"იტალიური პასპორტი რომ ჰქონოდა?" - მანჩინიმ კვარაზე ისაუბრა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუში "ნაპოლის" ახალგაზრდა გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. 58 წლის სპეციალისტის თქმით, იგი "კვარას" თამაშს თვალყურს იქამდე ადევნებდა, სანამ "პარტენოპეიში" გადაბარგდებოდა.

"ხვიჩა შესანიშნავი ფეხბურთელია, მისი თამაში "ნაპოლიში" გადასვლამდე გაცილებით ადრე ვნახე. ვაღიარებ, შესანიშნავი თვისებები აქვს. კვარაცხელიას რომ იტალიური პასპორტი ჰქონდეს? მის გარეშეც მოვძებნიდით, მაგრამ პასპორტით უფრო მარტივი იქნებოდა", - განაცხადა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლის" 2022 წლის ზაფხულში ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა შემტევმა "პარტენოპეის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 39 მატჩი გამართა,
თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

altPREVIEW - ქართულ-ნიგერიული დუეტი მთელი ძალით უნდა ამოქმედდეს!..

altჯუნტოლიმ "იუვენტუსისთვის" ახალი კვარაცხელია უნდა მოძებნოს - ეს პირველი მოთხოვნა იქნება

მკითხველის კომენტარები / 8 /
იტალია საქართველოს რომ ეკუთვნოდეს… პიცის აჭარული, მეგრული და ოსური ვარიანტებიც იქნებოდა;)
ბარემ თუ ნატვრაა….
14 მაისი 2023 06:24
0
ბავშვობაში ახლადფეხადგმული რომ აჩვენებდა ბებოს - კვარას აი ის პასპორტი არ გინდა მანჩინი?
პლეხანოველი
13 მაისი 2023 20:19
10
გულიანად ვიცინე. ))))))))))
ILIA
14 მაისი 2023 00:37
0
ამ საბჭოთა ჩამყაყებულ მენტალიტეტს ხომ ვერ გასცდით ქართველების ნაწილი!
რა პასპორტის ჩვენება, რაღა დროს ეგეთი იუმორია :)
.
13 მაისი 2023 23:04
7
რა იტალიური პასპორტი? ქართული პასპორტით დაგანახათ უკვე მთელ იტალიას თუ რა შეუძლია მას. ისტორიაში არ არსებობს რომ პირველივე სეზონში ასეთი წარმატებული იყოს. ისედა რომ აიღო იტალიის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელები და თუნდაც ნახევარმცველები ოცეულში ვერ მოიაზრებიან. იტალიელები მყავს მხედველობაში
დავით 67
13 მაისი 2023 17:57
3
ამ ჩემს ქუსლს
აქილევსი
13 მაისი 2023 15:51
3
ეს რეებს ამბობს, რა იტალიის პასპორტი? ათწლეულებია რაც ასეთი ბიჭის დაბადებას საქართველოში ველოდი.
G.LA
13 მაისი 2023 14:27
2
კვარა რო აძურიში გამოდიოდეს, ნაკრების შეტევითი ფილოსოფია მთლიანად კვარაზე იქნებოდა აწყობილი და იტალიის ნაკრები ერთერთი ნომერ პირველი ფავორიტი იქნებოდა ყველა ტურნირზე. "პრაფესორი" მელოტასგან განსხვავებით რომელიც კვარას ისე ზღუდავს მის 60 პროცენტსაც ვერ იყენებს სათანადოდ.
Charley
13 მაისი 2023 13:48
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული