ჩაკვეტაძის გამოსასყიდად "სლოვანს" 10 მილიონის გადახდა მოუწევს

AutoSharing Option
"სლოვანის" გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა "პრავდასთან" გასული სეზონი დადებითად შეაფასა და მომავალი სეზონისთვის გუნდის ფორმირებაზე ისაუბრა, საჭირო ფეხბურთელებთან თანამშრომლობის გაგრელებასა და ახლების დამატებაზე.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საკვანძო საკითხი გიორგი ჩაკვეტაძის დატოვებაა, რომლის კონტრაქტი "გენტს" ეკუთვნის. თავად ქართველს ბრატისლავურ გუნდში დარჩენა უნდა, მაგრამ პრობლემა კონტრაქტის 10 მილიონ ევროდ გამოსყიდვაა. ამ თანხის დაკლებას სლოვაკური კლუბი ერთწლიანი იჯარის ვადის გასვლის შემდეგ ცდილობს.

"ჩაკვესთან" დაკავშირებით საკითხი ღიაა. მოლაპარაკებებს უკვე რამდენიმე კვირაა ვაწარმოებთ. ვნახოთ, ყველაფერი როგორ წარიმართება. ჯერ არაფერია ცნობილი. ეს რთული იქნება, მაგრამ ჩვენ
მის დასატოვებლად ყველაფერ შესაძლებელს გავაკეთებთ", - განაცხადა კმოტრიკმა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
და, რა ვალი გვაქვს ხალხნო ამ გენტის???!!! ამ ბიჭს პატრონი არ ჰყავდა??? თუ მონათმფლობელობა დაბრუნდა!!!
გიორგი
15:29 25-05-2023
1
ჯაკობია რა შუაშია ვერ ვხვდები,/ როცა გენტში გადავიდა ყველ გახარებულები ვიყავით, ეს ტრამპლინიაო და მერე რეალში თავისუფლად გადავაო, ყველა მეორე ამას წერდა, ბიჭმა ტრქმვა მიიღო, ვერ გაუქაჩა ფიზიკურმა მონაცემებმა, და ესეთ მდგიმარეობაში მყოფი ახალგაზრდა ფეხბურთელი სად უნდა გადასულიყო? ხოდა ამ რთულ პერიოდში არ გაუწყვიტეს კონტრაქტი და პორიქით გვერდში დაუდგნენ და ახალი კონტრაქტი დაუდეს თან ისე რომ არც იცოდნენ საერთოდ გააგრძელებდა თუ არა თამაშს, და ხელფასი არ მოკლებია და არაფერი მქტერიალურად, რომ წამოსულიყო და ყოფილიყო უგუნდოდ არც ხელფასი ექმებოდა და ეხლა დღეს სლოვანში კი არა საქარველოს ჩემპიონატის გუნდში იქნებოდა ტრამვურებული ისევ, ჩვენი მინდრვრებიდან გამომდინარე./ ორი აზრი არაა რომ გენტსაც რაღაც შეეშალა და ოპერაცია არ გაუკეთეს და სხვანაირი მკურნალობა არჩიეს , მაგრამ ის რომნთურმე აგენტის ბრალია ეს ყველაფერი, ეს არუს სიგიჟე და მეტი არაფერი, იცის გენტმა ამ ბიჭოს ფასი და ადებს იმ ფასს რაც ღირს, ზუსტადვისე როგორც რუბინი, რო იძახდა 20 მილიონი მინდაო რუბინი და რო ვლქნძღავდით, ღორები არიან არ ღირს მაგდენიო, ვინ გამოჩნდა მართალი? ერთ წელიწადში 20 კი არა 150 მილიონი გახდა ხვიჩა, ესეიგი რა გამოდის, მართლები ყოფილან ხომ? ასეა გენტის შემთხვევაშიც, ჩვენ კი გვინდა ყველაფერი საჩვენოდ მაგრამ არავის უნდა თავი ვინმეს მოატყუებინოს
Vasili
12:17 25-05-2023
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული