხ არავინ დაუჭრია და გახდა პროფი და ჯიბეში ჩაგიდებს დღესვე, შენ ხარ და აკრიტიკებ და ამით ილხენ შენ ეგოცენტრიზმს?
MR.Barneli
10 მაისი 2023 05:52
9
ღრუზისტანი!!!!!!
გიგი
10 მაისი 2023 03:12
17
გოგას-გეთანხმები მაგრამ ამ ბიჭმა 50 000 მაყურებლის თვალწინ ტ..ი გაიხიოს,გულით ითამაშოს(რაც ბევრ პატრიოტი მამა-ბიძის გაზრდილ ქართველს არ გაუკეთებია ხშირად) თავი არ დაზოგოს და თამაშები მოგვაგებინოს და მერე მაგასაც შევიყვარებთ,
წიტაიშვილზეც მასე არ იყო ბრატ?
ყველა წერდა აქ უკრაინამ დააბრალა და მერე აგვირჩიაო და ახლა ყველა ისე ვგულშემატკივრობთ,ერთი სული გვაქვს გუნდს როდის იპოვის ფორმაში რო იყოს და დაგვეხმაროს.
ისე ერთსაც გეტყვით,
ბარიკადებს ორი მხარე აქვს,
ეს ბიჭი იქეთ აღმოჩნდა და რო იცოდე იქეთ მხარესაც თავისი სამართლიანი პრეტენზიები აქვს დასავლეთთან,
დასავლეთიც არ არის უპირობო სიკეთე.
ჩვენს თავზე არ ვცდით უკვე წლებია?
არც ის,არც ის-არავინ.
შენს თავს შენ თუ არ მიხედე ყველა ეცდება თავის ინტერესებში გამოგიყენოს.
საქართველოს გაუმარჯოს.
Levani
10 მაისი 2023 02:41
12
რა დასავლეთი? რის პრეტენზიები? ჩვენ გვაქვს რუსეთთან ომიც და პრეტენზიებიც. ჰოდა, სანამ უეფამ არ დაადო რუსულ ფეხბურთს, ეს უკადრისობდა ჩვენს ნაკრებს. დაიჯერე ახლა ამის პატრიოტობა.
ციციკორე
10 მაისი 2023 09:59
3
რომელიმე წვეოპულმა კლუბმა ამ დონის ნახევრმცველი რომ დაიმატოს მინიმუმ 10-15 მილიონი ევეო მაინხ უბდა გადაიხადოს ელწმეტარული პრაგმატულობით შევხედოთ დავივიწყოთ რა იყო წარსულში მასე წიტაიშვილიც იძახდა რომ უკრაინის ნაკრებში უნდოდა თამაში არაერთი ინტერვიუა ამაზე ვაჩიბერაძე საერთოდ თაშობდა უკრაინის ნაკრებში ახლა ეს ბიჭი თუ დაგვემატა უბრალოდ ნაკრები გაძლიერდება არ გვინდა რა ეა ფსევსო პატრიოტიზმი იიი რუსეთში დაიბადა გაიზარდა და რუსეთი არ ეზიზღება თქვწ კაი ხალხო მილიონი ქართველი ცხოვეობს რუსეთში რომლებიც დიდ წილად აცოცხლწბწნ ჩვენი ქვეყნის ეკონომილას რაბვქნათ ახლა ყველა მოღალატედგამოვაცხადოთ პირიქით ამ
ბიჭს უნდა მოვეფეროთ და სიხარულით მივიღოთ და შევაყვაროთ საკუთარი სამშობლო ჩვენი დამოკიდებულებით მის მიმართ.
გიო
10 მაისი 2023 02:29
4
თურქეთში,ირანში,რუსეთში,მონღოლეთში. და ასე შემდეგ .. რამდენი მტერი გვყავდა . ადამიანმა თუ გადაწყვიტა ემსახუროს საქართველოს გაუმარჯოს ყველა ეგეთს. ყველამ თქვენ გულში ჩაიხედეთ რა გააქვთ გაკეთებული საქართველოსთვის და მერე ატ...კეთ ბევრი. გამყიდველი არ არის აუცილებელი საქართველოა გარეთ ცხოვრობდეს. აქაც ბევრია მასეთი.
გიორგი
10 მაისი 2023 02:28
7
ადამიანმა კი არ გადაწყვიტა . სხვა გზა არ აქვს ამ ბიჭს. ან რუსეთის ამყაყებულ ჩემპიონატში ან საქართველოში და ევროპის ქვეყნებში. ამან კარგი რაღაც აირჩია თან ჩვენც გახარებულები ვხვდებით. ვაი ჩვენს პატრონს.
ზურა
10 მაისი 2023 09:23
7
ჩემი აზრი მინდა დავაფიქსირო და ნუ დავჭამთ ერთმანეთს.ერთი მხრივ ვეთანხმები რომ დასაკარგი ხალხი არ გვყავს და ყველა ქართცელს აქვს უფლება ნაკრებში თამაშის.მსოფლიოს ბევრ ნაკრებშია ფეხბურთელები რომლებიც სხვა ქვეყანაში დაიბადეს მაინც თამაშობენ თავიანთ ქვეყაბაში.მაროკო იყო წელს,ნახევარი ბაკრები,მაროკოში ნამყოფიც არაა.თუმცა დარწმუნებული ვარ 99% რომ გამოიძახონ ფეხბურთელი დიდმა ნაკრებებმა თავის მშობლიურ ქვეყნის ნაკრებს არ აირჩევენ.არაა ადამიანი დამნაშავე სად დაიბადა.მაგრამ არც ის მომწონს ადამიანი კი დაიბადა საქართცელოში ნაგრამ არაა ქართველი და თამაშობს.აი მივდივარ ნაკრების თამაშზე და 11 კაციდან 5 ქართველია და დანარჩენი სხვა ეროვნების.მე ესეთი ნაკრები არ მინდა.რაც შეეხება ქართველს რომელიც დაიბადა რუსეთში არაა მაგის ბრალი.მაგრამ არ ცხოვროვს ქართულად.არ აინტერესებს საქართველო და ეხლა რომ მეტი გზა არ აქვს იმიტომ რომ უნდა ვათამაშოთ არ მომწონს ეგ.ნაკრები კლუბი არაა.ნაკრებში უნდა ითანაშოს ყველა ქართცელმა რომელიც გულით და სულით ქართველია.გამონაკლისი არა ქართველი თუ ის 2-3 თაობა საქართველოშია და ქართულად ფიქრობს და მისი მშობელი დედა საქართველოა.საქართველოს კაი რომ უხარია და საქართცელოს ცუდი რომ ტკივა.მე მარადიშვილის მინართ პრეტენზია არ მაქვს.ტიპი რუსრთში დაიბადა.სამეგობრო რუსი ყავს.მისი სახლი რუსეთია.მისი ოცნებაც რუსეთის ნაკრები.ასეა ეს.ნუ ვეხვეწებით ყველას.ცოტა მეტი ფული ჩადეთ და გვყავს ჩვენ ნიჭიერი თაობა.დავიჯერო 3.500000 იანი ხორვატია თუ ახერხებს ამდენი ფეხბურთელის გაზრდას ჩვენ ვერ შევძლებთ? ომიც გამოიარეს.თან სულ ხორვატები თამაშობენ.
გოგა
10 მაისი 2023 01:26
8
გადადით მის ინსტაგრამზე და ნახავთ როგორი პატრიოტია რუსეთის!!!!საქართველოში ნამყოფი არ არის და ასეთი ადამიანისგან რას ელით?!
საქართველო უპირველესად
10 მაისი 2023 01:11
20
არაუშავს. ეხლა საქართველოს პატრიოტი გახდება. მთავარი გავიწყდება, უნდა ითამაშოს კარგად
დავით 67
10 მაისი 2023 06:17
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული