კვარაცხელია ახალ მწვრთნელთან და ტაქტიკაში უფრო შედეგიანი უნდა იყოს - გასპერინის უპირატესობები...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიასთვის შთამბეჭდავი სეზონი დასასრულს უახლოვდება. ბიჭმა "არსაიდან" ევროპული ფეხბურთი აალაპარაკა და "ოქროს ბურთის" ნომინანტებში მე-12 ადგილს იკავებს. ქართველი გულშემატკივრები უკვე მომავალ წლებზე ფიქრობენ, როცა "კვარა" საფეხბურთო სამყაროს უკეთ დაიპყრობს. სატრანსფერო ჭორებს მუდმივად გავიგებთ, ახლა კი ყველაზე რეალური ისაა, ქართველი გარემარბი "ნაპოლიში" დარჩეს, მისი მთავარი მწვრთნელი კი ლუჩანო სპალეტი აღარ იყოს. გუნდიდან კიმისა და ოსიმენის წასვლის შანსიც დიდია, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

ნეაპოლელთა მწვრთნელობის კანდიდატად აქტიურად ორ პიროვნებას ასახელებენ - ჯან პიერო გასპერინისა და ანტონიო კონტეს. ორივე სპეციალისტს ერთი რამ
აერთიანებს, ისინი უპირატესობას 3-მცველიან ტაქტიკას ანიჭებენ. ამ ეტაპზე უფრო მეტად "ატალანტას" დამრიგებელზე უთითებენ და ჩვენც უფრო მეტი გასპერინიზე ვთქვათ. 65 წლის სპეციალისტის სამწვრთნელო კარიერა "იუვენტუსის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო და "ინტერშიც" უმუშავია, ყველაზე კარგად კი თავი "ჯენოაში" მუშაობით გაითქვა, სადაც ეს გუნდი სერია "ბ"-დან დააწინაურა და ამბიციური გახადა. ჯან პიეროს "ატალანტა" სასიამოვნო ფეხბურთის მოყვარულია, ბევრი გააქვს, შეტევაზე ფიქრობს და ბევრსაც უშვებს. გასპერინს ჰქონდა მცდელობები, გუნდი უფრო პრაგმატული გაეხადა, რაც დიდი ხნით მაინც არ გამოუვიდა.

Sportall.Ge

მიმდინარე სეზონში ქართველი გარემარბის საუკეთესო გოლი ალბათ სწორედ "ატალანტას" წინააღმდეგ იყო. "ნაპოლის" სავარაუდო მომავალი დამრიგებლის წინა ხაზზე სამი შემტევია, განსხვავებული ფორმაციით - "1-2" ან უფრო მეტად "2-1". ორივე შემთხვევაში, წინა ხაზის მოთამაშეები მოწინააღმდეგის კართან უფრო ახლოს ტრიალებენ, ვიდრე ეს სპალეტის ფორმაციაშია.

თანამედროვე ფეხბურთი სწორხაზოვანი იმიტომაც გახდა და დრიბლიორების დეფიციტია, მწვრთნელები იმაზე უფრო ფიქრობენ, დაკარგული ბურთის შემთხვევაში, ის როგორ დაიბრუნონ. შეუძლებელია, ყველა ფინტი შედეგიანი იყოს, შემტევებისგან განუვითარებელი იერიშიდან კი შესაძლოა, გოლი საკუთარ კარში მიიღო. ხვიჩა კვარაცხელიამ ამხელა მოწონება იმის გამო დაიმსახურა, ის მეტოქეებს თავბრუს ახვევს, ჩარჩოებიდან ამოვარდნილია, ამავდროულად კი, მწვრთნელის ტაქტიკურ დავალებებში მაქსიმალურად ჩართულია, დაცვაში ირჯება და ართმევები შეუძლია. ასეთ დროს შენს ფლანგზე მოთამაშე მცველსა და ნახევარდაცვის უნარს, დაკარგულ ბურთს შეტევაში რამდენად სწრაფად დააბრუნებს, დიდი მნიშვნელობა აქვს. სეზონის მეორე ნახევარში ნეაპოლურ გუნდში ეს პრობლემა იდგა.

Sportall.Ge

შეტევის დროს სპალეტის ფილოსოფია იმაში მდგომარეობს, ცენტრში მოთამაშეები (ანგისა და ზელინსკი) ფლანგებისკენ გადანაწილდნენ, გარემარბებმა კი (ხვიჩა და ლოსანო) გვერდით ხაზთან ძალიან ახლოს იმოძრაონ. კვარაცხელია ცენტში შესვლით თავისუფალ ზონებს ხსნის და თუკი იერიშზე თავად არ მიდის, მარცხენა ფლანგზე თანაგუნდელს ხელსაყრელ პასს აძლევს. გვგონია, რომ გასპერინის ტაქტიკაში ქართველი გარემარბი უფრო შედეგიანად ათამაშდება, რადგან ცენტრში და კართან ახლოს იქნება. მსგავს განლაგებას საქართველოს ნაკრებშიც ვხედავთ, როცა მთელი ფლანგის კონტროლი ერთ ფეხბურთელს ევალება და "კვარა" შუაში შედის.

ჯან პიეროს "ატალანტა" ისე ჰყავს დაკომპლექტებული, საკუთარ სქემას კარგად მოარგოს და ეს ბუნებრივია. მაგალითად, მარცხენა ფლანგს აქ დავიდე ზაპაკოსტა აკონტროლებს, რომელსაც მსგავსი გამოცდილება ანტონიო კონტეს "ჩელსიში" ჰქონდა. აქვე უნდა ვთქვათ, რომ როგორც მარიო რუის, ასევე მატიას ოლივერას ამ ფუნქციის შესრულება გაუჭირდებათ და დიდია შანსი, ახალმა მწვრთნელმა აქ ალტერნატივაზე იფიქროს. ასეთ დროს ხშირია, როცა დამრიგებელს გუნდში თავისი ფავორიტი მოთამაშე მიჰყავს. შესაძლოა, ასეთი დანიელი იოაკიმ მელე იყოს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე მშვენივრად ასპარეზობდა. მართალია, 26 წლის ფლანგელი მარჯვნივ თამაშობს, თუმცა ფრთის შეცვლაც შეუძლია. კვარაცხელიას გამოყენება გასპერინის ნებისმიერ ტაქტიკურ სქემაში შეუძლია, როგორც ორი ფორვარდის უკან, ასევე მარცხენა შემტევად. ორივე შემთხვევაში, როგორც ირვინ ლოსანოს, ასევე მატეო პოლიტანოს ამ ტაქტიკასთან ადაპტირება გაუჭირდებათ, საყრდენ ზონაში კი დიდი მნიშვნელობა ექნებათ ნახევარმცველებს, რომლებიც პრესინგით, ბურთის ართმევითა და შეტევაში კარგი ხედვით გამოირჩევიან.

დაველოდოთ, მომავალი სეზონი არც ისე შორსაა!..

altკვარაცხელია მამარდაშვილს ექომაგება - "მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივართ"

altკვარაცხელიას სეზონის ბოლო და მომავალი - გამოწვევები, სირთულეები, მონატრებული გოლი...

alt"ნაპოლიმ" არჩევანი უკვე გააკეთა" - იტალიურმა პრესამ სპალეტის შემცვლელი და კვარაცხელიას ახალი შესაძლო მწვრთნელი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 12 /
კვარაცხელია გამთამაშებლად უნდა დააყენო და იტალიაში შეუჩერებელი გახდება (უამრავი საგოლე პასი, რეიდი - თავდასხმაში წინ გაჭრა, დაბნეული მცვექლები და შთამბეჭდავი გოლები).. მისი პოტენციალი მანდ უნდა განვითარდეს
კვარადონა
25 მაისი 2023 10:35
1
ვფიქრობ კვარა და ზიელინსკი, თავდამსხმელ(ებ)ის უკან უნდა იდგნენ და პასებით ამარაგებდნენ ოსიმენს ან/და სიმეონეს, კვარასაც კარგად გამოსდის ამოტანა ბურთის და მცველის ჩამოშორება კარისკენ დარტყმა, ბევრი ხიფათი შეიქმნება ხვიჩას არაორდინალური გადაწყვეტილებებით ცენტრში გადამისამართებით
კვარადონა
24 მაისი 2023 22:38
7
საღოლ, ძალიან კარგი სტატიაა, პროფესიონალური.
ბმბ
24 მაისი 2023 14:56
6
კარგი ამბები გველოდება, არ მოვიწყენთ )
ჰდჯ
24 მაისი 2023 13:21
0
რუსებს აქვთ ერთი ჭკვიანური გამონათქვამი/от добра добра не ищут/ ქართულად რომ გადავთარგმნოთ სიკეთისგან მეტი სიკეთე არ მოინდომო.არ გამიგია გუნდმა რომელმაც ჩემპიონობა დიდი უპირატესობით მოიგო მის ტაქტიკას იწუნებდენ და რევიზიას უკეთებდენ.ეტყობა თემა გამოგელიათ.სხვა მწვრთვნელები რომ მოგყავთ სამაგალითოდ რა მოიგო ჯან პიერომ თავისი განუმეორებელი ტაქტიკით? თუნდაც გვარდიოლა რომელმაც სანამ 100 მილიონად ჰოლანდი არ იყიდა ჩ.ლ-ა ვერ მოიგო.თანაც მისი ტაქტიკა თავისუფალ დრიბლინგს და ბურთის დაკარგვას საერთოდ გამორიცხავს.ე.ი. მასთან ხვიჩას ადგილი არ არის.
ამაშია საქმე
24 მაისი 2023 12:38
13
100%იანი ხარ. შემთხვევით დამეწერა დისლაიკი ბოდიშს ვიხდი
nika7
24 მაისი 2023 17:04
1
ამ სქემაში 3-4-3 ან იგივე 3-4-1-2 კვარა როგორც თევზი წყალში ისე იგრძნობს თავს. მისი პროდუქტოულობა კი გაცილებით გაიზრდება ამაში ორი აზრი არაა, მიტომ რომ რასაც სპალეტის ხელში ასრულებს როცა მაქსიმალურად ხაზთან მყოფი წელავს მეტოქის მცველებს გასპერინის გუნდში ამ როლს მარცხენა ნომინალური მცველი ასრულებს რომელსაც აბარია მთლიანი მარცხენა ფლანგი, კვარას კი მოუწევს იმის კეთება რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა, მეტოქისთვის ხიფათის შექმნა საჯარიმოს მისადგომებიდან.
Charley
24 მაისი 2023 12:29
0
ევროპული საზომით მართლა სოფლის გუნდია ნაპოლი, ეგეთი შედეგი დადო გუნდმა და შლიან, მწვრთნელს უშვებენ და გუნდის ლიდერ ფეხბურთელებს, მომავალ სეზონში ოთხეულისთვის თუ იბრძლებს კარგია.
გოგა
24 მაისი 2023 11:26
4
ეს ფოტო ერთდროულად იტევს ხვიჩა კვარაცხელიას დიდ გმირობას და ატალანტას 8 ფეხბურთელის დიდ სირცხვილს.
ჟორა გაბრიჭიძე
24 მაისი 2023 11:13
7
გინდა გასპერინი, გინდა კონტე თუ ბენიტესი, კარგი იქნება თუ მიხვდება რომ კვარა გადაიყვანოს მოედნის ცენტრში... მან უნდა იტრიალოს საჯარიმოს ირგვლივ... აკეთოს რეიდები ცენტრიდან, მარცხნიდან და მარჯვნიდან... ანაწილოს პასები ყველა მიმართულებით... კვარას უნიკალური უნარები ამის შესაძლებლობას იძლევა.. ის იდეალური იქნება ამ პოზიციაზე... მისი ადგილი აქაა.
ქუთაისი
24 მაისი 2023 10:42
3
როგორც ითქვა ამას ადრე, რუის, პოლიტანოს, ჟელინსკის, ლოსანოს ნაპოლი კონტრაქტს არ გაუგრძელებს! ნდომბელე, რასპადორი და სიმეონე არენდით არიან და არა მგონია ეს მოთამაშეები ნაპოლიმ გამოისყიდოს! ასევე სათქმელია, რომ დიდი ალბათობით გაყიდიან კიმს და ოსიმენს! დასაშვებია ლობოტკას და დი ლორენცოს გაყიდვაც და ზუსტად ამაზე ვერ შეთანხმდნენ სპალეტი და აურელიო! სპალეტის უნდოდა ძირითადი ბირთვის შენარჩუნება, დე ლაურენტისი ბიზმესმენია და კარგად ესმის ეს საქმე! ასეა თუ ისეა სპალეტი მიდის და ახალ მწვრთნელს ვინც არ უნდა მოვიდეს ახალი გუნდის შექმნა მოუწევს! ასევე ხვიჩა, თუ დარჩება ახალ მოთამაშეებთან უნდა გამონახოს საერთო ენა მოედანზეც და მოედნის გარეთაც, როგორ გამოუვა დრო გვიჩვენებს!
მწვრთნელი
24 მაისი 2023 10:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული