ჩაკვეტაძე ვენაში ჩავიდა - "რაპიდში" შესაძლო ტრანსფერის ამბავი და "გენტთან" ხელშეკრულებაზე გავრცელებული ორი ინფორმაცია

AutoSharing Option
გამოცემა laola1-ს ინფორმაციით, გიორგი ჩაკვეტაძე ორშაბათს ვენაში იმყოფებოდა. ეს ამბავი კი იმითაა საინტერესო, რომ ქართველი შემტევი რამდენიმე დღის წინ სწორედ ავსტრიულ "რაპიდს" დაუკავშირეს.

ჯერჯერობით უცნობია, კლუბთან მოლაპარაკებების გასამართად თუ დასასვენებლად იმყოფებოდა ჩვენებური ვენაში.

ინფორმაციისათვის, ჩაკვეტაძის კონტრაქტზე "გენტთან" ორნაირი ინფორმაცია ვრცელდება. ზოგიერთი წყარო წერს, რომ შრომითი ხელშეკრულება 2026 წელს სრულდება, ზოგის ინფორმაციით კი ამ ზაფხულს იწურება.

თავის მხრივ, "სლოვანის" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა აღნიშნა, რომ ჩაკვეტაძეს ბრატისლავურ გუნდში დარჩენა სურს და ეს მას პირადად უთხრა.

მისივე თქმით, გუნდის ხელმძღვანელობას სთხოვს, რომ
ფეხბურთელი კვლავ იჯარით აიყვანონ, ან სრულფასოვანი ტრანსფერი გაჩარხონ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გიორგის "გენტთან" კონტრაქტი 2026 წლამდე აქვს, მართალია.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ალბათ ორივე შემთხვევაში იჯარაზეა საუბარი სამწუხაროდ არც სლოვანს და არც რაპიდს არ აქვთ იმის ფინანსური შესაძლებლობა რომ ჩაკვე იყიდონ რადგან გენტი 4-5 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის და სად ჯობია წასვლა ჩემი აზრით რაპიდში წასვლა ჯობია სლოვაკეთში დარჩენას დღეს ავსტრიის ლიგა ტოპ ლიგების შემდეგ ერთ ერთი საუკეთესო ჩემპიონატია რაპიდი დიდი ხანია ვეღარ ბრწყინავს მაგრამ ზოგადად ჩემპიონატი ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება ბელგის ლიგას იგივე ზალსბურგი ყოველ წელს ლიგაზე თამაშობს და თან თამაშობს კარგად ავსტრიული გუნდები ევრიტურნირების ჯგუფებში ყოველთვის არიან და იქ წასვლა ნამდვილად არ იქნება ურიგო.
gocha
16 მაისი 2023 16:43
2

სიახლეები პოპულარული