ხვიჩა კიმი და ვიქტორი ერთად პრემიერ ლიგის გრანდში? - 500 მილიონიანი ტრანსფერების სიაში "ნაპოლის" სამი ფეხბურთელია

AutoSharing Option
El Pais გლეიზერების ოჯახთან დაახლოებული პირის მხრიდან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ზაფხულში საგრძნობლად გაძლიერდება და ტრანსფერებისთვის 500 მილიონი ევრო აქვს გამოყოფილი.

მსოფლიო სპორტული პრესა უკვე დიდი ხანია გვეუბნება რომ "წითელი ეშმაკების" მესაკუთრე წლის ბოლოს შესაძლოა, კატარის ისლამური ბანკის ხელმძღვანელი იასიმ ალ ტანი, ან "ინეოსის" მფლობელი ჯიმ რეტკლაიფი გახდეს.

ამის მიუხედავად, გლეიზერები ("იუნაიტედის" ამჟამინდელი მფლობელები) ზაფხულში გვარიანად გაიკრავენ ჯიბეზე ხელს და გუნდს გააძლიერებენ.

შეიხ იასიმმა ეს ამბავი დაადასტურა და განაცხადა, რომ "მანჩესტერმა" მათ გადასცათ სია, თუ რომელი ფეხბურთელების
ყიდვას აპირებს გუნდი და მათ ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ.

ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა, რომ "ოლდ ტრაფორდის" ბინადართა სიაში აღმოჩნდა ხვიჩა კვარაცხელია. ქართველი ფეხბურთელის პოზიციაზე "იუნაიტედს" ორი ვარიანტი, ან კვარაცხელია, ანაც კინგსლი კომანი აქვს.

თავდასხმაში ჰარი კეინის, დუშან ვლაჰოვიჩისა და ვიქტორ ოსიმენის გვარები სახელდება.

ნახევარდაცვაში ადრიენ რაბიო, ფრენკი დე იონგი და ალექსის მაკალისტერი.

დაცვაში კი რონალ არაუხოსა და კიმ მინ-ჟეს გვარებს ამოვიკითხავთ.

ასე, რომ არის ალბათობა, "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ნაპოლის" 3 ფეხბურთელის ტრანსფერზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას გადაბირებაზე დაიწყოს მუშაობა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
დახვეტონ რაც კარგი ფეხბურთელების რაა,პელე და მარადონა არ დაავიწყდეთ
ლუკა
22:43 21-05-2023
0
წმინდანების მფარველობის ქვეშაა. რაუნდა მაგას ეშმაკებში. რეალის ფანი უნდა გამხადოს:)
ჯიმა
22:24 21-05-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული