"ნაპოლიმ" კაცნაკლულ "ინტერს" მძიმე მატჩი მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 36-ე ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „ინტერი“ 3:1 დაამარცხა.

გადატვირთული კალენდრის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი გუნდის მწვრთნელმა ინძაგიმ როტაციას მიმართა და გადახალისებული სასტარტო შემადგენლობა დააყენა, ხოლო მისმა ვიზავიმ სპალეტიმ ოპტიმალური. უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, ორი მომენტი ანგისამ ვერ გამოიყენა. მილანელები დაცვაში ჩვეულად კომპაქტურად იდგნენ, ტემპი მაღალი არ იყო, კვარაცხელიამ რამდენიმეჯერ გაამწვავა თამაში, რასაც შედეგი არ მოჰყვა, „ინტერის“ ნახევარმცველმა გალიარდინიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ნაკლებად სანახახაობრივი პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენილ მეტოქეს ნეაპოლელებმა შესვენების შემდეგ კიდევ უფრო დიდი
ძალებით შეუტიეს, დი ლორენცოს დარტყმული ბურთი მეკარე ონანამ მოიგერია, ზილენსკიმ მიზანს ვერ უწია, ხვიჩას ონანამ არ გაატანინა, ხოლო შემდეგი იერიშისას „ნაპოლი“ ლამაზი გოლით ანგისამ დააწინაურა. 79-ე წუთზე „კვარას“ პასით სიმეონემ გაიტანა, მაგრამ მსაჯმა იქამდე ზილენსკიზე ჯარიმა დააფიქსირა. 82-ე წუთზე ლუკაკუმ ჟუან ჟეზუსს დაასწრო და ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ სპალეტიმ კვარაცხელია შეცვალა. 85-ე წუთზე დი ლორენცომ დალაშქრა ონანას კარი, კომპენსირებულ დროში გაეტანომ და "ნაპოლიმ" გაიმარჯვა.

შემდეგ შეხვედრას „ნაპოლი“ 28 მაისს გასვლაზე „ბოლონიასთან“ ჩაატარებს.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - ინტერი 3:1
გოლები: 1:0 ანგისა (67), 1:1 ლუკაკუ (82), 2:1 დი ლორენცო (85), 3:1 გაეტანო (90+4)
გაძევება: გალიარდინი (41)

მკითხველის კომენტარები / 28 /
ხალხნოო რა შემთხვევაში შეატყვეთ ხვიჩას ხიბლში ყოფნა?! ბიჭი როგორ იბრძოდა,უმაგრესი პასები დახატა(დანარჩენებმა არ გაუმართლეს) ასისტიც გააკეთა(რომ არ ჩაითვალა ის გოლი სხვა საქმეა) მეკარემ მაგარი ბურთი აუღო(მარტომ ულამაზესად შეიჭრა საჯარიმოში!!!) ოსიმენმაც რამდენიმე პასი “გაუფუჭა” დღეს,მეტი რა ქნას სეზონის ბოლოს ამ ბიჭმა?! საერთოდ არ ვარ სუბიექტური!!! გაიხარე ხვიჩა კვარაცხელია!!! მადლობა❤️
გულშემატკივარი
22:52 21-05-2023
2
კვარას ხასიათი არ აქვს ძლიერი, ანუ ძლიერი ხასიათის ადამიანი არ არის, არ აქვს ლიდერის თვისებები, ეს ფაქტორები დიდ ტალანტთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გარდა ტიპი ჯერ კიდევ ხიბლშია, თავი მართლა კვარადონა ჰგონია, მის რეგრესში ხალხია დამნაშავე, ის ჩარტელური რეისები და ქაჯობები და ადამიანის გაფეტიშება, არ უხდება ქართველს ქება - გაიგეთ!
იკა
22:06 21-05-2023
55

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული