სასტარტოში დაბრუნებულმა გოჩოლეიშვილმა პენალტი მოიპოვა

AutoSharing Option
გიორგი გოჩოლეიშვილი აქამდე "შახტარში" ბოლო სამ მატჩში ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა, დღეს კი რივნიში "ვერესთან" მოგებულ შეხვედრაში (2:1) შეუცვლელად და კარგად ითამაშა.

გოჩოლეიშვილი მწვრთნელმა იგორ იოვიჩევიჩმა მარცხენა ცენტრალური მცველის პოზიციაზე დააყენა, 37-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 47-ეზე დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოში მის მიერ ჩაწოდებული ბურთი მცველმა ვასილი კურკომ ხელით შეაჩერა, ხოლო პენალტი დანილო სიკანმა ვერ გამოიყენა.

გიორგიმ ჩემპიონატის 11 მატჩში 1 გოლი გაიტანა, "შახტარი" კი 27 ტურის შემდეგ 66 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "დნიპრო 1"-ს 2 ქულით უსწრებს და 24 მაისს
მესამეადგილოსან "ზორიას" სტუმრად დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ჩემზე მეტად მცოდნეებისთვის მაქვს კითხვა, გოჩოს ნაკრებში მარცხენა ფლანგზე რატომ მოიაზრებენ? ხო მარჯვენა გარემარბია? ბოლო თამაშში მესმის აზაროვი ტრავმის გამო შეცვალა მაგრამ ისედაც მარცხენა ფლანგზე განიხილება ხოლმე სადაც რამე იწერება. მესმის რომ ორივეგან თამაშობს მაგრამ ხომ მარჯვენაა მისი ძირითადი პოზიცია? თან ეგ და აზაროვი ოროვე შემტევი პოტენციალის მქონე ფლანგებია და მგონია რომ ერთად დაყენება საინტერესო იქნება.


გულწრფელი კითხვაა თუ რამე არასწორად მესმის გთხოვთ გამაგებინოთ
კითხვა
20 მაისი 2023 21:00
0
მადლობა პასუხისთვის!
კითხვა
21 მაისი 2023 19:42
0
ირაკლი აზაროვი,საკმაოდ ტანმოჩილი ფეხბურთელია და ნორვეგიამ რომ შემოგვიტია და ორი კაცით მოდიოდა ფლანგზე,მას ძალიან გაუჭირდა.ცრვენა ზვეზდაში თამაშობს და შეცვლაზე უშვებენ,თან ამ გუნდსა და დანარჩენებს შორის,უზარმაზარი სხვაობაა კლასში.ასე რომ დაცვაში თამაში,საკმაოდ ცოტა უწევს.დვალი შეტევაში ვერ მიდის,გიორბელიძეც ისეთი ვეღარ არის,რაც იყო. აზაროვის ალტერნატივად ამიტომაც განიხილავენ.მისი და კვარაცხელიას დუეტიც საინტერესო იქნება,ფლანგზე.მარჯვნიდან,მაინც კაკაბაძე ითვლება ძირითადად,დაცვაში,წინ კი,ლობჟანიძე და დავითაშვილი იქნებიან სავარაუდოდ.რა თქმა უნდა გოჩოლეიშვილს,აქაც შეუძლია თამაში.ასეთი ფეხბურთელის გადაფასება,შეუძლებელია!ზურიკო როგორც იქნა გაიხსნა და თავის გუნდში,მთელ მოედანზე მოძრაობს.კარგია რომ ენდობიან და როგორც იქნა,თავისუფლება მიიღო.
სოსო
21 მაისი 2023 15:51
0
ერთი ეგ ბიჭი სერია ა ში მანახა მალე, იმსახურებს
მიხო
20 მაისი 2023 09:54
0
ნაკრები თუ წარმატებას მიაღწევს გაცილებით კარგ კლუბში გადავა, შეიძლება გრანდშიც კი, მაგრამ ჯობია ჩვენი ჩემპიონატის დონემ მოიმატოს, რათა ტრანსფერის თანხა ჩვენებს დარჩეთ!
ლაშა
20 მაისი 2023 00:16
0
სულ რამდენჯერმე მომიხერხდა მისი თამაშის ნახვა,უკრაინაში,მაგრამ რაც ვნახე,თანაგუნდელები,მაინცდა მაინც არ ენდობიან.თუმცა როცა ენდობიან,სხვებზე უკეთ ეს ამწვავებს თამაშს.ორივე ფლანგზე იყენებენ,წინაც და დაცვაშიც.მომდევნო სეზონში,დარწმუნებული ვარ,გაცილებით მეტი ნდობა,სათამაშო დრო მიეცემა და თანაგუნდელებიც მეტად დატვირთავენ.ნეტავი გაგნიძეც მაგათ წაეყვანათ.მოსკოვის დინამო, მთლიანად დაშლილია,მწყობრიდან არის გამოსული და მწვრთნელიც გაუშვეს.თუმცა საზონოვიც და ლუკაც,ფორმიდან არიან ამოვარდნილები,მთელ დანარჩენ გუნდთან ერთად
სოსო
19 მაისი 2023 22:30
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული