მამარდაშვილი სეზონში მეორედ დაასახელეს ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 34-ე ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.

მამარდაშვილმა "სელტასთან" მოგებულ გასვლით მატჩში (2:1) ხუთჯერ მოიგერია მეტოქის დარტყმული ბურთი და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

გიორგი ამ სეზონში მეორედ გახდა ტურის საუკეთესო მეკარე - გასულ სეზონში კი სამჯერ.

მან მიმდინარე სეზონში პრიმერას 34 შეხვედრაში 41 გოლი გაუშვა და 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი "ვალენსია" 21 მაისს "რეალს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგია. აუცილებლად უნდა წავიდეს ვალენსიადან კარგ კლუბში გიორგი!
ლაშა
23:52 17-05-2023
1

სიახლეები პოპულარული