France Football-მა დაანონსა: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტებს შორის იქნება

AutoSharing Option
goal.com-ი ყოველთვე აქვეყნებს "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა საკუთარ რეიტინგულ ვერსიას, სადაც "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ამჟამად მერვე ადგილზეა (მისი საუკეთესო პოზიცია მარტში მეექვსე იყო), თუმცა სულ სხვაა, როდესაც ინფორმაციას უკვე თავად "ფრანს ფუტბოლი" ავრცელებს. ფრანგული გამოცემა წერს, რომ ქართველი შეიძლება ნომინანტებს შორის ვიხილოთ:

"სავსებით შესაძლებელია ხვიჩა კვარაცხელია წელს "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის იყოს, თუნდაც რეიტინგის სათავეში - არა, ვინაიდან იტალიაში პირველ სეზონს ატარებს. თქვენ ოცნებობთ "ოქროს ბურთის" მოგებაზე? ის აუცილებლად ფიქრობს, რომ ოდესღაც საუკეთესოთა შორის საუკეთესო გახდება".

ამასთან დაკავშირებით იტალიური გამოცემები
აღნიშნავენ, რომ ხვიჩასთვის ეს დიდი პატივია, "ნაპოლისთვის" პრესტიჟის საკითხი, ბათუმის "დინამოსგან" 10 მილიონ ევროდ შეძენილი "კვარას" ფასი ახლა დაახლოებით 100 მილიონია და ასეთი აღიარების შემდეგ, კიდევ უფრო გაიზრდება.

მკითხველის კომენტარები / 10 /
სანამ აქაც მასიურად დაიწყება ისტერიული ვითომ საღი კრიტიკა, მეც დავაფიქსირებ რომ ეს არის ნომინანტებში შესაძლო გამოჩნეა, რაც თვითონ ფრანს ფუტბოლმა დააანონსა და რაც ამ ეტაპზე ფანტასტიური ამბავია და ძალიან პრესტიჟული, არავინ ამბობს რომ ოქროს ბურთი უნდა მოიგოს დღეს ან ხვალ, ტოპ ფეხბურთელებში რომ წერია პირველ სეზონში უკვე ბევრს ნიშნავს, ოდესმე სიის სათავეში ამ მის სიახლოვესაც იქნება
რა მაფიაა?
18 მაისი 2023 22:37
2
მგონი ვერ იგებენ, რა დაწერა "სპორტალმა": "ფრანს ფუტბოლმა" ოფიციალურად გამოაცხადაო, ტვინის შეჭმა რა შუაშია? არ გვითხრან? დაგვიმალონ?
სანდრო
18 მაისი 2023 21:47
2
აბა უკრაინელი იყოს პირველ ადგილს თუ ვინმე შეეცილებოდა!? უხ თქვენი ბებერი მეძავი ევროპა...
კახა
19 მაისი 2023 03:37
49
რაში უნდა მისცენ ოქროს ბურთი? ბოლო 2 თვეა გოლი არ გაუტანია.
არ უნდა მისულიყო "იქ". გამოლოცვა ჭირდება.

