ჩაკვეტაძე ავსტრიაში? - სახელოვანი გუნდი ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება

AutoSharing Option
Het Nieuwsblad-ის ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძით "აბერდინთან" ერთად ავსტრიული ვენის "რაპიდიცაა" დაინტერესებული.

როგორც ზემოთ აღნიშნული წყარო წერს, ორივე გუნდი ქართველ ფეხბურთელს აკვირდება, თუმცა მხოლოდ მის იჯარაზე ფიქრობს.

23 წლის ფეხბურთელს "გენტთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, (ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, ამ ზაფხულს იწურება) ავსტრიულ და შოტლანდიურ კლუბებს კი ბელგიელთა მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდა არ შეუძლიათ.

მოგეხსენებათ, "რაპიდის" ღირსებას წარსულში გიორგი ქვილითაია იცავდა. ავსტრიის ჩემპიონატის დასრულებამდე 4 ტურია დარჩენილი, ვენური გუნდი საჩემპიონო ჯგუფში მე-4 ადგილზეა და დიდი ალბათობით, კონფერენს ლიგის საგზურს მოიპოვებს.

ჩაკვეტაძე ამჟამად იჯარით
"სლოვანში" თამაშობს, რომელსაც მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დიდი ალბათობით, დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 24 /
რა ნიჭიერია ეს კაცი. საოცარი ფეხბურთელია სრულიად. როგორ გრძნობდა ტემპს, მოედანს, თანაგუნდელებს, როგორი შემსრულებელი იყო, უბრალოდ რაღაც მომენტში უცნაურობა დაემართა, ტრავმას არ ვგულისხმობ. მენტალურად შეიცვალა, გეგონება დასაძინებელ აბებს ღებულობს :( თავჩაქინდრული, რაღაც უაზრო გამომეტყველებით დარბის და ჩემი რჩევა იქნებოდა, საინტერესო წიგნის კითხვა დაიწყოს და ლუდს თუ სვამს ბევრს, მოუკლოს, რაღაცაშია საქმე და ძნელი მისახვედრია რა ხდება. ჯერ ახალგაზრდაა და ეხლა თუ გამოფხიზლდა და გულიანად მიუდგა საქმეს გამოუვა ყველაფერი ალბათ. მიდი გიო, მიდი ჯიგრულად
კაპიტან გარდენბურგი
03:09 14-05-2023
0
ეს ლაშა ჯაკობიას თუ ვერ დაეხსნა, გინდა აბერდინში გადავიდეს და გინდა რაპიდში აზრი არ აქვს. ნომერ 1 ამოცანაა ჯერ ის, რომ თავის ე.წ. გარემოცვას თავი დააღწიოს და მენტალურად დაბრუნდეს სპორტში
მდა
11:47 13-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული