"კვარაცხელია უკვე ინგლისურ კლუბში გაასხვისეს" - ირწმუნება ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელი

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს, - ამ ინფორმაციას AreaNapoli და mondonapoli ვეტერანი იტალიელი ფეხბურთელის ნათქვამზე დაყრდნობით ავრცელებენ:

"სპორტულმა მენეჯერმა, "ლეჩეს", "მონცას", "ჯენოას" და "პერუჯას" ყოფილმა მეკარემ, სიმონე ბრაგლიამ, TMW Radio-სთან განაცხადა: "ნაპოლი"? როდესაც მეწარმემ ჩემპიონობის მოპოვებით მაქსიმალურ მოგებას მიაღწია, საბოლოო ჯამში კლუბს ყიდის. ჩემი ინფორმაციით, აურელიო დე ლაურენტისი სეზონის ბოლოს შეიძლება ზოგიერთ მოთამაშეს დაემშვიდობოს. მე ვიცი, რომ ხვიჩა კვარაცხელია უკვე გაასხვისეს ინგლისში".

AreaNapoli მკითხველს ჰპირდება, რომ ინფორმაციას გადაამოწმებს და სიმართლეს დაადგენს, თუმცა ქართველი, რომლის შეძენის სურვილი პრემიერლიგის კლუბებს
აქვთ, ხელშეუხებელია და მის დასათმობად წარმოუდგენელი შეთავაზებაა საჭირო, ხოლო დე ლაურენტისი "ნაპოლის" მფლობელად დარჩება და მომავალში კლუბს შვილებს გადასცემს.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მეცინება როცა ჭკუისკოლოფები გუნდების ტაქტიკაზე წერენ.ეტყობა ბავშვობაში ნაცარქექია არ წაუკითხიათ მათთვის.
ვა რა დონეა
13:54 24-05-2023
1
მე კიდევ მართალი მგონია ეს იმფო,როგორც ჩანს კვარას მომავალი კლუბი უკვე ცნობილია და ტრასფერიც დახურული, სხვა შემთხვევაში ის ასე ინერტულად და ინტერესის გარეშე არ ითამაშებდა ამ ბოლო ორი თვის განმავლობაში,განსაკუთრებით კი ნაპოლის გაჩემპიონების შემდეგ, ფაქტია ბიჭი ერიდება ზედმეტ რისკებს და ახალ კლუბში თამაშისთვის ფსიქოლოგიურად ემზადება......ნაპოლში დასამტკიცებელი მას უკვე არაფერი აქვს,ის უკვე გადაშლილი ფურცელია მის კარიერაში..
leqso
10:32 24-05-2023
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული