გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე ჩემპიონატზე 23-ე გოლი გაიტანა, საუკეთესო ბომბარდირია და მის ანგარიშზე აგრეთვე 8 საგოლე გადაცემაა.
პირველ ტაიმში სტუმრები უპირატესობას ფლობდნენ და მიქაუტაძემ დააწინაურა, შემდეგ ჯელოუს დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ, კურტეტმა ანგარიში გაათანაბრა, დარჩენილ დროში კი „მეცმა“ თამაშის გამწვავება ვერ შეძლო და შესაძლოა, ის ქულები დაკარგა, რომლებიც ძვირად დაუჯდება.
ტურნირის დასრულებამდე ორი ტურით ადრე 71 ქულით ლიდერი „ჰავრია“ (ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული), მეორე ადგილზე 69 ქულით ზურიკო დავითაშვილის „ბორდოა“, ხოლო მესამეზე 66 ქულით „მეცი“, რომელიც 26 მაისს სტუმრად „სოშოს“ დაუპირისპირდება.
შეგახსენებთ, ლიგა 1-ში ორი გუნდი გადადის.
გენგამი. „სტად დიუ რუდურუ“
გენგამი - მეცი 1:1
გოლები: 0:1 მიქაუტაძე (21), 1:1 კურტეტი (60)
კარგია ბორდო გავა და გიორგი პრემიერლიგაში წავა.გაიქეცი გიორგი მაგ გაუგებრობიდან სანამ დროა