"ნაპოლიმ" არჩევანი უკვე გააკეთა" - იტალიურმა პრესამ სპალეტის შემცვლელი და კვარაცხელიას ახალი შესაძლო მწვრთნელი დაასახელა

AutoSharing Option
Rai-ს ჟურნალისტ ჩირო ვერენატოს ინფორმაციით, "ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გუნდის ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩია და ის "ატალანტას" ამჟამინდელი დამრიგებელი ჯანპიერო გასპერინი იქნება.

როგორც ჩვენი იტალიელი კოლეგა გვაუწყებს, გამოცდილ მენეჯერს "პარტენოპეი" 2-წლიან კონტრაქტს გაუფორმებს და სეზონურად 4 მილიონ ევროს დაუნიშნავს.

საინტერესოა, რომ გასპერინი სათამაშო სქემის შეცვლასა და 3-4-3-ზე გადასვლას აპირებს.

რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არაოფიციალურია, თუმცა გადაწყვეტილი ამბავია, რომ სპალეტი კვარაცხელიას კლუბიდან მიდის და როგორც ჩანს, გასპერინი მთავარი კანდიდატია, თუმცა დე ლაურენტისს სხვა ვარიანტებიც აქვს.
მკითხველის კომენტარები / 24 /
გვარდიოლამ 10 წელზე მეტი იწვალა ჩ.ლ-ა რომ მოეგო და როგორც იქნა მოიგო.თანაც ულევი რესურსებით უზრუნველყოფილ ბაიერნში და მან.სიტიში.მანამდე ბარსელონაში მოიგო რომელიც ფაქტობრივად მსოფლიოს ნაკრები იყო იმდენი ვარსკვლავი ყავდა თვითეული 100 მილიონი მაინც ღირდა.ამით იმის თქმა მინდა რომ ყველაზე მაგარი სპალეტია რომელმაც შექმნა 10-15 მილიონად ღირებული ბიჭებისგან ისეთი გუნდი რომელმაც 20-ჯერ ძვირად ღირებულ იტალიურ კლუბებს ოცი ქულიღ გაასწრო ხოლო კლოპის ლივერპული გაანადგურა
ასეა ეს
19:43 23-05-2023
2
კარგი ვარიანტი იქნებოდა, პერესმა პაპა კარლო რომ გაუშვას და ლავრენტამ ნაპოლიში რომ მოიყვანოს. ძალიან ცოტაა ამის შანსი მარა, გაასწორებდა.
ფეოლა
09:50 23-05-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული