მატჩის დღე! რუი-კვარაცხელიას დუეტის აღდგენა და ოსიმენის დაბრუნება - ლეაო ხვიჩას წამოეწია...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე არასრული 3 ტური რჩება. შესაძლოა, წლის დასაწყისში ვინმეს ეგონა, რომ 36-ე ტურის მატჩი "ნაპოლისა" და "ინტერს" შორის ჩემპიონობისთვის გადამწყვეტი იქნებოდა, თუმცა ამისგან ძალიან შორს ვართ. "დიეგო მარადონაზე" ეს გუნდები დღეს, 21 მაისს, თბილისის დროით 20:00 საათზე შეხვდებიან. "ინტერი" 19-დან ერთადერთია, რომელიც ნეაპოლელებს მიმდინარე სეზონში არ დაუმარცხებია.

4 იანვრის დაპირისპირებაში სერია "ა"-ს ახლანდელი ჩემპიონები უსუსურად გამოიყურებოდნენ და მილანურმა კლუბმა (1:0) გამარჯვება მოახერხა. ამაში თავისი წვლილი შეხვედრის მთავარმა მსაჯმა სოზამაც დაიდო, რომელის"ინტერის" ფეხბურთელების საკმაოდ ბინძურ ქმედებებს გაფრთხილებით არ სჯიდა,
განსაკუთრებით, ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ. მილოშ
შკრინიარი (ახლა ტრავმირებულია) უხეშობით "გამოირჩეოდა." სიმონე ინძაგიმ მაშინ დუმფრისი სათადარიგოთა სკამზე დასვა, სასტარტოში კი დარმიანი დააყენა, რომელიც "კვარას" პერსონალურად მეურვეობდა. იმ შეხვედრის შემდეგ სატურნირო სიტუაცია დაიძაბა, ლუჩანო სპალეტის გუნდს "ინტერი" 4 ქულამდე მიუახლოვდა, საბოლოოდ კი ეს ინტრიგა არ შედგა, მილანელები უფრო სათასო სპეციფიკის გამოდგნენ. საინტერესოა, რომ ამ გუნდების ბოლო სამი ნეაპოლური მატჩი ერთნაირი ანგარიშით (1:1) დასრულდა.

Sportall.Ge

ახლა ინძაგის ფიქრები ჩემპიონთა ლიგის ფინალისა და "მანჩესტერ სიტისკენაა", მაგრამ მის გუნდს ოთხეულში ადგილი ჯერ გარანტირებული არ აქვს, რამაც უეფას ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მომავალ წელსაც უნდა დაუბევოს. "მილანის" გამარჯვებამ ("სამპდორიასთან" 5:1) ყველაფერი უფრო დაძაბა.

თუკი ბოლო მატჩებში როტაცია ვნახეთ, ახლა საქმე გაცილებით პრინციპულ დაპირისპირებასთან გვაქვს და "ნაპოლი" მაქსიმალურად ოპტიმალური შემადგენლობით უნდა ვნახოთ. აპრილიდან მოყოლებული, ისინი ძალიან ცუდად გამოიყურებიან. ვიქტორ ოსიმენის თამაში (გაციების გამო) საეჭვო იყო, მაგრამ მან მომჯობინება დროზე ადრე მოახერხა. ვიქტორი ლაუტაროს ბომბარდირთა დავაში 3 გოლით უსწრებს (23 აქვს) და ამ მხვრივ უშუალო კონკურენტების დაპირისპირებაა. ნიგერიელს "ინტერის" კარი არასდროს დაულაშქრავს. შესაძლოა, ინძაგის მხრიდან როტაცია ვნახოთ, წინა ხაზზე მას დიდი არჩევანი აქვს - ლუკაკუ, ძეკო, კორეა...

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელია "ასისტებში" (10) ლიდერობს და მისი ამ მაჩვენებელში საუკეთესოდ დასახელება ძალიან სასიამოვნო იქნება - პირველივე სეზონში, ამ ეტაპზე 12 გოლთან, უამრავ ლამაზ ეპიდოდთან და საგოლე ოპერაციებში მონაწილეობასთან ერთად!.. ქართველმა გარემარბმა ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო, თუმცა მომჯობინდა და სრული დატვირთვით ემზადება. მას პირველივე წუთებიდან ველით. ბრუნდება მარიო რუიც, რომელსაც საკმაოდ ბევრი გაუცდა და მარცხნივ ქართულ-პორტუგალიურ დუეტს ვნახავთ. აღსანიშანავია, რომ "ნილანელმა" რაფაელ ლეაომ მე-8 შედეგიანი პასი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ქართველ გარემარბს, სხვების მსგავსად, ისიც 2-ით ჩამორჩება (14 გოლი აქვს გატანილი).

ლოსანო - მხითარიანი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც მატჩს დააკლდებიან. შეხვედრას ლივიო მარინელი განსჯის. ბოლოს ის ნეაპოლელებს "ფიორენტინასთან" (0:0) აგვისტოში მოემსახურა, სადაც სპალეტიც გააფრთხილა. ამ დიდებულმა სეზონმა მართლაც სწრაფად გაირბინა, "ინტერის" შემდეგ "ნაპოლი" "ბოლონიასა" (სტუმრად) და "სამპდორიას" (შინ) შეხვდება.

altFrance Football-მა დაანონსა: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" პრეტენდენტებს შორის იქნება

altუარი ახალ კონტრაქტებზე - "ნაპოლის" სეზონის ბოლოს 3 ფეხბურთელი დატოვებს

მკითხველის კომენტარები / 28 /
ფაქტიურად გადამწყვეტი თამაშია იმ თვალსაზრისით, რომ თუ ნაპოლი ლამაზ ფეხბურთს ითამაშებს და თან მოიგებს ამ თამაშს, ეს იქნება პასუხი ყველა სკეპტიკოსებს, ვისაც ნაპოლის ღირსეულ ჩემპიონობაში ეჭვი შეეპარა.
20 მაისი 2023 20:19
4
ჩემპიონობაში არავის გვეპარება ეჭვი, აი სტაბილურობაში, კლასში კი ნამდვილად! და ნუ გაიკეცე ენად!
ისტორია
21 მაისი 2023 20:06
1
ხვიჩა თუ ქართულ პრესას კითხულობს და დიდი შანსია, სპორტალს და ამ ავტორს ეცნობოდეს, მაშინ იმის თქმა რომ კვარაცხელია სუსტად თამაშობს, რამდენად კარგი გგონიათ? მერე კიდე კვარაცხელიას კვალიფიციური კრიტიკაც წამიკითხავს ამ ავტორისგან და ზედმეტ სადღეგრძელოს რომ არ წერს და ჯანსაღი ანალიზია, ამიტომაც ვკითხულობ, რა არაპროფესიონალიზმზე უთითებთ?

რაც შეეხება სიმეონეს, ხვიჩა ჩვენზე მეტად ვერ ხვდება, პასს ვინ აძლევს და ვინ არა? ხელეგაწეული რომ ითხოვდა ბურთს მთელი თამაში
Abaa-ს
19 მაისი 2023 13:27
5
გაიგეთ რომ ხვიჩამ,თავისი უნიკალური სტილით საქართველოში და საერთოდ ლამაზი ფეხბურთის მოყვარულებს იმხელა სიხარული მოგვიტანა რომ მოგვენატრა ის ხვიჩა.გულისტკივილით ვწერ რომ ხვიჩამ დაუკლო და იქნებ სიმართთლემ დადებითად იმოქმედოს მის საქმისადბმი დამოკიდებულებაზე რადგან მხოლოდ ქებადიდებამ კარგი შედეგი რომ არ მოგვცა ფაქტია.
abaa
19 მაისი 2023 14:34
7
დღევანდელი ინტერი,გაცილებით უკეთეს ფორმაშია,ვიდრე ნაპოლისთან პირველი მატჩის დროს იყო,საკმაოდ მაღალი კლასის ფეხბურთელების უფრო ფართო არჩევანიც აქვს,თუმცა წინ ლიგის ფინალიც აქვს და ზოგიერთ ლიდერს,აუცილებლად თადარიგში დაიტოვებს.მეორე მხრივ ეს სათადარიგოებიც ისეთი დონისები კი არიან,მოტივაცია დაკარგულ ნაპოლის,საკმაოდ მძიმე ბრძოლა გაუმართონ.დღევანდელ ნაპოლის,მხოლოდ ამ მატჩის გამარჯვების სურვილი ვერ უშველის,თუ ძველებური,მაღალ პრესინგიანი თამაში არ შესთავაზეს მეტოქეს და თან მთელი მატჩი გაუძლეს კიდეც ასე თამაშს.რამდენად გასწვდება მათი დღვანდელი ფუნქციონალური მდგომარეობა ასეთ თამაშს,მოედანზე გამოჩნდება.მაინც ველი,რომ ოსიმენი გამოჯანმრთელებას მოასწრებს და გოლის გასატანად იბრძოლებს,ხვიჩა კი,სულს უკვე მოითქვამდა და ეს დუეტი,კვლავ შეუნთებს ცეცხლს,ინტერის დაცვას.ოსიმენს,.ბონუსის ასაღებად 25 გოლის გატანა სჭირდება,ხვიჩას კი,შედეგიანი მოქმედებები,ტოპ 5 ჩემპიონატების ისტორიაში,საუკეთესო დებიუტანტების რიგებში საუკეთესო შედეგის დასაფიქსირებლად და თუნდაც ასისტებში მაინც, საუკეთესო ასისტენტის სახელის მოსაპოვებლად.მას ამის კარგი შანსი აქვს და ვფიქრობ,ცდას არ დააკლებს.
სოსო
19 მაისი 2023 15:53
2
კვარას გოლი ან ასისტი უწევს აშკარად... ზურიკო, ჟორჟი და ლოჩოშვილი დაფრინავენ ბიჭები... ჩემიკაი ახალგაზრდულში ხო არ ჯობია გავუშვათ ყველანი? რანაირად ემთხვევა დროები (((((
რა მაფიაა?
20 მაისი 2023 21:27
5
Kაი კაცო აშკარად ? ასე იცით 14 წლის ბავშებმა წერა და მერე რო არ გავა ცხვირპირს არავინ გაგისწორებს იცი და რა თამამად წერ
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
21 მაისი 2023 10:00
5
არა მგონია ინტერმა ვინმე დაასვენოს, ლიგის ფინალამდე 20 დღეა დარჩენილი და ოთხეულში ადგილი ჰაერივით სჭირდებათ. თან ბოლო 10 თამაშით თუ ვიმსჯელებთ ინტერი საუკეთესოა სერია ა-ში. ასე რომ თუ კვარა და ოსიმენი არ ითამაშებენ …..
გუჯი
19 მაისი 2023 18:01
4
24 მაისს ფიორენტინასთაბ აქვს პრინციპული მატჩზე თასის ფინალში
თბილისელი
20 მაისი 2023 16:10
0
ეგ სხვაობაცაა გრანდებსა და ნაპოლის შორის.
დიდ გუნდებს, ძირითადი შემადგენლობის შესაძლებლობის ფეხბურთელები სათადარიგო სკამზეც უზით. ნაპოლის წუწურაქ პრეზიდენტს კი მთავარი საზრუნავი ის აქვს, თუ სად რა მოაკლოს კლუბის ბიუჯეტს.
კოლა
19 მაისი 2023 12:20
8
სწორია მერე ეგ ძირითადის დონის ფეხბურთელებს სკამზე რომ სკამზე რომ აფუჭებენ? მხოლოდ იმისთვის რომ დაზღვეულები იყვნენ
spectator
19 მაისი 2023 14:58
2
Ra moaklo,getyoba wels daiwye tvalisdevneba napolize,kacma arcerti lideri ar gayida misi nebit(kavani,iguaini,lavezzi tviton wasvla undodat)gapiltra gundi magalxelpasiani"legendebisgan"4ulshi titqmis yovelwelsaa
L.J .
19 მაისი 2023 15:24
7
წამოეწევა ლეაო ხვიჩას აბა რა იქნება- ეს იმის ბრალია რომ ლეაოზე თამაშობს მთელი გუნდი და ცდილობებ თავისუფლად მიიღოს ბურთი და ნაპოლი კი პირიქით ხვიჩას ხარჯზე უთავისუფლებენ ადგილებს ოსიმენს და სხვებს და ამ სიტუაციაში ლეაოს გაააქვს გოლები და არიგებს საგოლე პასებს და ხვიჩა გაიყინია იმ შედეგებზე @ რა სტილითაც ნაპოლი თამაშობს ხვიჩა კი არა მარადონაც ვერ გააუმჯობესებდა სტატისტიკას @
zura222
21 მაისი 2023 17:48
4
ბიჭო 3 მილიონ ქართველს გეხებათ, როცა კარგად თამაშობს, აქებთ და როცა ცუდად თამაშობს, სხვების ბრალია?!

გეყოთ ასეთი სისულელეები! ამით მხოლოდ აფუჭებთ ამ ბიჭს!

გენიალური ბიჭია? კი! აპრილიდან თამაში არ წაუვიდა? არ წაუვიდა!
ე. ი. უფრო უნდა მოინდომოს! მორჩა!
ისტორია
21 მაისი 2023 20:02
3
ერთმაც რომ ვერ ითამაშოს ნაპოლის შანსი არა აქვს,ხოლო თუ ორივე საერთოდ.
ამაშია საქმე
20 მაისი 2023 15:17
5
Interi sruli shemadgenlobit itamashebs amas wyali ar gauva, ra dros finalia jer 4euli unda gainaghdos. Wesit napolisac unda hqondes motivacia, scvs tuaraferi interia. Wesit saintereso tamashi iqneba.
Tu laciom ar miqara milani ligaze ver xvdeba.
Dato
19 მაისი 2023 20:39
8
ამას რა გაუხდა ქართული,,ფონტების" ჩამოტვირთვა
აუ
20 მაისი 2023 19:58
1

სიახლეები პოპულარული