ჩაკვეტაძე ვენაში ჩავიდა - "რაპიდში" შესაძლო ტრანსფერის ამბავი და "გენტთან" ხელშეკრულებაზე გავრცელებული ორი ინფორმაცია

AutoSharing Option
გამოცემა laola1-ს ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ორშაბათს ვენაში იმყოფებოდა. ეს ამბავი კი იმითაა საინტერესო, რომ ქართველი შემტევი რამდენიმე დღის წინ სწორედ ავსტრიულ "რაპიდს" დაუკავშირეს.

ჯერჯერობით უცნობია, კლუბთან მოლაპარაკებების გასამართად თუ დასასვენებლად იმყოფებოდა ჩვენებური ვენაში.

ინფორმაციისათვის, ჩაკვეტაძის კონტრაქტზე "გენტთან" ორნაირი ინფორმაცია ვრცელდება. ზოგიერთი წყარო წერს, რომ შრომითი ხელშეკრულება 2026 წელს სრულდება, ზოგის ინფორმაციით კი ამ ზაფხულს იწურება.

თავის მხრივ, "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა აღნიშნა, რომ ჩაკვეტაძეს ბრატისლავურ გუნდში დარჩენა სურს და ეს მას პირადად უთხრა.

მისივე თქმით, გუნდის ხელმძღვანელობას სთხოვს, რომ
ფეხბურთელი კვლავ იჯარით აიყვანონ, ან სრულფასოვანი ტრანსფერი გაჩარხონ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გიორგის "გენტთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს, მართალია.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ამას წინათ ჩაკვეტაძის აგენტს ვუსმენდი და ტიპმა ისეთები ილაპარაკა რომ მართლა გამიკვირდა ბაირნი ტოტენჰემი და ასეთი გუნდები იყვნენ დაიტერესებულიო რომ ეყიდათ ჩაკვეტაძეო და ჩვენ გენტი იმიტომ ავირჩიეთ რომ ტრამპლინი ყოფილიყოო ჯერ ერთი თუ ბაიერნს ვუნდივარ და ტოტენჰემს ვუნდივარ რაღად მინდა გენტი და ბელგია ტრამპლინად?? თუ ბაიერნში ვერ მოვხდები ძირითადში და განათხოვრებდა ბაიერნი ბაირნი აუსბურგში ჰოფენჰაიმში ან გლადბახში გაუშვებდა პრაქტიკისთვის ტაგენროკში ხოარ გაუშვებდა ან მე 7 ლიგაში?? ანალოგიურად ტოტენჰემიც ჩემპიონშიპის რომელიმე გუნდში განათხოვრებდა რა საჭირო იყო ტრაპლინების ძებნა თან ტიპი აზზრზე არ იყო სად მიყავდა ბიჭი არც იცოდა რა კლუბი იყო რა ხელძღვანელობა ჰყავდა რა ხალხი მუშაობდა იქ მერე აღმოაჩინა თურმე და თან მოიხსნა უკვე პასუხისმგებლობა არც უნდოდა რომ ჩაკვეზე კითხვები დაესვათ მისთვის აბა ვის უნდა დაუსვან კითხვები? მაგან გაუშვა იქ ხო და ეგაა პასუხისმეგებლი ეგ არის ფული აიღო და აღარ აინტერესებს მერე უკვე "კიდია ფეხებზე" აი ასეთი აგენტები რომ გყავს იმიტომ ვართ ამ დღეეში თან ჰაბიტუსით აგენტს კიარა მოძველბიჭო ტიპაჟია ჩვეულებრივი.
zaza
17 მაისი 2023 01:16
1
და ვინაა ჩსკვეს აგენტი, თუ საიდუმლო არაა?
ტარიელი
17 მაისი 2023 05:58
0
რას მოაწერა ეგეთს ხელი რო ვერაფრით ვერ განთავისუფლდა ეს ბიჭი მაგ კლუბისაგან.
გენტში
16 მაისი 2023 18:10
2
რას მოაწერა და მაგარი ,,აგენტი” რომ ყავს…
გიორგი
16 მაისი 2023 18:43
2
უნიათო აგენტების წყალობით ეგეთ ლამისაა უვადო კონტრაქტს მოაწერა ხელი,პლიუს ამას დაუმატეთ ტრავმის არასწორი მკურნალობის ხარჯზე გაცდენილი წლები...ერთი სიყტყვით ჩაკვეტაძის ქეისი არაპროფესიონალიზმის ბუკეტია....
