სასტარტოში დაბრუნებულმა გოჩოლეიშვილმა პენალტი მოიპოვა

AutoSharing Option
გიორგი გოჩოლეიშვილი აქამდე "შახტარში" ბოლო სამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, დღეს კი რივნიში "ვერესთან" მოგებულ შეხვედრაში (2:1) შეუცვლელად და კარგად ითამაშა.

გოჩოლეიშვილი მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დააყენა, 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 47-ეზე დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოში მის მიერ ჩაწოდებული ბურთი მცველმა ვასილი კურკომ ხელით შეაჩერა, ხოლო პენალტი დანილო სიკანმა ვერ გამოიყენა.

გიორგიმ ჩემპიონატის 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, "შახტარი" კი 27 ტურის შემდეგ 66 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "დნიპრო 1"-ს 2 ქულით უსწრებს და 24 მაისს
მესამეადგილოსან "ზორიას" სტუმრად დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემზე მეტად მცოდნეებისთვის მაქვს კითხვა, გოჩოს ნაკრებში მარცხენა ფლანგზე რატომ მოიაზრებენ? ხო მარჯვენა გარემარბია? ბოლო თამაშში მესმის აზაროვი ტრავმის გამო შეცვალა მაგრამ ისედაც მარცხენა ფლანგზე განიხილება ხოლმე სადაც რამე იწერება. მესმის რომ ორივეგან თამაშობს მაგრამ ხომ მარჯვენაა მისი ძირითადი პოზიცია? თან ეგ და აზაროვი ოროვე შემტევი პოტენციალის მქონე ფლანგებია და მგონია რომ ერთად დაყენება საინტერესო იქნება.


გულწრფელი კითხვაა თუ რამე არასწორად მესმის გთხოვთ გამაგებინოთ
კითხვა
21:00 20-05-2023
0
ერთი ეგ ბიჭი სერია ა ში მანახა მალე, იმსახურებს
მიხო
09:54 20-05-2023
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული