caughtoffside-ში ჟურნალისტმა ჯონათან ჯონსონმა "მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერილი გამოაქვეყნა სათაურით: "საინტერესო ალტერნატივა" - პრემიერლიგის ინტერესი ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირის მიმართ, რომელმაც 43 მატჩში 25 გოლი გაიტანა.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრანსფერებისა და თამაშის მიხედვით ყურადღების ცენტრში ყოველთვის ხმამაღალი სახელები როდი ხვდებიან და გარკვეულწილად უცნობი ფეხბურთელით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ.
"მეცის" ფორვარდმა WhoScored-ის მონაცემებით 43 მატჩში 25 გოლი გაიტანა, 15 მილიონ ევროდ იქნება ხელმისაწვდომი, ძალიან დააინტერესა პრემიერლიგის ის კლუბები, რომლებიც ტრადიციულად ოთხეულში მოსახვედრად ვერ იბრძვიან, თუმცა მუდამ ცდილობენ ევროტურნირებზე გასვლას და
ფეხბურთელის სტატისტიკის გათვალისწინებით, შეიძლება მიმზიდველი ალტერნატივა იყოს მათთვის, ვინც მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
ჯონსონი წერს, რომ არ არის არავითარი გარანტია, რომ "მეცი" ლიგა 1-ში დაბრუნდება, მაგრამ თუ ეს მოახერხა, თავის საუკეთესო შემტევს ადვილად არ შეელევა, 15 მილიონი კი მისი შესაძლო შემძენი კლუბებისთვის არანაირ ავანტიურას არ წარმოადგენს, ვინაიდან ინგლისის უმაღლეს დივიზიონში თავი შედეგიანობით რომც ვერ გამოიჩინოს, ტრანსფერში გადახდილი თანხა პრობლემა არ გახდება.