დანტე
16 მაისი 2023 19:53
2
და რას მარჩიელობთ? თუ ჩაკვესთან ვერ რეკავთ, ოჯახს დაურეკეთ და დააზუსტეთ. ქართველ ფეხბურთელზეა საუბარი, ავსტრალიელზე ხომ არა
ტიპი
16 მაისი 2023 17:21
2
სწორი გადაწყვეტილება იქნება რაპიდში გადასვლა
შაკო
16 მაისი 2023 18:01
4
ვთვლი რომ სწორი ნაბიჯი იქნება რაპიდში გადასვლა. გიოს აღარ აქვს დასაკარგი დრო, ავსტრიის ჩემპიონადი უფრო მაღალი დონის არის ვიდრე სლოვაკეთის, სადაც ჩაკვე ფეხსზე დადგა ეხლა დროა მომატების, კიდე ვერთი წელი სლოვანში დაკარგული თუ არა ადგილის ტკეპნა იქნება.
gionat
16 მაისი 2023 17:39
3
ალბათ ორივე შემთხვევაში იჯარაზეა საუბარი სამწუხაროდ არც სლოვანს და არც რაპიდს არ აქვთ იმის ფინანსური შესაძლებლობა რომ ჩაკვე იყიდონ რადგან გენტი 4-5 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის და სად ჯობია წასვლა ჩემი აზრით რაპიდში წასვლა ჯობია სლოვაკეთში დარჩენას დღეს ავსტრიის ლიგა ტოპ ლიგების შემდეგ ერთ ერთი საუკეთესო ჩემპიონატია რაპიდი დიდი ხანია ვეღარ ბრწყინავს მაგრამ ზოგადად ჩემპიონატი ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება ბელგის ლიგას იგივე ზალსბურგი ყოველ წელს ლიგაზე თამაშობს და თან თამაშობს კარგად ავსტრიული გუნდები ევრიტურნირების ჯგუფებში ყოველთვის არიან და იქ წასვლა ნამდვილად არ იქნება ურიგო.
gocha
16 მაისი 2023 16:43
2
ავსტრიის საშუალოზე დაბალი ამბიციის კლუბში წასვლას სლოვანში თუნდაც კონფერენს ლიგაზე ასპარეზობა ნაღდად ჯობია, ავსტრიაში ხისტი ფეხბურთის მოყვარუპები არიან, იქ მინიმუმ შტურმში ან ლასკში თუ არ თამაშობ, ჩვეულებრივი ევროპული ჭაობია, ასე რომ სლოვაკეთის ჩემპიონში თამაში ნაღდად ჯობია დღეისთვის კრიზისულ რაპიდში თამაშს. პ.ს. ბრატისლავადან ვენამდე ერთი საათია მანქანით და ავტობუსით და შეიძლება ისე საშოპინგოთ ჩავიდა!
თორნიკე
16 მაისი 2023 23:39
2
ამხელა კონტრაქტებს რატო აფორმებენ, რა უბედურებაა 2026 წლამდე, ბარემ სამისდღემშიო გაეფორმებინა. გარდა ამისა, როდის უნდა მიხვდნენ ქართველი ფეხბურთელებიც და აგენტებიც, რომ ეს ბელგია არის ქართველი ტალანტების სასაკლაო. შეეშვან ამ ბელგიას რა!
გიორგი
17 მაისი 2023 10:01
2
თუ იცით ვინმემ ვინ არის ჩაკვეტაძის აგენტი დაწერეთ რა! და კიდევ, აგენტს რომ თავი დავანებოთ თვითონ ან მისი ოჯახი რაზე ფიქრობდა ასეთ კონტრაქტს რომ აწერდა ხელს? ჟურნალისტების გამკვირვებია რა გახდა ერთი ისეთი ინტერვიუ თვითონ ფეხბურთელთან და მის აგენტთან რომ აგვიხსნან ასეთი სისულელე რატომ გააკეთეს?
არტ
16 მაისი 2023 22:32
2
გიორგი ჩაკვეტაძის აგენტი არის ლაშა ჯაკობია!
ალეკო კაკაურიძე
16 მაისი 2023 23:32
0
ლაშა ჯაკობია,ნაკრების ყოფილი წევრი. სანამ ტრავმას მიიღებდა გიო,ჯაკობია ყოველ ორ სტატიაში თავს ირეკლამებდა,ეხლა სადღაც დაწერეს საერთოდ პასუხისმგებლობას იცილებსო გიორგის კარიერის გავლილ ეპიზოდზე ! )
დავითი
16 მაისი 2023 23:20
0

სიახლეები პოპულარული