სერგი კუხიანიძე "დილას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
24 წლის ფორვარდი სერგი კუხიანიძე "დილას" ფეხბურთელია. მან ჩვენს კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება უკვე გააფორმა და გუნდსაც შეუერთდა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ სერგიმ სეზონი სხვა გუნდის (სამგურალის) შემადგენლობაში დაიწყო და იქ ოფიციალურ მატჩებში გარკვეული წუთები უკვე ითამაშა, ახალ გუნდში ოფიციალური მატჩების ჩატარების უფლება სატრანსფერო ფანჯრის გახსნის წუთიდან ( 20 ივნისიდან ექნება) და გუნდის დახმარებასაც სწორედ ამ დროიდან შეძლებს.

სერგის კარიერია ქუთაისის "ტორპედოს" აკადემიაში დაიწყო, რის შემდეგაც მარტვილის "მერანს" შეუერთდა, 2019 წლიდან კი წყალტუბოს "სამგურალის" ღირსებას იცავდა.

სერგი კუხიანიძეს საქართველოს 21-წლამდე ნაკრებში
4, ეროვნულში ნაკრებში კი 1 მატჩი აქვს გამართული.

fcdila.ge

მკითხველის კომენტარები / 1 /
პერსპექტიული ფეხბურთელია, ტრამვამ შეაფერხა ცოტა, მარა ეგ არაფერია. მთავარია ჯანმთელად იყოს და დემჩენკოს ხელში ძალიან მოუმატებს. ისე როგორც ბევრმა სხვა ფეხბურთელმა მოუმატა. იგივე ტიერი გეილი, ყველა იცინოდა შარშან ამ ბიჭზე ბარბადოსელმა რა იცის ფეხბურთისო მარა კი ვხედავთ როგორ მოუმატა. თან ჯერ მხოლოდ 20 წლის არის. წარმატებები კუხის!!!
dila
22:37 16-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული