"გიომ ეს პირადად მითხრა, ხელმძღვანელობას ვთხოვე... - ვაისმა ჩაკვეტაძის მომავალზე ისაუბრა

AutoSharing Option
სლოვაკეთის ჩემპიონატის მოგების შემდეგ "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა კლუბის სამომავლო მიზნებზე ისაუბრა.

საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი გიორგი ჩაკვეტაძის თემასაც შეეხო, რომლის მომავალზეც ბოლო პერიოდში ახალი ინფორმაციები ვრცელდება.

ვაისმა აღნიშნა, რომ 23 წლის ჩვენებურს ბრატისლავურ გუნდში დარჩენა სურს და ეს მას პირადად უთხრა. მისივე თქმით, ხელმძღვანელობას სთხოვა, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა ქართველი შეინარჩუნონ, იქნება ეს იჯარა, გამოსყიდვის უფლებით თუ ჭკვიანური კონტრაქტი. 

ჩაკვეტაძეს "გენტთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და ის სლოვაკურ გუნდში იჯარის წესით თამაშობდა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგის დამატებით ავსტრიული ვენის
"რაპიდი" და შოტლანდიური "აბერდინია" დაინტერესებული.

altჩაკვეტაძე ავსტრიაში? - სახელოვანი გუნდი ქართველი ფეხბურთელით ინტერესდება

მკითხველის კომენტარები / 16 /
ამ კაცს გენტი მიუსაჯეს რომ იტყვიან. კაცს სძულს უკვე იქაურობა!
ლაშა
14 მაისი 2023 21:00
0
ვაისმა ამ სეზონში უფრო მეტი თამაში ათამაშა ჩაკვე ძირითადში და სკამიდან ვიდრე ბოლო 3 წლის მანძილზე ქონდა ნათამაშები ერთად მიყვანა გუნდში ფეხბურთელი რომელიც 2 წელი იყო ტრამვირებული და ერთი წელი ფაქტიურად უპრაქტიკოდ იყო გენტში იყო არ ქონდა პრაქტიკა მერე ჰამბურგში წავიდა იმ მწვრთნელმა 3-4 მატჩი ათამაშა ძირითადში და ისიც სკამიდან უშვებდა და საბოლოდ იმანაც სკამზე დასვა და ბიჭის კარიერა მიდიოდა უკვე დასრულებისკენ ვაისმა წაიყვანა დაყენა ძირითადში ენდო და აშკარად იმ ყველაფრიდან გამომდინარე რაც იყო ჩაკვეს წარსულში დღეს გაცილებით უკეთესია ფიზიკურადაც ინდივიდუალურადაც და სხვა სათამაშო კომპონენტებითაც ვიდრე იყო შარშან და შარშან წინ და სავსებით ბუნებრივია რომ სლოანში დარჩენა უნდა ამ სეონში არ ქონია ის თამაში და შედეგი რომ კარგმა გუნდებმა და კარგი ლიგების ბინადარმა კლუბებმა წაიყვანონ და ძირითადში დაყენონ და ჯობია დარჩეს და შემდეგ სეზონში ევროტურნირებზეც და შიდა ჩემპიონატში აჩვენოს ის თამაში და ის შედეგი რაც მას შეუძლია და კარგი გუნდებიდან თავისთავად მოვა მერე შემოთავაზებები თუ ჩაკვე გაიბრწყინებს ძველებურად ეს სეზონი მაინც ემსახურებოდა იმას რომ ჩაკვეს ფორმა აღედგინა ფიზიკურად მოძლიერებულიყო და სათამაშო ტონუსი დაებრუნებინა.
gela
14 მაისი 2023 19:39
0
მე ადრეც დავწერე რომ ამ სეზონში ჩაკვეს არ ქონია ის შედეგი და ხარისხი არც სტატისტიკურად გოლი პლიუს პასი და თამაშის ხარისხიც რომ რომელიმე მაღალი დონის კლუბი ან კარგი გუნდი კარგი ჩემპიონატის დაინტერესებულიყო მისით და წაეყვანა თავისთან ვისაც აბერდინი კარგი გუნდი გონია და სლოვანზე უკეთესი გუნდი გონია ჩემი აზრით ცდებით რაც შეეხება რაპიდს რაპიდი ტიტულოვანი გუნდია მაგრამ დღეს აღარ არის იმ დონეზე რა დონეზეც იყო წარსულში და არავინ იცის რაპიდში ჩაკვეტაძის გადასვლა მისთვის კარგი იქნება თუ ცუდი ამ ეტაპზე სლოვანში დარჩენა ვფიქრობ რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება ჯერ ერთი იმიტომ რომ ჩაკვე სულ რაღაც 23 წლის არის და კიდევ აქვს დრო მეორე გუნდთან უკვე შეთამაშებულია ადაპტაცია გავლილი აქვს ძირითადის ფეხბურთელია მწვრთნელი ენდობა ბოლომდე ქონდა ბევრი კარგი მატჩები ამ სეზონში მოდი შევადარათო რა დონეზე იყო ჩაკვე შარშან ამ დროს და რა დონეზეა ახლა ძალიან აქვს მომატებული და შედის ფორმაში და რაც მთავარია შედეგ სეზონში გუნდი კვლავ იქნება ევროტურნირებზე და ჩემპიოთალიგაზე ითამაშებს და დიდი შანსი აქვს რომ სადმე ჯგუფში შევიდეს და ჩაკვეს დარწმუნებული ვარ თუ ასე გაგრძელებს მომავალი სეზონი გაცილებით უკეთესი ექნება მერე უკვე იქნებ გამოჩნდნენ კარგი გუნდები რომლებიც იქნებიან დაინტერესებულები მისი ტრანსფერით ახლა რომ იყოს მართლა რომელიმე კარგი გუნდი ჩაკვეთი დაინტერესებული ან მაგალითად ტოპ ლიგების ნორმალური გუნდი მაშინ რათქმაუნდა უნდა წავიდეს მაგრამ აბერდინი და რაპიდი ნამდვილად არ არიან ის გუნდები რომ გაიქცე ეგრევე ან ერთში ან მეორეში.
gio
14 მაისი 2023 19:21
0
ალბათ ჯობია ეს სეზონიც დარჩეს გიო,ფორმაში შესასვლელად შესანიშნავი გუნდია,ლიგაზეც თამაშის შანსი აქვს.არც დღევანდელი რაპიდი და მითუმეტეს აბერდინი არა მგონია რამით ჯობდეს სლოვანს
ლევან
14 მაისი 2023 19:09
0
ვერ ხვდებით რომ კარიერის გადარჩენას ცდილობს?!ის ჯანმრთველობის პრობლემები რაც მან გადაიტანა საქართველოს ნაკრების რომელი ფეხბურთელი გაუძლებდა და გადაიტანდა?!ზოგი საერთოდ კარიერას ამთავრებს ამგვარი ტრავმებით!!
ირაკლი
14 მაისი 2023 18:40
1
მე პირადად მიმაჩნია, რომ მას აქვს პოტენციალი გაცილებით უკეთეს გუნდში თამაშისთვის, ვიდრე ეს სლოვანია. უკეთეს გუნდში უფრო გაიზრდება, როგორც პროფესიონალი! თუმცა, თუ მას არ აქვს ასეთი ამბიცია, მაშინ ჩვენ ვერაფერს შევცვლით! უბრალოდ გულდასაწყვეტია!
დო მაჟორი
14 მაისი 2023 18:22
10
გიორგის აგენტი ვინარის თუ იცის ვინმემ
SS
14 მაისი 2023 17:09
1
გიოს ვიცნობ და ის ყველაზე კეთილი და თავმდაბალი ბიჭია ვისაც კი ვიცნობ!!ძალიან დაიჩაგრა ამ ცხოვრებისგან!!!!!
გიორგი
14 მაისი 2023 16:42
2
Cheidzira
Lasha
14 მაისი 2023 15:59
19
:( ერთი დიდი გამოძიებაა წესით ჩასატარებელი, რა უქნეს ამ ბიჭს, მაგრამ ფეხებზე კიდია ყველას ყველაფერი. თავის დროზე სფფს უნდა ეზრუნა და ჩასულიყო ადგილზე ბელგიაში. ფაქტიურად ჩააქვრეს კაცი, ნაპერწკლებს ყრიდა თვალებიდან და ბრდღვნიდა ყველაფერს თავის დროზე. მერე ეს მანქანები და შეყვარებული და საეჭვო ძმაკაცები და არ ვიცი რა, უცებ გაჩერდა კაცი. ან თქვი რა შე კაი კაცო დამთავრდა ჩემი ფეხბურთი და ჩემი იმედი ნუღა გაქვთ, ჩემ ჭიას ვახარებო და დაგანებებთ თავს ყველა. იქნებ არ უნდა მართლა და რა გავუწყალეთ გული. ეს ჩემი ბოლო ნაწერია თუ არაფერი შეიცვალა ჩაკვეს მხრიდან. ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ ახალგაზრდა ნიჭიერ ბიჭს, იქნებ გამოფხიზლდეს უცებ. წარმატებები. მეტს ამ თემას აღარ შევეხები
კაპიტან გარდენბურგი
14 მაისი 2023 15:16
14
ანუ თუ სპორტსმენი ხარ არც პირადი ცხოვრება არ უნდა გქონდეს და არც მანქანა?!გამოქვაბულში უნდა ცხოვრობდე?!რა ლოგიკაა??ერთხელ ვიღაცამ თქვა ეს ფრაზები და იმეორებთ ერთი და იგივეს არ მოგწყინდათ?!ფეხბურთელები,მანქანა,ქალები!!!!თქვენი საყვარელი კომბინაციაა რა!
კაპიტან გარდენბურგ-ს
14 მაისი 2023 16:03
6

სიახლეები პოპულარული