22 მატჩში 23 გოლი - საქართველოს ნაკრებში თამაშის სურვილი "ბრიუგეს" ფორვარდმა გამოთქვა

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, ბელგიური "ბრიუგეს" 15 წლის თავდამსხმელმა, ჰალიდ დოლტმურზიევმა საქართველოს ნაკრებისთვის თამაში გადაწყვიტა. ეს ოჯახის ერთობლივი გადაწყვეტილებაა.

დოლტმურზიევის ოჯახს მოწვევა ბელგიის ასაკობრივი ნაკრებიდანაც ჰქონდა, თუმცა საქართველოს ნაკრებში მისი თამაში მამის დიდი სურვილიდან გამომდინარეა. ფეხბურთელის ორივე მშობელი ინგუშეთიდანაა, თუმცა მათ რუსეთის ნაკრებში თამაში არ სურთ.

ჰალიდ დორტმურზიევი პოზიციით ცენტრალური თავდამსხმელია. მიმდინარე სეზონში მას ბრიუგეს 18 წლამდელთა გუნდში 22 მატჩში 23 გოლი და 5 საგოლე გადაცემა აქვს შესრულებული.

ბელგიური კლუბის ფორვარდი უახლოეს პერიოდში საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრების შეკრებაზეც გამოცხადდება.


მკითხველის კომენტარები / 106 /
ველოდებით დიდი სიყვარულით, წარმატებები
ქართველი
14:00 13-05-2023
5
ღმერთმა ხელი მოგიმართოს შვილო,კეთილი იყოს შენი ფეხი საქართველოში!!!
ზაზა
13:56 13-05-2023
8

სიახლეები პოპულარული