Get French Football News-ი ჟურნალისტ მოჰამედ ტუბაშის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად იტყობინება, რომ "მეცი" ლიგა 1-ში დაბრუნების შემთხვევაში, თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის შენარჩუნებას შეეცდება და თუ ეს ვერ მოახერხა, 15 მილიონ ევროდ გაასხვისებს.
გამოცემა ადასტურებს, რომ 22 წლის ქართველის სამსახურით ფრანგული და ინგლისური კლუბები არიან დაინტერესებული.
გიორგი 22 გოლით ლიგა 2-ის ბომბარდირია, მისი გუნდი კი ელიტურ ფრანგულ დივიზიონში დასაბრუნებლად იბრძვის.
მიქაუტაძეს "მეცთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.