ESPN: პსჟ-მ ხვიჩა კვარაცხელია უნდა შეიძინოს

AutoSharing Option
მიმდინარე ზაფხულს "პარი სენ ჟერმენში" დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. პარიზულ კლუბს, დიდი ალბათობით, ლიონელ მესი დატოვებს, გარდა ამისა, "დედაქალაქელები" ნეიმარის გაყიდვასაც ეცდებიან.

ცნობილმა სპორტულმა გამოცემა ESPN-მა გამოაქვეყნა იმ ფეხბურთელებისგან შემდგარი სია, რომლებიც მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯარაზე გრანდების ყურადღების ცენტრში იქნებიან. აღსანიშნავია, რომ ამ ჩამონათვალში ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა და ამერიკული გამოცემა პსჟ-ს სწორედ ქართველი გარემარბის შეძენას ურჩევს.

"ჯერჯერობით დანამდვილებით არავინ იცის, თუ რას გეგმავს "პარი სენ ჟერმენი", დიდი ალბათობით, მესი პარიზულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს, ბუნდოვანია ნეიმარის მომავალიც. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ პსჟ
ახალი შემტევის ყიდვას შეეცდება, მათთვის რაფაელ ლეაო კარგი ვარიანტი იქნებოდა, თუმცა პორტუგალიელმა "მილანთან" ხელშეკრულება ახლახანს გაახანგრძლივა.

მეორე ვარიანტი კი ხვიჩა კვარაცხელიაა. "ნაპოლი" მის სანაცვლოდ სულ მცირე 100 მილიონ ევროს მოითხოვს. ცხადია, "პარი სენ ჟერმენს" აღნიშნული მოთხოვნა ვერ შეაშინებს. ქართველ შემტევს თავისი საფირმო სტილი აქვს, მისი სამუშაო ეთიკა, პრესინგის თამაში და მენტალიტეტი კი ის თვისებებია, რაც პსჟ-ს ძალიან აკლია", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "პარტენოპეის" გასული წლის ზაფხულს, ბათუმის "დინამოდან" შეუერთდა. მიმდინარე სეზონში 22 წლის გარემარბმა "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 40 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე შედეგიანი პასით გამოიჩინა.

altლუჩანოს სიაში კვარაცხელია ვერ მოხვდა - რომელი 4 ფეხბურთელის შენარჩუნება სთხოვა სპალეტიმ დე ლაურენტისს

altცნობილი გახდა, როდის და სად გეგმავენ ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ქორწილს

altხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე კომოს ტბაზე ისვენებენ

მკითხველის კომენტარები / 23 /
მაგ გუნდში არ გადახვიდე აიაჩო სოშოს თამაშებს ნუ მაყურებინებ
beqa
18 მაისი 2023 11:36
3
არავითარ შემთხვევაში, ხვიჩა არ უნდა გადავიდეს პსჟეში! პირველი რაც არის მურტალი ულტრასები ყავთ! მერე ევროპა კი ქვია, მაგრამ გაქანებული აფრიკის ჩემპიონატია!
ლაშა
18 მაისი 2023 13:52
5
ბოლო ორი თვის თამაშებიდან მეტ-ნაკლებად მეც შევიცვალე პოზიცია.
თუ სპალეტი რჩება ნაპოლიში, მაშინ კვარას მაქედან წამოსვლა გამიხარდება. მაგრამ არა პსჟ-ში, რეალი, სიტი ან ლივერპული იდეალური იქნებოდა ნუ ბარსაც მაგრამ არამგონია ამათ ფინანსებში გაქაჩონ. ჩვენი ბიჭი მელოტასთან ვეღარ მოუმატებს მეტს, ამოწურა თავი ვფიქრობ სპალეტი-კვარას დუეტმა.
მეორე სეზონშიც აუტის ხაზს მიწებებული და დაცვაში ნაპახავები კვარას ყურება ნაღდად აღარ მინდა. მე კი მგონია რამხელა განსხვავევაც დადო ხვიჩამ რუბინიდან ნაპოლში გადასვლით, იმაზე დიდ განსხვავებას დადებს ნაპოლიდან გრანდში როცა მას 3 კაცი ასე დაუსჯელად ვერ მიეკრება, ცენტრშიც მეტი კლასიანი ხალხი ეყოლება ვიდრე ლობოტკა, ანგისა, ლეზენსკი და ხვიჩა იქ ხელფეხს გაშლის შეტევაში და გაცილებით დამანგრეველი იქნება მისი შეტევითი პოტენციალი.
Charley
18 მაისი 2023 14:01
7
100% გეთანხმები. ერთს დავამატებ ან სპალეტი უნდა გამოიცვალოს და დარჩეს გაძლიერებულ ნაპოლში, რომელსაც ამბიციები ექნება ლიგაზე ან გადავიდეს ინგლისის პრემიერ-ლიგის გრანდში. კარგი იქნება ლივერპული, ორივე მანჩესტერი, არსენალი. ჩელსი და პსჟ არ მინდა. რეალი და ბარსაც კარგი იქნება. ხვიჩა უფრო გაიბრწყინებს მაგარ მწვრთნელთან და უფრო მაღალი კლასის მოთამაშეებთან.
გიო
18 მაისი 2023 16:11
4
არა და არა. პესეჟე გუნდი არ არის, ისევე, როგორც ჩელსი, უფრო ნაკლებადაცაა გუნდი. და კაცმა არ იცის, გუნდად ჩამოყალიბდება ოდესმე თუ არა.ამის გარდა, ფრანგული ლიგა ყველაზე უხეში ლიგაა. ჩემი აზრით, რომელიმე ინგლისური გრანდი ზედგამოჭრილი იქნება კვარასათვის. ლივერპული მაგალითად. გუნდი მოფერიანებულია ცუდი სტარტის შემდეგ, კლოპი განახლებას აპირებს, დევისის სასტარტოდან ამოგდება კვარას არ უნდა გაუჭირდეს, კლოპის სწრაფი ფეხბურთი კარგია კვარასათვის...
არტ
18 მაისი 2023 12:32
5
ზოგადად ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ბავარია თამაშობს და მანდ ვურჩევდი გადასვლას. უბრალოდ მიუხენელები იშვიათად იხდიან დიდ თანხებს, თორემ მუსიალა კვარას დუეტს ვინ შეაჩერებდა, თან არავინ მიუთითებდა დაცვაში იყავიო.