სლავა უკრაინე! ქოცების და ორკების ჯინაზე :)
ციციკორე
19 მაისი 2023 16:06
5
ბედნიერად იმგზავრეთ 37 მანეთად. თქვენნაირებისთვის უკვე დაინიშნა ფრენები :))
ვან ვეი თიქეთ
.
19 მაისი 2023 10:52
20
მომდევნო სეზონში ოქროს ბურთის გამარჯვებული ვფიქრობ ამ სამეულიდან იქნება. ჰალანდი, მბაპე, კვარა. ხვიჩას რაღაცეები ჯერ კიდევ დასახვეწი აქ, მკვლელი დარტყმა, პოზიციურად უფრო მეტი უნდა იმოძრაოს სიღრმისკენ რომ საკუთარი თავი საპასედ ხშირად შეთავაზოს თანაგუნდელებს ამიტომ იმ აუტის ხაზთან მიწებება ამას აბრკოლებს, კი ამას თანაგუნდელების უფრო სწრაფი გადაწყვეტილებებიც ჭირდება მაგრამ მის თავზე ამ კომპონენტზე თვითონ უნდა იმუშაოს. ასევე კარდიო უნდა გააუმჯობესოს კიდევ უფრო მეტად ვინისიუსი რაშიც ჯობს კვარას ეს ფიზიკაა და არა ინტელექტი. ერთერთი კომპონენტი თუ რატომაც ხვიჩა არ არის ისეთი ხარისხიანი როგორც დაიწყო არის პოზიციური შეტევების დროს ფრთიდან ფრთაზე ბურთის გადასატანად ძალიან ბევრი მოთამაშე იღებს მონააწილეობა. ნაპოლი ძალიან იშვიათად თამაშობს გრძელი პასებით არვიცი ეს ტაქტიკაა თუ შესაბამისი ტექნიკური არსენალი არ აქვთ კვარა სივრცეს იმიტომ ვერ იღებს რომ ბურთი აგვიანებს მასთან მისვლას. ერთადერთი ვინც ამას აკეთებს ისიც ძალიან იშვიათად გრძელ პას დიაგონალზე არის რაჰმანი. კვარას ძირითადად სივრცე ეძლეოდა პირველ წრეში კონტრიერიშებზე. და პოზიციური შეტევების დროს არ იყო ორმაგი მეურვეობის ქვეშ. მეორე წრეში ორმაგ მეურვრეობასთან ერთად ემატება ის ფაქტორიც რომ კკვარამდე ბურთი გვიან მიდის. 80 პროცენტი ისეთ სიტუაციაში სადაც პოტენციურად მომგებიანი სიტუაციები არ აქვს. მე უფრო პატრნიორებში მგონია საქმე. როცა თავის დროზე პასი არ მოდის შენზე ტონუსიდან გაგდებს აი დააკვირდით შემდეგ თამაშებს სანამ ლობოტკა ჟელინსკი და ანგისა შუაში ბურთს არ გაათამაშებენ იქამდე ფლანგზე ბურთი არ გადააქვთ. კროოსისნაირი ტიპი ჭირდება კვარას. დღეევანდელი ფეხბურთი არის დრო, მანძილი და რიცხობრივი უპირატესობა. ნაპოლის ტორმუზი ცენტრალ მიდფილდერები არიან, ანგისა ჟელინკსი ეს ორი უფრო. ლობოტკა ცდილობს მაღალ ტემპში თამაშსს მაგრამ ის იდეალური ნახევარმცველისაგან მაინც შორსაა.
Anjelo Antei
18 მაისი 2023 22:30
5
აპოლი ვერ თამაშობს გრძელი მოულოდნელი პასებით,ამიტომ აგვიანებენ შეტევებს.ბევრ დროს აცდენენ მოკლე პასებში.შორიდან ვერ ურტყამენ კარში.საოცარია,მაგრამ წელს გატანილ გოლებიდან მხოლოდ ერთი თუ ორი გოლი აქვთ გატანილი საჯარიმოს გატედან.
ჯუჯი
18 მაისი 2023 23:06
3
მართალია ძმაო.კვარას ვერ იყენებენ იგნონირებას უკეთებენ.საჯარიმოებს მაგენი ვერ ურტყამენ,პენალტებსაც აფუჭებენ და შორიდან კარგად ვერ ურტყამენ
კახა
19 მაისი 2023 09:34
4
სასწაულად გამიხარდება ოქროს ბურთი მაგრამ რეალურად ჯერ ვერ მოვიპოვებთ და ისე წერთ სტატიებს თითქოს გვერგებოდა და არ მოგვცეს, ნუ შეჭამეთ ეს კაცი რაა
აჩი
18 მაისი 2023 21:32
27
ფაქტი ის არი რომ ხვიჩამ სეზონის პირველი ნახევარი იბრწყინა და მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ხოლო უკვე სამი თვეა მაგრად დაუკლო.არადა მწვრთვნელიც და ფებურთელებიც იგივე არიან.ალბათ ფსიქოლოგიური მდგომარეობის ბრლია.ხან მგონია ამხელა აჟიოტაჟმა უარყოფითათ ხომ არ იმოქმედა? ახლა ეს ქორწილიო, რაც კიდევ უფრო შეუშლის ხელს ძველი ფორმის დაბრუნებას.არადა რამხელა სიხარული იყო ფეხბურთის მოყვარულებისთვის მისი თამაშის ყურება.
ჩემი აზრით
19 მაისი 2023 13:51
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული