"ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგის 34-ე ტურის საუკეთესო მეკარედ აღიარეს.
მამარდაშვილმა "სელტასთან" მოგებულ გასვლით მატჩში (2:1) ხუთჯერ მოიგერია მეტოქის დარტყმული ბურთი და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
გიორგი ამ სეზონში მეორედ გახდა ტურის საუკეთესო მეკარე - გასულ სეზონში კი სამჯერ.
მან მიმდინარე სეზონში პრიმერას 34 შეხვედრაში 41 გოლი გაუშვა და 6-ჯერ შეინახა კარი მშრალად.
ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლი "ვალენსია" 21 მაისს "რეალს" უმასპინძლებს.