პსჟ ყველაზე ცუდი ვარიანტია. ბავარია, რეალი, ბარსა, ლივერპული. ესენია სადაც გაილაღებს ხვიჩა.
დათო
18 მაისი 2023 16:31
5
რამდენადაც ვიცი ნეიმარს ყიდულობს ტყიბულის “მეშახტე”(უკვე გადაწყვეტილია!), ხოლო მესის გაყიდვაზე პსჟ-ს მეპატრონეები ფარულ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსთავის “მეტალურგის” მფლობელებთან…
აკია
18 მაისი 2023 14:35
18
ოფიციალურად ვადასტურებთ აღნიშნულს!
ტყიბულის მეშახტე
18 მაისი 2023 16:53
5
აკია გეცოდინება, ხვიჩას ყიდულობსო, ბოლნისის სიონიო და მართალია?
ექსპერტ აკიას.
18 მაისი 2023 16:33
7
ყველა გამოხმაურება
ყველაზე კარგი ლივერპული იქნება
gio
18 მაისი 2023 20:51
1
არა მგონია ფრანგებმა ხვიჩა იყიდონ, თუმცა, თუ შეთავაზება იქნა, აუცილებლად უნდა დაეთანხმოს - სპალეტის ხელში ვერ გაიხარებს
ბესო
18 მაისი 2023 10:53
25
პსჟ-ეს ყავს დღეს მსოფლიოში არსებული 5-6 საუკეთესო ფეხბურთელიდან სამი, მაგრამ ვერაფერი მოიგო და საშუალო დონის კლუბს ჰგავს. ეს იმიტომ, რომ არაა შეკრული გუნდი. ერთი ლიდერი რომ ყავდეს და მის გარშემო იყოს მთელი გუნდი შეკრული, უკეთესი შედეგი ექნებოდა. ახლა ერთი ცენტრის ნაცვლად სამი ცენტრი აქვს და ყველა თავის საქმეს აკეთებს და არა გუნდის საქმეს. მე ასე ვხედავ მათი გაჭირვების მიზეზს.
ჟორა გაბრიჭიძე
18 მაისი 2023 21:13
1
ყველაზე მეტად მგონი ხვიჩას სათამაშო სტილს სიტი მოუხდებოდა...გრილიშს მართლაც ათი თავით ჯობია...კვარა ჰალანდი დე ბრუინი...უძლიერესი ტრიო იქნებოდა როგორც თავის დროზე ჰოლანდიური ტრიო მილანში გულიტი რიიკარდი ვან ბასტენი...დიდხანს არ ჩამოვიდოდნენ საფეხბურთო სცენიდან ასეთი მებრძოლი ხალხი..თორემ კვარას თუ სათამაშო ამპლუა თუ არ შეიცვალა..ძაან დაიწევს მისი ეფექტიანობა..სპალეტი გასაგებია მისი ღარიბი სათამაშო ტაქტიკისთვის ასე იყენებს,მაგრამ მის განვიტარებას მხოლოდ ასეთი თამაში ნამდვილად არ გამოადგება
bujanga
18 მაისი 2023 16:25
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული