France Football-მა დაანონსა: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტებს შორის იქნება

AutoSharing Option
goal.com-ი ყოველთვე აქვეყნებს "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა საკუთარ რეიტინგულ ვერსიას, სადაც "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მერვე ადგილზეა (მისი საუკეთესო პოზიცია მარტში მეექვსე იყო), თუმცა სულ სხვაა, როდესაც ინფორმაციას უკვე თავად "ფრანს ფუტბოლი" ავრცელებს. ფრანგული გამოცემა წერს, რომ ქართველი შეიძლება ნომინანტებს შორის ვიხილოთ:

"სავსებით შესაძლებელია ხვიჩა კვარაცხელია წელს "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის იყოს, თუნდაც რეიტინგის სათავეში - არა, ვინაიდან იტალიაში პირველ სეზონს ატარებს. თქვენ ოცნებობთ "ოქროს ბურთის" მოგებაზე? ის აუცილებლად ფიქრობს, რომ ოდესღაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო გახდება".

ამასთან დაკავშირებით იტალიური გამოცემები
აღნიშნავენ, რომ ხვიჩასთვის ეს დიდი პატივია, "ნაპოლისთვის" პრესტიჟის საკითხი, ბათუმის "დინამოსგან" 10 მილიონ ევროდ შეძენილი "კვარას" ფასი ახლა დაახლოებით 100 მილიონია და ასეთი აღიარების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზრდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ფაქტი ის არი რომ ხვიჩამ სეზონის პირველი ნახევარი იბრწყინა და მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ხოლო უკვე სამი თვეა მაგრად დაუკლო.არადა მწვრთვნელიც და ფებურთელებიც იგივე არიან.ალბათ ფსიქოლოგიური მდგომარეობის ბრლია.ხან მგონია ამხელა აჟიოტაჟმა უარყოფითათ ხომ არ იმოქმედა? ახლა ეს ქორწილიო, რაც კიდევ უფრო შეუშლის ხელს ძველი ფორმის დაბრუნებას.არადა რამხელა სიხარული იყო ფეხბურთის მოყვარულებისთვის მისი თამაშის ყურება.
ჩემი აზრით
13:51 19-05-2023
4
აბა უკრაინელი იყოს პირველ ადგილს თუ ვინმე შეეცილებოდა!? უხ თქვენი ბებერი მეძავი ევროპა...
კახა
03:37 19-05-2023
49

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული