"ნაპოლიმ" კაცნაკლულ "ინტერს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ინტერი“ 3:1 დაამარცხა.

გადატვირთული კალენდრის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდის მწვრთნელმა ინძაგიმ როტაციას მიმართა და გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, ხოლო მისმა ვიზავიმ სპალეტიმ ოპტიმალური. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ორი მომენტი ანგისამ ვერ გამოიყენა. მილანელები დაცვაში ჩვეულად კომპაქტურად იდგნენ, ტემპი მაღალი არ იყო, კვარაცხელიამ რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, რასაც შედეგი არ მოჰყვა, „ინტერის“ ნახევარმცველმა გალიარდინიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნაკლებად სანახახაობრივი პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქეს ნეაპოლელებმა შესვენების შემდეგ კიდევ უფრო დიდი
ძალებით შეუტიეს, დი ლორენცოს დარტყმული ბურთი მეკარე ონანამ მოიგერია, ზილენსკიმ მიზანს ვერ უწია, ხვიჩას ონანამ არ გაატანინა, ხოლო შემდეგი იერიშისას „ნაპოლი“ ლამაზი გოლით ანგისამ დააწინაურა. 79-ე წუთზე „კვარას“ პასით სიმეონემ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა იქამდე ზილენსკიზე ჯარიმა დააფიქსირა. 82-ე წუთზე ლუკაკუმ ჟუან ჟეზუსს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ სპალეტიმ კვარაცხელია შეცვალა. 85-ე წუთზე დი ლორენცომ დალაშქრა ონანას კარი, კომპენსირებულ დროში გაეტანომ და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 28 მაისს გასვლაზე „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ინტერი 3:1
გოლები: 1:0 ანგისა (67), 1:1 ლუკაკუ (82), 2:1 დი ლორენცო (85), 3:1 გაეტანო (90+4)
გაძევება: გალიარდინი (41)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ზოგიერთი ვითომ გულშემატკივრს ვეკითხები ხვიჩა რომ შედეგიანად თამაშობდა ნაპოლის სპალეტი არა წვრთნიდა? ზუსტად ისეთივე ტაქტიკით არა თამაშობდა გუნდი როგორც ახლა თანაც უპირობოდ ანადგურებდა ყველა მოწინააღმდეგეს.იქნებ ზოგიერთმა ფეხბურთელმა მათ შორის ოსიმენმა და ხვიჩამ მოუკლო თამაშს? თუ ყველაზე ადვილია პატიოსან კაცს გადააბრალო ყველაფერი.
qajoba
12:27 22-05-2023
0
ინტერის მეორე შემადგენლობას მოუგო მძიმე ბრძოლაში ,ისიც კაცნაკრულს და არა ინტერს. ამ კვარასაც რა დაემართა ასე ინერტული და ერთფეროვანი თამაში შეიძლებაა,როცა ოქროს ბურთის მოპოვების პრეტენზია გაქვს და თანამედროვე თუ ყოფილ სუპერვასკვლავებს ედრებიი...ახლაც ხომ ვერ იტყვის პას არ მაძლევენო, ლამის 20-ჯერ მიუტანეს ბურთი აუტის ხაზთან თამადასავით მდგომს და ძირითადათ უკან პასი ან მოწინააღმდეგის მეჟდუნოგის გაკეთების მცდელობა,ასევე მარჯვნივ შემოსვლა და დარტყმა,დარტყმა, რომელიც უკვე ყველა მეკარემ იცის და წინასწარ აკეთებენ მოძრაობას....
leqso
11:54 22-05-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული